დრუიდების ჰოროსკოპი: რომელი ხე ხართ და რა ღირსეულ თვისებებს ფლობთ?

დრუიდების ჰოროსკოპი: რომელი ხე ხართ და რა ღირსეულ თვისებებს ფლობთ?

დრუიდების ჰოროსკოპი, რომელსაც გალების ჰოროსკოპსაც უწოდებენ, 2 000 ათასზე მეტ წელს ითვლის. დრუიდები ამტკიცებდნენ, რომ თითოეულ ადამიანს, ისევე როგორც ხეს, თავისი განსაკუთრებული თვისებები, ღირსებები და ნაკლოვანებები ახასიათებს. მათ ჰოროსკოპს საფუძვლად უდევს მზის მდებარეობა. მოძებნეთ თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით რომელი ხე ხართ და წაიკითხეთ დახასიათება:

ვაშლის ხე

22 დეკემბერი-1 იანვარი; 25 ივნისი-4 ივლისი

ვაშლის ხე – ძალზე სენტიმენტალური და მგრძნობიარეა. სიყვარულით დაინტერესებულია როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულადაც, უმეტესად დაქორწინებაზე უარს არ ამბობს, თუმცა პარტნიორისადმი დიდი გრძნობები არ გააჩნია, მაგრამ ეს როდი ნიშნავს სამუდამოდ აიღოს ხელი სიყვარულსა და გრძნობებზე, თუ იგი შემთხვევით შეხვდება ისეთ პარტნიორს, რომელიც მისი სულისა და გემოვნების შესაბამისია, მაშინ მათი ცოლქმრობა ნეტარებაა. ვაშლის ხე მუდამ ერთგულია სიყვარულის. უანგარო და ანგარიშმიუცემელი, ადვილად ტყუვდება. საკუთარ პერანგს გაიხდის, უკანასკნელ ლუკმასაც არ დაიშურებს. ამასთან ვაშლის ხე სრულიადაც არ არის მიამიტი. იგი დღევანდელი დღით ცხოვრობს და არ ფიქრობს ხვალინდელზე. დროდადრო ვალებსაც იღებს და ივიწყებს კიდეც. იგი ფანტაზიებით სავსე ფილოსოფოსია, უყვარს სიცოცხლით ტკბობა და არ აქვს სურვილი ვინმეს დარწმუნებისა და გაკვირვების.

სოჭი

2 იანვარი-11 იანვარი; 5 ივლისი-14 ივლისი

ლამაზია, თუმცა, უფრო ცივი და მკაცრი სილამაზე აქვს. უყვარს ძველებური სამკაულები და ნივთები, სუნამო და მთელი სიდიადით წარმოჩენილი დღესასწაულები. ჭირვეულია და ამიტომ ხანდახან ჭირს მასთან ურთიერთობა და თანაცხოვრება. მას განვითარებული აქვს განცალკევებულობის გრძნობა. ამიტომ ხშირად ეუფლება მარტოობა დიდ კოლექტივში მყოფსაც კი. ძნელად ექცევა გავლენის ქვეშ, თუმცა იშვიათად გამოთქვამს თავის აზრს, არ გამოირჩევა დიდი მხიარულებით და უხვსიტყვაობით. ამაყია და მიიწევს საკუთარი მიზნის მისაღწევად. სიყვარული იშვიათად აკმაყოფილებს. მომთხოვნია და არ არის დამყოლი. მას სურს, რაც შეიძლება ბევრი გამოძალოს ცხოვრებას, რადგან კარგად იცის საკუთარი ღირსებები და ჩვეულებრივ ამას აღწევს კიდეც სასურველს. ზოგჯერ თავდავიწყებამდე სიყვარულიც ძალუძს, მისი სიყვარული უსაზღვროა.

თელა

12 იანვარი-24 იანვარი; 15 ივლისი-25 ივლისი

დიდი, ტანადი, ლამაზი. ძალზე მიმზიდველია, თუმცა სხვაგვარი შემკავებლობა დაყვება. მაინცდამაინც როდი აქცევს თავს ყურადღებას, იცვამს თავისებური სისადავით, ხშირად ვერც კი თმობს საყვარელ ძველ სვიტერს. თელა არ არის მომთხოვნი და არ უყვარს თავისი ცხოვრების გართულება. მისთვის დამახასიათებელია სიმშვიდე და გაწონასწორებულობა. ყველაზე თვალშისაცემი ნაკლია ზედმეტი სიდინჯე. ჭკუის დამრიგებლობისკენ მიდრეკილება მისი ყველაზე აუტანელი თვისებაა. იგი პირდაპირი და გულღიაა, თავისი გულუხვობით განაიარაღებს ნებისმიერს. სჯერა ადამიანური სიკეთის. საქმე, რომელსაც იცავს, მუდამ კეთილშობილურია და სწამს, რომ ადრე თუ გვიან მიაღწევს აღიარებას. სხვებზე მეტად ხელმოცარულია. შეუძლია ბევრი რამის გაკეთება თავისი ახლობლების საკეთილდღეოდ. განვითარებული აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. გრძნობებს ავლენს მგზნებარედ, ზოგჯერ მხურვალედაც. თუ მისი არჩევანი წარმატებულია, მაშინ შეუძლია ისეთი პირობები შექმნას, მეუღლესთან ერთად ბრილიანტის ქორწილი იზეიმოს.

კვიპაროსი

25 იანვარი-3 თებერვალი; 28 ივლისი-4 აგვისტო

ჯანმაგარი, საკმაოდ კარგი აღნაგობის მქონე ხალხია. სახის ნაკვთები ხშირად გამოკვეთილი და ზუსტი აქვთ. თუმცა ვიზუალურად ხშირად იმაზე მკაცრი ჩანან ვიდრე სინამდვილეში არიან. კარგი ადაპტაციის უნარი აქვს. შეუძლია დაკმაყოფილდეს იმით, რაც აქვს და მოერგოს სიტუაციას. ადრე იზრდება, მაგრამ ფაქტობრივად "დიდი ბავშვია" და პატარა ასაკიდან შესწევს ძალა საკუთარ თავზე აიღოს მოვალეობები. ხშირად ადრეულ ასაკში იწყებს მუშაობას და საკუთარი თავის რჩენას. ამაყია, თუმცა არასოდესაა სიბრიყვემდე ამბიციური. არ არის სნობი, არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას სოციალურ სტატუსს და რეგალიებს. ფული საშუალებად მიაჩნია და არა თვითმიზნად. მძაფრი მოთხოვნილება აქვს იყოს ბედნიერი და ეძებს პარტნიორს, რომელიც იდეალს შეესაბამება. სულით რომანტიკოსია, მოსწონს ხანგრძლივი სეირნობები, პიკნიკი ბუნებაში, პოეზია და მხატვრობა. უყვარს ცხოველები, ხშირად განმარტოვებაც მოსწონს. ეს მისთვის აუცილებელიც კია. თუმცა, მარტოხელა ადამიანის ცხოვრებით არასოდეს ცხოვრობს და მუდმივად ცდილობს ჰყავდეს დიდი და ხმაურიანი ოჯახი. სენტიმენტალური არაა, თუმცა სულიერებას მოკლებულ ინდივიდად ვერავინ დაახასიათებს. უფრო პრაქტიკული იდელისტია. ოცნებობს რეალურ მიზნებზე და ღრუბლებში ფრენა მისი სტილი არაა. მკაცრია, მაგრამ მის საზოგადოებაში ადამიანები თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ. აქვს უნარი უსიტყვოდ დაამშვიდოს განერვიულებული ადამიანები. არ უყვარს კონფლიქტი და დაპირისპირება. ურთიერთობაში ერთგულია და ბოლომდე ერთგულებს მეგობრებს, პარტნიორებს, მოგონებებს.

ალვა

4 თებერვალი-8 თებერვალი; 5 აგვისტო-13 აგვისტო

დეკორატიულობა, ტანადობა და სილამაზე პატარაობიდანვე დაჰყვება, მაგრამ ასაკთან ერთად თავად ქმნის პრობლემებს. ძალიან მგრძნობიარეა დროის მდინარების მიმართ, ადრეულად ეპარება სიბერის შიში, რის გამოც უფრო მეტად ბერდება. მხოლოდ ახლობლების კეთილისმყოფელ გავლენას ძალუძს დაეხმაროს მას. ამიტომ დაკვირვებით უნდა შეირჩეს ის ადამიანები, ვისთანაც უნდა დაამყაროს ურთიერთობა. უცილობელი სიფრთხილე მართებს ადგილსამყოფლის გამოცვლის დროსაც: ყოველგვარი გარემო როდი უწყობს ხელს ალვის განვითარებას. ალვა ცუდად გრძნობს თავს სივიწროვეში, მაგრამ მაინც არ უყვარს განცალკევებული ცხოვრება. მოთხოვნილება აქვს ჰყავდეს მეგობრები. ძალიან მგრძნობიარეა თავისუფლების შელახვის გამო და ადვილად ვარდება პესიმიზმში. ცდილობს არ გაამჟღავნოს ეს, მაგრამ დიდი ხნით ვერავინ შეჰყავს შეცდომაში. მისი სიყვარული მგრძნობიარეა სულ მცირე უსიამოვნების მიმართ და ამიტომ პაწაწკინტელა წვრილმანსაც კი გამოჰყავს წონასწორობიდან. დროდადრო თავისთავად გულიც უჩუყდება, თუმცა ხშირად ახერხებს ამის დამალვას და ამ დუმილში პოვებს თავისებურ სიამოვნებას.

სამხრეთული კარტასი

9 თებერვალი-18 თებერვალი, 14 აგვისტო-23 აგვისტო

ტოტებგაშლილი და ძლიერი, სოლიდური და ლამაზი მცენარის შთაბეჭდილებას ახდენს. ყოველგვარი სიძნელის გარეშე ეგუება ნებისმიერ პირობებს. მართალია ოცნებობს მოხერხებულ პირობებზე, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია ღამე ცის ქვეშ გაათენოს. კარგი ჯანმრთელობა აქვს, ყველგან ისე გრძნობს თავს, როგორც შინ და არ იცის რა არის გაუბედაობა. დინამიკური და თავდაჯერებული, აიძულებს ყველას ანგარიში გაუწიონ მას, ამასთან ძალიან მგრძნობიარეა მის მიმართ ნათქვამ ხუმრობაზე და ხშირად ვერც იგებს მას. უყვარს გააკვირვოს და მოულოდნელად დაესხას თავს ვინმეს, იყოს საერთო ყურადღების ცენტრში, თუნდაც ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი მსხვერპლის გაღება დასჭირდეს. მიაჩნია, რომ სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გადამწყვეტი სიტყვაც თქვას. ბრწყინვალედ წყვეტს ყველაზე რთულ საკითხებს. არ აშინებს ხიფათი, წინდაუხედავია და შეიძლება აღმოჩნდეს გაუთვალისწინებელ სიტუაციაში. საბედნიეროდ, ძალა შესწევს ადვილად დააღწიოს მას თავი. ამაყია, თავმოყვარე. ამასთან გამოუსწორებელი ოპტიმისტი, რასაც ხშირად გაუფრთხილებელი მოქმედება მოსდევს, როგორც საქმიან ასევე პირად ცხოვრებაში.

ფიჭვი

19 თებერვალი-28/29 თებერვალი; 24 აგვისტო-2 სექტემბერი

დახვეწილი სილუეტი, ლამაზი, დეკორატიული. უნარი შესწევს ხაზი გაუსვას თავის ღირსებებს. უყვარს სახლი, ძვირფასი საგნები, ლამაზი ინტერიერი. ხშირად იმ საყვარელ სახლს, რის გარეშეც იგი ვერ განვითარდებოდა, თვითონვე ქმნის. მან იცის რაც სურს, მისთვის საკმარისი არაა ის, რასაც ცხოვრება აძლევს. არაფერს ემორჩილება და შეუძლია დაგეგმოს და დაუმორჩილოს თავის მოთხოვნილებებს პირობები. მამაცია, წინააღმდეგობას თავაწეული ხვდება და არ ემორჩილება ბედს. გამბედაობის და რისკის წყალობით მუდამ წინ მიიწევს. წარმატებები აქვს ყველანაირ საქმეში. ფიჭვს შეუძლია ყველაზე რთული სიტუაციიდან თავდახსნა. მოქმედებისას ძალიან სწრაფი და ზუსტია. მიუხედავად მისი ალერსიანი მოპყრობისა და უნარისა, იყოს საყვარელი მეგობარი, მასში ვერ იპოვით გადაჭარბებულ სირთულესა და სიუხვეს. საკუთარი კეთილდღეობა და მოხერხებულობა პირველყოვლისა. ის მხოლოდ ერთადერთში – სიყვარულში იჩენს სისუსტეს. მგრძნობიარე და იმპულსურია, ადვილად იცის გატაცება, მერე კი უკვე გვიანია. მახვილი გონება აქვს და დალაგებული აზროვნება. დასახული მიზნების მისაღწევად ყველაფერს გაიღებს.

დასაწყისი