დიდი გარდატეხა ყველა სფეროში - რას უწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 18 ივლისს?

დიდი გარდატეხა ყველა სფეროში - რას უწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 18 ივლისს?

ეს დღე სერიოზულ ცვლილებებს გპირდებათ ცხოვრების ყველა სფეროში, თუმცა ეს თავისთავად არ მოხდება. სასურველი შედეგისთვის გარკვეული ძალისხმევის გაღება მოგიწევთ. მთავარია მიიღოთ მყარი გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, და აქ შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვთ. ნებისმიერი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონილი უნდა იყოს. მთვარე ქარაფშუტობასა და ზედაპირულობას არ გვაპატიებს, შედეგები კი შესაძლოა სრულიად არაპროგნოზირებადი აღმოჩნდეს.

სანამ რაიმე სერიოზულ საქმეს მოჰკიდებდეთ ხელს (თუნდაც საოჯახო-საყოფაცხოვრებო საკითხებს), ზუსტად განსაზღვრეთ, რა შედეგის მიღება გსურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სჯობს საერთოდ არაფერი აკეთოთ, რაც დასვენების დღეს სრულიად ლოგიკური იქნება

ვერძი

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, ეჭვქვეშ აღარ უნდა დააყენოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენთვის სანდო ადამიანები შეეცდებიან საპირისპიროში დაგარწმუნონ, ნუ მოუსმენთ მათ არგუმენტებს და მყარად იდექით თქვენს პოზიციაზე.

კურო

ეს დღე იდეალურია მათთან ურთიერთობის დასარეგულირებლად, ვისთანაც ბოლო დროს უთანხმოება მოგივიდათ. ადამიანები სიამოვნებით წამოვლენ კომპრომისზე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველ ნაბიჯს თავად გადადგამთ.

ტყუპები

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ნუ დაეყრდნობით. აუცილებლად დაეკითხეთ აზრი ახლობლებს, რომელთა ნდობაც გაქვთ - ისინი ცუდს ნამდვილად არაფერს გირჩევენ.

კირჩხიბი

შესაძლოა, დღემდე გაწუხებთ ფიქრი იმის შესახებ, რომ წარსულში რაღაც არასწორად გააკეთეთ. სწორედ დღეს ცხოვრება მოგცემთ შესანიშნავ შანსს, გამოასწოროთ ძველი შეცდომები, ამიტომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.

ლომი

საკუთარი თავით უკმაყოფილებამ - დაწყებული საქციელიდან, დასრულებული გარეგნობით - შესაძლოა დასვენების დღის განწყობა საგრძნობლად გაგიფუჭოთ. როგორც კი ამას იგრძნობთ, შეახსენეთ თავს, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად გვიანი არასდროს არის.

ქალწული

შემოქმედებითი საქმიანობა (როგორც პროფესიული, ისე მოყვარულ დონეზე) დღეს დიდ წარმატებას ვერ მოგიტანთ. სჯობს დრო უფრო პრაქტიკულ, რუტინულ საქმეებს დაუთმოთ, რომლებსაც კრეატივი არ სჭირდება - უქმეებზე ასეთი საქმის პოვნა არ გაგიჭირდებათ.

სასწორი

მათ, ვინც დიდი ხანია სამსახურის ან საქმიანობის სფეროს შეცვლაზე ფიქრობს, დღეს შეუძლიათ საბოლოოდ გააცნობიერონ, რა არის მათი რეალური მოწოდება. ამის შემდეგ მხოლოდ მიზნის მისაღწევი გეგმის შედგენაღა დაგრჩებათ.

მორიელი

წარსულიდან იმ ადამიანის გამოჩენა, რომელსაც დიდი ალბათობით სწორედ დღეს შეხვდებით, ძველი ურთიერთობის აღდგენის შანსს მოგცემთ. შეეცადეთ, ამ შეხვედრას მაქსიმალური ყურადღებითა და სერიოზულობით მოეკიდოთ.

მშვილდოსანი

თუ ერთდროულად რამდენიმე საქმეს შეეჭიდებით (თუნდაც ეს მხოლოდ სახლის საქმეებს ეხებოდეს), გარანტირებულად ვერცერთს ვერ დაასრულებთ. შეადგინეთ დეტალური გეგმა და მიჰყევით მას ნაბიჯ-ნაბიჯ.

თხის რქა

დასვენებისა და განტვირთვის სურვილი უქმე დღეებში სრულიად ბუნებრივია, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, ჯერ არ მოდუნდეთ. თავდაპირველად ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეთ ყველა მანამდე დაწყებული საქმე.

მერწყული

წვრილმან საყოფაცხოვრებო პრობლემებს, რომლებმაც შესაძლოა დღეს გული დაგწყვიტოთ, კატასტროფად ნუ აღიქვამთ. შეცდომის უფლება ყველას აქვს, მთავარია მათი გამოსწორება, რასაც ამ პერიოდში წარმატებით გაართმევთ თავს.

თევზები

წვრილმანმა საოჯახო უსიამოვნებებმა შესაძლოა დასვენებისა და რელაქსაციის გეგმები ჩაგიშალოთ. რომ არ მისცეთ მათ ამის საშუალება, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება საღამოსთვის გადადეთ, დღე კი სასიამოვნო აქტივობებს დაუთმეთ.