ავტორი:

დღეს სავსემთვარეობაა, როგორ მოვიქცეთ და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად?

დღეს სავსემთვარეობაა, როგორ მოვიქცეთ და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად?

სამ ივლისს, 15:39-ზე სავსემთვარეობას ველოდებით თხის რქის მე-12 გრადუსში. ამ დღეს მზე კირჩხიბშია და მთვარე თხის რქაში. ემოციური დღეა და ეცადეთ, არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. სავსემთვარეობა ხდება კირჩხიბი-თხის რქის ღერძზე და გააქტიურებულია ოჯახისა და კარიერის საკითხები. ამ სფეროებში დღესაც და მომდევნო ორ დღესაც დაიცავით ბალანსი.

სავსემთვარეობა არის დასრულების, შედეგის მიღების პერიოდი. იყავით პასუხისმგებლიანი და გეგმაზომიერი, ნუ გაფანტავთ დროს არაფრისმომცემ საქმეებზე. გამონახეთ საჭირო ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნება ოჯახის წევრებთან, გამოთქვით ის, რაც გაწუხებთ, ნუ ჩაიდებთ წყენას გულში.

სავსემთვარეობა თხის რქაში მოითხოვს ვაკონტროლოთ ემოციები. ამ დღეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნათქვამ სიტყვებს და ეცადეთ, რომ არავის ატკინოთ გული თქვენი ნათქვამით. მოერიდეთ ცხელ გულზე გადაწყვეტილებების მიღებას. უნდა გამოავლინოთ სერიოზულობა. ახლა გაბუტვისა და ბავშვურობის დრო არაა. ნუ ჩაიდებთ წყენას გულში, გამოთქვით, მაგრამ დიპლომატიურად. გარშემო მყოფები ვერ მიხვდებიან, თქვენ რა გსურთ.

იუპიტერი (დიდი ბედნიერება) მოგცემთ ახალ შესაძლებლობებს, ხოლო მკაცრი სატურნი გაცხრილავს უსარგებლოს და დაგეხმარებათ, მიიღოთ ის, რაც წარმატებას, დაწინაურებას, კარიერულ წინსვლას მოგიტანთ. სატურნი არის თხის რქის მმართველი, სადაც სავსემთვარეობა ხდება და თხის რქა მომართულია დაწინაურებაზე, კარიერაზე. იყავით შრომისმოყვარე, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. გარჯა მოგიწევთ, ვერ გეტყვით, რომ იოლად მიაღწევთ ყველაფერს. თეთრი მთვარე მოგვიწოდებს არ გადავდგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები, არ ვიყოთ ეგოისტურები. იყავით სისიტემური, დაკვირვებული და გააზრებული.

რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, სავსემთვარეობის დღეს ვენერასა (რომელიც ახლა მეფურ ლომშია) და ურანის (კუროში მდებარეობს) დაპირისპირება გვაქვს და არ გირჩევთ ეგოისტურობის გამოვლენას. მოერიდეთ დაპირისპირებას საყვარელ ადამიანთან, არ აჰყვეთ პროვოკაციას, არ გირჩევთ საქმეების გარკვევას და ყველაზე მთავარია, არ გირჩევთ კავშირის გაწყვეტას, მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღებას. ამასთან, სავსემთვარეობის პერიოდში არ გირჩევთ ახალი სამოსის, აქსესუარების, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას; მოერიდეთ პლასტიკური ოპერაციების, სილამაზის ნემსების გაკეთებას.

სავსემთვარეობა არის შედეგის მიღება ეს არის რაღაც ეტაპის დასრულება, მოცილება. ამიტომ პლანეტების განლაგება მოითხოვს, მოვიცილოთ ბავშვურობა და ინფანტილიზმი, გავხდეთ მეტად სერიოზულები კარიერისა და ოჯახის თემებში. არ ველოდოთ სხვას და თავად გადავდგათ გააზრებული ნაბიჯები სასურველის მისაღწევად.

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად: რა თქმა უნდა, თხის რქასა და კირჩხიბზე. მაგრამ ამ შემთხვევაში კირჩხიბი უფრო ფრთხილი და დაკვირვებული უნდა იყოთ, მთვარე თქვენი მმართველია და ის გიპირისპირდებათ. ჰარმონიულ ცვლილებებს გპირდებათ სავსემთვარეობა მიწის სტიქიის წარმომადენლებს: კურო, ქალწული, თხის რქა. ვერძს, კირჩხიბსა და სასწორს მეტი დაკვირვება და გააზრებულობა გმართებთ. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას; საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. ჩაიხედეთ თქვენს პირად რუკაში და ნახეთ, რომელი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები ხვდება თხის რქისა და კირჩხიბის 9-15 გრადუსში.

ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!