2026 წლის ივლისის ბოლო დღეები გარდამტეხი იქნება მათთვის, ვინც დიდი ხანია ელოდება პოზიტიურ ცვლილებებს ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს დიდი ნახტომი კარიერაში, ახალი და პერსპექტიული ნაცნობობა, ფინანსური ნაკადების გახსნა ან უბრალოდ, დიდი ხნის ნანატრი მშვიდობისა და ბედნიერების განცდა.
ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ივლისის მიწურული ბევრისთვის გახდება ბედისწერის განმსაზღვრელი, თუმცა არსებობს 5 ზოდიაქოს ნიშანი , რომლებსაც ფორტუნა განსაკუთრებულ საჩუქრებს უმზადებს.
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ვერძებისთვის ივლისის მიწურული კარიერული თვალსაზრისით საოცრად იღბლიანი იქნება. ენერგია და შრომა, რომელიც ბოლო დროს თქვენს მიზნებს შეალიეთ, კონკრეტულ ნაყოფს გამოიღებს. ძალიან მალე შესაძლოა შეიტყოთ სასიხარულო ამბავი დაწინაურების, პრემიის ან ახალი, პერსპექტიული პროექტის შესახებ. გარდა ამისა, თვის ბოლოსთვის გელით საინტერესო და სასარგებლო ნაცნობობა, ასევე მოულოდნელი შემოთავაზებები, რომლებიც თქვენს საზაფხულო გეგმებს საგრძნობლად და უკეთესობისკენ შეცვლის.
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
წინ შემოქმედებითი შთაგონებისა და საოცარი სიმსუბუქის პერიოდი გელით. ივლისის ბოლომდე მოახერხებთ ყველა იმ საქმის დასრულებას, რომელიც აქამდე ჩახლართული და გადაუჭრელი გეჩვენებოდათ. იღბალი განსაკუთრებით მათ მხარეს იქნება, ვინც მზად არის ცვლილებებისთვის და ღიაა ახალი იდეებისთვის. თუ მოგზაურობას გეგმავდით, თვის მიწურული იდეალური დროა ჩანაფიქრის განსახორციელებლად. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამ გზაზე შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს გულს დაიპყრობს.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
ივლისის მიწურული სასწორებს ნამდვილ ჰარმონიასა და სასიამოვნო სიურპრიზებს ჰპირდება. მოგეცემათ შანსი, გაამყაროთ ურთიერთობა ახლობლებთან, აღადგინოთ გაწყვეტილი კავშირები ან შეხვდეთ საინტერესო ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. განსაკუთრებული ფორტუნა გელით ფინანსურ საკითხებშიც - სავარაუდოდ, ეს იქნება მოულოდნელი ფულადი ბონუსი სამსახურში ან იმ იდეის წარმატებით რეალიზება, რომელიც აქამდე მეტისმეტად რისკიანი გეჩვენებოდათ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
თხის რქები ბოლოს და ბოლოს იგრძნობენ, რომ რთული და დაძაბული პერიოდი უკან მოიტოვეს. ივლისის ბოლომდე სამყარო მოგცემთ შესაძლებლობას, სული მოითქვათ, განიტვირთოთ და დამსახურებულ შვებულებაში გაემგზავროთ. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდება პროფესიული სფერო - გელით სოლიდური პრემია, აღიარება ხელმძღვანელობის მხრიდან და ახალი, საინტერესო შემოთავაზებები. პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ცხოვრებაშიც - შესაძლოა, თვის ბოლომდე ხელის თხოვნის წინადადებაც კი მიიღოთ.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
თევზებისთვის ივლისის მიწურული პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სურვილების ასრულების ხანაა. იგრძნობთ ძალების მოზღვავებას, ემოციურ აღმავლობას და გარემოებებიც ზუსტად ისე განლაგდება, როგორც თქვენ გაწყობთ. განსაკუთრებით გაუმართლებთ შემოქმედებითი პროფესიისა და სპორტის სფეროში მოღვაწე თევზებს. გარდა ამისა, ამ პერიოდში თქვენი ინტუიცია პიკს მიაღწევს, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას თამამად დაუგდეთ ყური შინაგან ხმას - ის არ მოგატყუებთ.