დღეს, 12 აგვისტოს, ასტროლოგიურად განსაკუთრებით მძიმე და ენერგეტიკულად დაძაბული დღეა - ერთმანეთს ახალმთვარეობა და მზის დაბნელება ემთხვევა. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს და იმ ოქროს წესებს უზიარებს, რომელთა დაცვაც ამ პერიოდში საკუთარი ენერგიისა და სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
როგორც ასტროლოგი განმარტავს, საქართველოს დროით 21:47 საათზე მზის დაბნელება დაიწყება, ხოლო 22:38 საათზე - ახალმთვარეობა. ეს პროცესი ემოციური ფონის მომატებას, შინაგან შფოთვასა და აგრესიის გაძლიერებას გამოიწვევს. ცაგარელის თქმით, „დაბნელების დერეფანი“ 28 აგვისტომდე გაგრძელდება, რის გამოც გარკვეული შეზღუდვების დაცვა მომდევნო კვირების განმავლობაშიც მოგვიწევს.
ნახეთ მიხეილ ცაგარელის სრული რეკომენდაციები და გაფრთხილებები:
- მნიშვნელოვანი გაფრთხილება!
ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ დღეს 12 აგვისტოს, ახალმთვარეობაა საქართველოს დროით 21:47 საათზე.
ამ პერიოდში ბუნებრივია, რომ მოიმატებს ემოციური ფონი, დაძაბულობა და შინაგანი შფოთვა.
გაითვალისწინეთ ეს მარტივი წესები, რათა ენერგია შეინარჩუნოთ:
მოერიდეთ ტოქსიკურ გარემოს: როგორც კი იგრძნობთ დაძაბულობას, აგრესიას, ან შეამჩნევთ ნეგატიური ენერგიებს და ინფორმაციას - ეგრევე გაერიდეთ. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, სიმშვიდე დაგირღვიონ.
კვება - მსუბუქი.
დღეს გამორიცხეთ თამბაქო, ალკოჰოლი. ყავა ( შეამცირეთ მაინც).
არ ვარგა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საბუთებზე ხელმოწერა, ყიდვა-გაყიდვა მსხვილი შენაძენების გაკეთება, სესხის აღება, ახალი ვალდებულების აღება.
მოერიდეთ მზის სხივებს - თუ მაინც გიწევთ გარეთ ყოფნა დაიფარეთ ქუდი, გაიკეთეთ მზისგან დამცავი მუქი სათვალე!
დღეს მზის სხივებს ნეგატიური გამოსხივება აქვს ( სვარკისმიერი), რომელიც გაგრძელდება ,,დაბნელების დერეფნის” განმავლობაში
ანუ მთვარის დაბნელებამდე და სავსემთვარეობამდე 28 აგვისტო, 08:20 საათზე საქართველოს დროით!
დაიცავით პირადი საზღვრები: უბრალოდ მოსცილდით იმ ადამიანებსა ან გარემოს, რომელიც დამღლელია და შფოთვას იწვევს.
როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს შინაგანი გაღიზიანების დროს?
თუ იგრძენით, რომ შინაგანად მძაფრი ემოციები გიგროვდებათ და გაღიზიანება გეუფლებათ, გაჩერდით ერთი წამით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუნთქეთ, გააკეთეთ ეს რამდენჯერმე,
შემდეგ გონებრივად ან ხმამაღლა წარმოთქვით ეს ძლიერი სიტყვები:
,,მე ვუშვებ, ვათავისუფლებ ყოველგვარ დაძაბულობასა და აგრესიას… მაქვს ჩემი პირადი სივრცე და ვივსები სიმშვიდით, სიყვარულისა და სიხარულის ენერგიებით, სინათლის სიუხვითა და უფლის მადლით!”
კარგია მონაცვლეობითი შხაპის მიღება.
გაატარეთ დღევანდელი დღე სულიერ სიმშვიდეში და ლოცვაში.
ნუ გადაიღლით თავს ემოციური და ფიზიკური აქტივობით
მაინცდამაინც დღეს!
დაიცავით საკუთარი ენერგიები, მერწმუნეთ ის კიდევ ბევრჯერ დაგჭირდებათ და გამოგადგებათ!
სიკეთე გქონოდეთ…