დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის: თუ გსურთ დაწინაურება, უარი უნდა თქვათ მოკრძალებაზე

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის: თუ გსურთ დაწინაურება, უარი უნდა თქვათ მოკრძალებაზე

თვის ზოგადი ტენდენციები

ენერგიის მოზღვავება აგიმაღლებთ განწყობას და საშუალებას მოგცემთ, ყოყმანის გარეშე დაისახოთ ამბიციური მიზნები. თქვენი გეგმების უმეტესობა ახდება და ის შეზღუდვები, რომლებიც ადრე ხელს გიშლიდათ, გაქრება. თუმცა, დეკემბერი გამოწვევების გარეშე არ ჩაივლის. შეიძლება იყოს ემოციური არასტაბილურობა, რაც შეიძლება ეჭვიანობით ან აგრესიის აფეთქებებით გამოვლინდეს. მნიშვნელოვანი გახდება ოჯახური დავების მოგვარება, თუნდაც ეს საკუთარი ინტერესების შეწირვას ნიშნავდეს. სახლში მშვიდობის შენარჩუნება პრიორიტეტი იქნება, ხოლო საერთო ენის პოვნა ზედმეტი კონფლიქტების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე დგომისას. ჩაიწერეთ თქვენი აზრები და რეფლექსიები, რათა შექმნათ მომავლისთვის მოქმედების მკაფიო გეგმა. ისწავლეთ „არას“ თქმა და თქვენი საჭიროებების პრიორიტეტად დაყენება. გაატარეთ მეტი დრო გარეთ, რათა განიტვირთოთ და დააფასოთ თქვენ გარშემო არსებული სამყაროს სილამაზე.

სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი

დეკემბრის პირველი სამი კვირის განმავლობაში სამუშაოსა და სოციალურ სტატუსზე იქნებით ორიენტირებული. ეს ხელსაყრელი დროა სხვადასხვა ინიციატივისთვის, თქვენი ნიჭისა და ლიდერული თვისებების წარმოსაჩენად. თუ გსურთ დაწინაურება, უარი უნდა თქვათ მოკრძალებაზე.

თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება იმის გაგება, თუ რას ფიქრობენ თქვენზე არა მხოლოდ თქვენი უფროსი, არამედ კოლეგებიც. ამ პერიოდში განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნებით თქვენი პროფესიული შესაძლებლობების და სხვების მიერ მათი შეფასების მიმართ. არსებობს შანსი, რომ შეხვდეთ გავლენიან ადამიანებს, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენს საქმიანობაში.

12 დეკემბრამდე კარგი დროა მივლინებისთვის, შორეულ ადამიანებთან კავშირების დასამყარებლად და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. თვის დასაწყისში უფრო ამბიციური იქნებით და მოისურვებთ, რომ მიაღწიოთ რაღაც უფრო მეტს, ვიდრე ამჟამად გაქვთ. ზოგიერთს მოგინდებათ ცოდნის გაზიარება. თუ განათლების სფეროში მუშაობთ, ეს შეიძლება რეპეტიტორობა დაიწყოთ. ზოგი საჯაროდ ისაუბრებთ და გამოცდილებას გაუზიარებთ. ზოგი გადაწყვეტთ კურსების გავლას უნარების გასაუმჯობესებლად.

12 დეკემბრიდან მთელი თქვენი ენერგია სამუშაოზე იქნება ორიენტირებული. თუმცა, ზოგიერთი დაკავებული იქნებით სხვადასხვა დოკუმენტების დამუშავებით მნიშვნელოვანი ცვლილებების გამო, რაც ნიშნავს, რომ თქვენი სტატუსი შეიცვლება. ეს კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის, დისკუსიებისა და ინტერვიუებისთვის. ვენერას გავლენით თანამოსაუბრეებისთვის[u1] უფრო მიმზიდველი და მეგობრული გამოჩნდებით.

21 დეკემბრიდან თქვენი ყურადღება კოლეგებზე იქნება კონცენტრირებული; მათთან უფრო მეტად იურთიერთებთ სამსახურში ან შესაძლოა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი. ერთობლივი კორპორაციული ღონისძიებები და ახალი წლისთვის მზადება კიდევ უფრო დაგაახლოებთ.

ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი

მარტოხელა თევზები სამსახურებრივი რომანის მეშვეობით სასიყვარულო ცხოვრების შეცვლას შეძლებთ. შესაძლოა, კოლეგასთან დაახლოვდეთ ან საქმიან ღონისძიებაზე გაიცნოთ ვინმე. შესაძლოა ეს ადამიანი თქვენი სფეროდან არ იყოს, მაგრამ შეხვდებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთი თქვენგანი პროფესიულ მოვალეობებს შეასრულებს. თუ მივლინებაში მიდიხართ, ასევე შესაძლებელია სახლიდან შორს ვინმესთან შეხვედრა.

ამ თვეში თავს უფრო თავდაჯერებულად და თამამად იგრძნობთ. მოისურვებთ, გამოირჩეოდეთ არა იმდენად გარეგნობით, რამდენადაც ნიჭით, ცოდნითა და უნარებით. და რა თქმა უნდა, მოგინდებათ ინტელექტუალურ, ავტორიტეტულ ადამიანთან ყოფნა და გექნებათ კიდეც შანსი, შეხვდეთ გავლენიან ადამიანს. ზოგს შესაძლოა, სამსახურში წარმატება უფრო მეტად გაინტერესებდეთ, ვიდრე რომანტიკა.

დაქორწინებულები მოერიდეთ სახლში დიქტატორობას. ეს კარგ შედეგს არ მოგიტანთ. ამ პერიოდში ზოგი სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, ქორწინებიდან დაწყებული განქორწინებით დამთავრებული.

24 დეკემბრიდან ბევრი თავს უფრო თავისუფლად იგრძნობს. მეტი სოციალიზაცია და მეგობრებთან შეხვედრა მოუნდება. ოჯახზე ორიენტირებული თევზებისთვის კარგი იქნება საერთო ინტერესების პოვნა, რათა მეტი დრო ერთად გაატარონ. შესაძლოა, მათ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ ან ახალი წლის არდადეგებზე ერთად წასვლა შეეძლოთ.

სასურველია, ახალი წელი მეგობრებთან ერთად აღნიშნოთ. და რაც უფრო მეტი მეგობარი გეყოლებათ გარშემო, მით უკეთესი.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

დატვირთული გრაფიკი შეიძლება იყოს ცუდი ჯანმრთელობის მიზეზი. დღესასწაულებამდე ბევრი საკითხის მოგვარება მოგინდებათ, მაგრამ უმჯობესია ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ ყურადღება და ცოტა დაისვენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი წლის აღნიშვნისას დაღლილობას იგრძნობთ. ზოგიერთი ქრონიკული დაავადება შეიძლება გაუარესდეს. ამიტომ, თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კარგი იქნებოდა თავისუფალი დრო უფრო აქტიურად გაატაროთ. მაგალითად, თხილამურებით, ციგურებით სრიალში ან უბრალოდ მეტი სეირნობა ფეხით. მოერიდეთ მთელი დღის განმავლობაში ტელევიზორის წინ წოლას. ფიზიკური აქტივობა, მაგრამ არა ძალიან ინტენსიური, ენერგიის მოზღვავებას მოგცემთ.

ჩაიცვით ამინდის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში გაციების რისკი არსებობს. საჭიროების შემთხვევაში, მიიღეთ ვიტამინების დანამატი. თუ გაცივდით, გართულებების თავიდან ასაცილებლად ფეხზე ნუ გადაიტანთ. შესაძლოა, თქვენს ახლობელს თქვენი დახმარება დასჭირდეს.