ავტორი:

დრუიდების ჰოროსკოპი: რომელი ხე ხართ და რა ღირსეულ თვისებებს ფლობთ?

დრუიდების ჰოროსკოპი: რომელი ხე ხართ და რა ღირსეულ თვისებებს ფლობთ?

დრუიდების ჰოროსკოპი, რომელსაც გალების ჰოროსკოპსაც უწოდებენ, 2 000 ათასზე მეტ წელს ითვლის. დრუიდები ამტკიცებდნენ, რომ თითოეულ ადამიანს, ისევე როგორც ხეს, თავისი განსაკუთრებული თვისებები, ღირსებები და ნაკლოვანებები ახასიათებს. მათ ჰოროსკოპს საფუძვლად უდევს მზის მდებარეობა. მოძებნეთ თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით რომელი ხე ხართ და წაიკითხეთ დახასიათება:

გაგრძელება

ტირიფი

1-ლი მარტი-10 მარტი; 3 სექტემბერი-12 სექტემბერი

ტირიფი, რომელსაც სიმღერებსაც კი უძღვნიან, ძალზედ მიმზიდველი და თავისებურია. იგი სავსეა ბუნდოვანი აზრებით, შეუცნობადი სურვილებით, რომლებსაც ზოგჯერ თვითონაც ვერ განსაზღვრავს. ძალიან მგრძნობიარეა, უყვარს მზის სითბო, წყალთან ყოფნა. რეაგირებს ყოველგვარ სუნსა და გემოვნებაზე. არავის ძალუძს წუთიერი სიამოვნების განცდა ისე, როგორც მას და ამიტომ არაფერზე ამბობს უარს. ნუ ენდობით ტირიფის გარეგნულ თვინიერებას, რადგან მიუხედავად ამისა, იგი საქმიანი და შეუპოვარია. კარგად იცის, რაც სურს, მაგრამ საკუთარ სურვილებს სხვას არ ახვევს, რადგანაც მასში განვითარებულია სხვათა პატივისცემის გრძნობა, ხოლო მბრძანებლობის სურვილი არ აქვს. ტირიფი ძალიან მძიმე და ჭირვეული პარტნიორია, ვინაიდან არ აქვს სწრაფი ადაპტაციის უნარი და არ უყვარს კომპრომისები. მისი უმწეობა და უილაჯობა უმეტესწილად ტაქტიკაა. დროდადრო გართობის მიზნით მას ბრწყინვალედ შეუძლია გაითამაშოს და თავი სუსტ არსებად მოგაჩვენოთ. საერთოდ ცხოვრებაში შეუძლია თავის კარგად დაცვა. გრძნობებში უფრო რომანტიკულია, ვიდრე სენტიმენტალური.

ცაცხვი

14 მარტი-20 მარტი; 13 სექტემბერი-22 სექტემბერი

აქვს პრაქტიკული ჭკუა და მიდრეკილება ტექნიკისკენ, საზრიანი და ზუსტია. თუ თავის ცხოვრების გზაზე სულით მსგავს არსებას იპოვნის, მაშინ ცოლქმრულ ცხოვრებას შეუძლია დაუბრუნოს მას წონასწორობა. ძლიერ აქვს განვითარებული ღირსების გრძნობა. იგი ეჭვიანია და უმეტესად უმიზეზოდ. გაუგონრად მომხიბლავია და თავისი მომხიბვლელობით სარგებლობს კიდეც. ნებისმიერს დაახვევს თავბრუს. ოცნებობს სტაბილურ, უზრუნველყოფილ და ყველანაირად მოწყობილ ცხოვრებაზე. ადვილად ეგუება ნებისმიერ პირობებს. კარავშიც კი შეუძლია ოჯახური მყუდროების შექმნა. ერთი შეხედვით მშვიდია, უთქმელი, მფრთხალი, მაგრამ ამასთან უშფოთველი და პესიმისტური. უმეტესად ცაცხვი თავის ცხოვრებას მოწყენილობაში ატარებს და ეს არის მისი მთავარი მტერი. იგი განსაკუთრებით ვერ იტანს ფარისევლობას. სავსეა წინააღმდეგობებით. ერთი რამ მასში უეჭველია – იგი ძალიან სიმპათიურია. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა და ადვილი, რაც ფსიქიკური კომფორტის გრძნობას ტოვებს. ცაცხვს მოთმინებით შეუძლია მოსაუბრეს უსმინოს, პატივისცემით ექცევა ყველას და არ ცდილობს მბრძანებლობას. იგი ყველას უყვარს მაშინაც კი, როცა მასზე მაინცდამაინც დიდ იმედებს ვერ დაამყარებ.

თხილი

22 მარტი-31 მარტი; 24 სექტემბერი-3 ოქტომბერი

ხშირად სუსტია. თავის "მე"-ს არავის ახვევს თავზე, მაგრამ თუ დაუახლოვდები, შეუძლებელია არ შენიშნო და მოიხიბლო მისი ორიგინალური გონიერება. თხილი მცირედითაც კმაყოფილია, ეგუება ცხოვრების ნებისმიერ პირობებს. მისი გარეგნობა თითქმის მაგიურ ზემოქმედებას ახდენს გარშემო მყოფებზე. თუ მოინდომა, შეუძლია თავი შეგაყვაროთ. შეუძლია იყოს ბრძენი, მომთმენი, მაგრამ ამავე დროს ხიფათშიც ჩაგაგდოთ, სიავეც გამოიჩინოს და გავნოთ კიდეც. ყველაფერი დამოკიდებულია მის გუნება-განწყობაზე. საკმაოდ ჭირვეულია. შუა საუკუნეებში ხშირად სწამებდნენ ჯადოქრობას. თუ ვინმეს დაუახლოვდა, ყველაფერს გააკეთებს, რათა ცხოვრება გაუადვილოს მას. თუ მისი სიმპათიები ვერ დაიმსახურეთ მაშინ უფრთხილდით. სიყვარულში შეიძლება იყოს ყველაზე საყვარელი ანდა ყველაზე მწამებელი პარტნიორი. სწრაფად ეცვლება გუნება. მასთან ცხოვრებამ შეიძლება სიმშვიდე არ მოგგვაროთ, მაგრამ ძალზე გაგიტაცებთ.

ცირცელი

1-ლი აპრილი-10 აპრილი, 4 ოქტომბერი-13 ოქტომბერი

სუსტი აღნაგობა მალავს ამ ნატურის არაჩვეულებრივ სიმტკიცეს. საყვარელი და მომხიბლავია. მსუბუქი სიარულით შეგიძლიათ შეიცნოთ. მის სახეს ღიმილი არ სცილდება, არა იმდენად შინაგანი მხიარულების გამო, რამდენადაც თვითკონტროლის წყალობით. უნარი შესწევს ხაზი გაუსვას საკუთარ ღირსებებს, უყვარს ლამაზად ჩაცმა და კარგი გემოვნება აქვს. ადვილად ეგუება ვითარების ცვალებადობას, უყვარს როცა ახლობლებს სიხარულს ანიჭებს. არ არის ეგოისტი, მაგრამ ეგოცენტრიკულია. დამოუკიდებელია, თუმცა ზოგჯერ ნებას დაჰყვება და სხვაზე დამოკიდებული ხდება. პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა აიძულებს ირგვლივ მომხდარში თავი დამნაშავედ იგრძნოს. მასთან კონტაქტის დამყარება ძნელია და ურთიერთობა რთული. ცირცელი გამოირჩევა თავაზიანობით. მას ყოველთვის შეიძლება ენდო. ზოგჯერ მიამიტია და ნებას იძლევა ექსპლუატაცია გაუწიო. სიყვარულში ბევრს გაიღებს, მაგრამ თვითონაც ბევრს ითხოვს. განუწყვეტლივ გამოცდას უწყობს გრძნობებს. მისი გაცრუება არ შეიძლება. ცირცელი არ გიღალატებთ. მისი პირადი ცხოვრება ძალიან მდიდარია. აღსავსეა ხვალინდელი დღისადმი ოპტიმიზმით.

ნეკერჩხალი

11 აპრილი-20 აპრილი; 14 ოქტომბერი-23 ოქტომბერი

ჩვეულებრივ უამრავი გეგმა აქვს, ხშირად არაჩვეულებრივიც, ექსტრავაგანტური. უყვარს ყველანაირი სიახლე, ენთუზიაზმით იცავს ყოველგვარ ახალ იდეას, მაგრამ თვითონ იშვიათად ახდენს საკუთარი პროექტების რეალიზაციას. მასში ცოტაოდენი ცინიზმიც არის. არ უფრთხის საზოგადოებრივ აზრს. პირიქით, მოსწონს კიდეც, რომ მასზე ლაპარაკობენ. ფაქიზი, მოვლილი, ხანდახან ოდნავ კეკლუცია. ხშირად არის იქ, სადაც უფრო საინტერესოა ყოფნა. მოდას აყოლილია. არ განეკუთვნება უფერულ პიროვნებებს. სავსეა ენერგიით და მხნეობით, დაუღლელია. ნეკერჩხალი, როგორც იტყვიან, ყოველთვის სათანადო სიმაღლეზეა. ნეკერჩხალი ბუნებით თავშეკავებული და გაუბედავია. მას შეუძლია ყველაზე რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა საფუძველია არა იმდენად მატერიალური ფაქტორი, რამდენადაც ცხოვრებისეული ინტერესი. არ უყვარს შინ ჯდომა, სიამოვნებით ეცნობა უცხო პირებს. ნიჭი აქვს იმის, რომ გამოგიწვიოთ გულახდილ საუბარში, მაგრამ თუკი რაიმე გაანდეთ, არ შეგეშინდეს – ის არასდროს გაკიცხავს სხვების მოქმედებებს და არ ილაყბებს უცხოთა საიდუმლოებებზე.

კაკალი

21 აპრილი-30 აპრილი; 24 ოქტომბერი-2 ნოემბერი

კაკალი შეიძლება იყოს ლოიალურიც და ერთგულიც, მაგრამ ასევე მერყევი. წინასწარ არავინ იცის როგორ მოიქცევა. ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუძლია გიერთგულოს და შეგიყვაროს. ან პირიქით - უარი თქვას შენზე. ზოგჯერ თვითონ ეწამება და დიდი სიამოვნებით აიძულებს სხვებსაც დაიტანჯონ. მან უთუოდ უნდა გაართულოს სიტუაცია. თავისი გამორჩეულობის მოთხოვნილებით წამებული, ეჭვიანი და ალერსიანი, კაკალი არ გამოირჩევა სიდინჯით. თუ გიყვარს იგი ან მეგობრობ მასთან მუდამ მოულოდნელობებს უნდა ელოდე. ცხოვრებაში შესანიშნავი სტრატეგია. კარგად აფასებს თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის განზრახვას, შეიძლება ძალზე ვერაგულადაც მოიქცეს და თავიც არ შეიწუხოს ზედმეტი სინდისის ქენჯნისგან. ისწრაფვის, რომ მისი ცხოვრება არ იყოს ჩვეულებრივი. არ უფრთხის რისკს, არ ცდილობს თავის მოწონებას, არ ცნობს კომპრომისებს. კაკალს ბევრი მეგობარი ჰყავს და არც მტერი აკლია. მას მიაჩნია, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს. ზრუნავს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განკერძოებულობისაკენ. ზოგჯერ იმდენად გამორჩეულია, რომ შეუძლებელია არ შენიშნო და არ გაუწიო ანგარიში. ბუნებრივობა მისთვის არ წარმოადგენს ღირსებას. ის ზრუნავს სტილზე, დახვეწილ და ნატიფ მანერებზე, სინამდვილეში კი უბრალოდ მორცხვია. იგი ხანდახან ჭირვეული, აგრესიული და ეგოისტურია. მაგრამ ამავე დროს სტუმართმოყვარეა, ზრდილია და გაბედული ჩანაფიქრში.

ჟასმინი

1 მაისი-14 მაისი; 3 ნოემბერი-11 ნოემბერი

მოძრავი, ცოცხალი და გულღიაა. უნარი აქვს მიიზიდოს ადამიანები თავისუფალი და მოხერხებული საუბრით, თავისი სურვილის გარეშე ხვდება ყურადღების ცენტრში. ჩვეულებრივ სწორედ მისგან ელიან საზოგადოებაში მსუბუქი, მხიარული ვითარების შექმნას. სხვებს წარუდგენს თავს, როგორც გაწონასწორებული, მხიარული და ცხოვრებისეული პრობლემებისგან თავისუფალი, მაგრამ მხოლოდ მისმა ახლობლებმა იციან, თუ როგორი მგრძნობიარეა, ხანდახან პესიმისტიც. მან ყველაზე უკეთ იცის დიპლომატიის უპირატესობა და ჰარმონიული დამოკიდებულების ორგანიზება დანარჩენებთან. სამწუხაროდ ეს ღირსებები ნაკლებად ვლინდება მის საკუთარ სახლში. აქ ეძიებს იგი დამოუკიდებლობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. არ უყვარს, როცა შებოჭილია, შეზღუდულია, მოვალეობები გულს უმძიმებს, მიუხედავას იმისა, რომ მუდამ ემორჩილება თავისი მოვალეობის გრძნობას.