ავტორი:

ემოციური სავსემთვარეობა თევზებში ბევრ საიდუმლოს გამოამჟღავნებს, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ემოციური სავსემთვარეობა თევზებში ბევრ საიდუმლოს გამოამჟღავნებს, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

10 სექტემბერს, 13:59-ზე სავსემთვარეობას ველოდებით თევზების ზოდიაქოში, მე-18 გრადუსში. სავსემთვარეობა მოგვიტანს შედეგს ადრე დაწყებული საქმეებისგან, შეიძლება დასრულდეს ზოგიერთი პროცესი. გამოავლინდეს სიმართლე, ის, რაც აქამდე დაფარული იყო. საუკეთესო დღეა შედეგების მისაღებად. მიხვდებით, რას აკეთებდით არასწორად, რაშია პრობლემა, რატომ ვერ აღწევდით მიზანს და მოგეცემათ შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა. გაიხსენეთ, რა საქმეები დაიწყეთ 2022 წლის მარტის დასაწყიში, ამ დროს გვქონდა თევზებში ახალმთვარეობა და შეიძლება ახლა მიიღოთ შედეგი მაშინ დაწყებულ საქმეებზე ან ახლა მოგიწიოთ მათი გადაკეთება.

სავსემთვარეობაზე მზე ქალწულის ნიშანში იქნება, მთვარე - თევზებში, ემოციურობა მომატებულია და ეცადეთ, ამ დღეს არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ, ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს. დააკვირდით გარშემო მყოფებს, სავსემთვარეობაზე ყველა დაძაბული და გაღიზიანებულია, საღამოსკენ კი დაძაბულობა ნელ-ნელა იკლებს. აკონტროლეთ ემოციურობა, წნევა, სიფრთხილე გმართებთ საჭესთან.

სავსემთვარეობაზე მზე რაციონალურ, პრაქტიკულ, ანალიტიკურ ქალწულშია და მთვარე - ემოციურ, მეოცნებე, ფსიქოლოგიურ თევზებში. სასურველია ქალწულის ლოგიკურობა და თევზების ინტუიცია დააკავშიროთ ერთმანეთთან. როგორც უკვე გითხარით, მთვარე თევზეშია და მის გვერდითაა თევზების მმართველი პლანეტა ნეპტუნი. მომდევნო დღეებში, ახალმთვარეობამდე (ახალმთვარეობა სასწორის მე-3 გრადუსში, 29 სექტემბერს გველოდება) მომატებული იქნება ინტუიციურობა, გარშემო მყოფებს მოუნდებათ ერთმანეთზე მეტი ზრუნვა. გახშირდება ქველმოქმედება, სხვების დახმარების სურვილი. ეს საუკეთესო დროა სულიერი იარების მოსაშუშებლად. დაუთმეთ მეტი დრო ლოცვას, მედიტაციას, ბუნებაში ყოფნას, არტთერაპიას. ნეპტუნი მართავს სითხეებს, მედიკამენტებს ამიტომ ნუ მიიღებთ ალკოჰოლს, მათრობელა საშუალებებს; ფრთხილად, საყოფაცხოვრებო ქიმიასთან, მედიკამენტებთან. ამასთან, ნეპტუნმა იცის ბუნდოვანება და ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, გახშირდება ტყუილები, აფერისტობები. ამის თქმის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ სავსემთვარეობის დღეს კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული ხდება და ადამიანებში დაბნეულობა იმატებს, არ გააფორმოთ ხელშეკრულებები, ფრთხილად ვაჭრობის და გადაადგილების დროს, არავის მოატყუებინოთ თავი. რეტროგრადული მერკური მოგვიწოდებს გადავხედოთ საქმეებს, ურთიერთობებს, გადავაკეთოთ, გამოვასწოროთ.

სავსემთვარეობაზე მზესთან და მთვარესთან მარსიც ქმნის კონფლიქტურ ასპექტს, მოერიდეთ აგრესიულობას, აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. ნუ გადაზრდით მცირე უსიამოვნებას ხელჩართულ კონფლიქტში. გაფრთხილდით, თუ მჭრელ და ბასრ საგნებთან გიწევთ შეხება, ფრთხილად ცეცხლთან და ცეცხლსასროლ იარაღებთან. მიმართეთ ენერგია სასარგებლო საქმეების კეთებაზე, შემოქმედებითი იდეების განხორციელებაზე.

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა, თევზებსა და ქალწულზე და განსაკუთრებით მათზე, ვისაც 15-21 გრადუსში გყავთ პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები. ახლა კი გაეცანით სავსემთვარეობის პროგნოზს თქვენი მზის, ასცენდენტისა და მთვარის ნიშნების მიხედვით:

ვერძი

რაღაც უნდა დასრულდეს, - საქმე, პროექტი. თუ ავად იყავით, გამოჯანმრთელდებით, გათავისუფლდებით მავნე ჩვევების, რთული ურთიერთობისგან. გამომჟღავნება სიმართლე, საიდუმლო, რასაც ან თქვენ მალავდით, ან თქვენ გიმალავდნენ. თუ გსურდათ უცხოეთში გამგზავრება, მიიღებთ შედეგს. დასრულდება ის შეზღუდვა, რაც წინსვლაში, განვითარებაში გიშლიდათ ხელს. კარგი იქნება ქველმოქმედება. შეიძლება გადაწყვიტოთ განმარტოება, დასვენება.

კურო

ეს სავსემთვარეობა სურვილების ასრულდებაში დაგეხმარებათ. თანამოაზრეების ან მეგობრებისგან მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. შეიძლება დასრულდეს პროექტი, რომელზეც ერთად მუშაობდით. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბავს თანამოაზრეებთან, გერებთან, თუ ასეთები გყავთ. ზოგიერთმა შეიძლება მიატოვოთ ჯგუფი, რომელშიც ადრე გაწევრიანებული იყავით, დაასრულებთ ინტერნეტპროექტზე მუშაობას ან შეიძლება ზოგიერთ მეგობართან გაწყვიტოთ კავშირი.

ტყუპი

მიიღებთ შედეგს ადრე დაწყებული საქმეებისგან, ჯილდოს. დაასრულებთ პროექტზე მუშაობას. თუ ისწრაფვოდით დაწინაურდებით, ზოგიერთმა შეიძლება მიატოვოთ სამსახური, საქმიანობა ან სულაც გადაწყვიტოთ პენსიაზე გასვლა. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი გარშემო მყოფებში. შეიძლება სტატუსი შეგეცვალოთ დაქორწინებით. მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას ხელმძღვანელობასთან.

კირჩხიბი

თუ საზღვარგარეთ გსურდათ გამგზავრება მოგზაურობის ან სწავლის გამო მიიღებთ სასურველ შედეგს. შეხვდებით უცხოელებს ან შეიძლება მათგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. თუ მწერალი ხართ და წიგნს ამზადებით გამოსაქვეყნებლად, დაბეჭდავთ. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული საკითხები. შეიძლება გაიგოთ, რომ შვილიშვილი გეყოლებათ. აკონტროლეთ ემოციები, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.

ლომი

მოაგვარებთ ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს. შეიძლება მიიღოთ დახმარება, დივიდენდი, მემკვიდრეობა ან ფულადი ჯილდო. გადაიხადეთ გადასახადები, ჯარიმა. ზოგიერთი დაასრულებთ კრედიტის გადახდას და ზოგი ვალს აიღებთ. ამ შემთხვევაში მაქსიმალური ყურადღება გამოავლინეთ, რომ არ მოტყუვდეთ. მოგინდებათ ფსიქოლოგიაში, ეზოტერიკაში გარკვევა.

ქალწული

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, კონკურენტებთან. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ დაქორწიება და ზოგმა დაწყვიტოთ კავშირი. რეტროგრადული მერკურის გამო ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას არ გირჩევთ, აი, არსებულის პირობები კი უნდა შეასრულოთ, გადააკეთოთ ან გამოასწოროთ. კარგი დრო გელით მომსახურების სფეროში მომუშავეებს.

სასწორი

სავსემთვარეობა გამოააშკარავებს ორ თემას - სამსახური და ჯანმრთელობა. დაასრულებთ დაწყებულ საქმეებს. მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. შეიძლება შეგეცვალოთ კოლექტივი, კოლეგამ დატოვოს სამსახური. თუ რემონტი გქონდათ, დაასრულებთ. მიიღებთ სამედიცინო ანალიზებს და დაიწყებთ მკურნალობას ან თუ ავად იყავით გამოჯანმრთელდებით. საუკეთესო დროა მავნე ჩვევებისაგან გასათავისუფლებლად. კარგი იქნება, თუ დაარეგულირებთ კვების, ვარჯიშის, დასვენებისა და ძილის რეჟიმს.

მორიელი

შემოქმედ ნიშნებს წარმატება გელოდება თქვენს სფეროში. შვილები სასიხარულო ამბით გაგახარებენ ან შეიძლება თავად გაიგოთ, რომ მშობელი გახდებით. შეყვარებული ნიშნები გადაწყვეტთ საყვარელ ადამიანთან დალაპარაკებას და სამომავლო გეგმის შედგენას - ეს შეიძლება იყოს ან დაქორწინება, თანაცხოვრება, ან კავშირის სამუდამოდ გაწყვეტა. სავსემთვარეობის შემდეგ გახშირდება მიპატიჟება კულტურულ ღონისძიებაზე, წვეულებაზე და უარი არ თქვათ. თუ შვებულებაში იყავით, ახლა ვალდებულებებს უნდა დაუბრუნდეთ.

მშვილდოსანი

უნდა მოაგვაროთ საოჯახო ვალდებულებები, შეიძლება დასრულოთ რემონტი, მშენებლობა, ბინის კეთილმოწყობა. ზოგიერთმა კი შეიძლება გადაწყვიტოთ უძრავი ქონების შეძენა. გადაწყვეტთ მისამართის შეცვლას ან შეიძლება მოზრდილმა შვილებმა გადაწყვიტონ მშობლიური სახლის მიტოვება და დამოუკიდებლად ცხოვრება.

თხის რქა

სავსემთვარეობის შემდეგ გადაწყვეტთ სად გსურთ სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება (მაგრამ სანამ მერკური რეტროგრადული სვლიდან არ გამოვა, სწავლას ნუ დაიწყებთ) ან შეიძლება მიიღოთ დიპლომი, სერტიფიკატი. თუ საბუთების გაფორმების იყავით დაკავებული, თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. ახალ ამბებს მიიღებთ და-ძმებისგან, მეზობლებისგან. დაასრულებთ ავტომობილის გარემონტებას ან გადაწყვეტთ მის გაყიდვას. გახშირდება მივლინება, მიმოსვლა ახლო მანძილზე.

მერწყული

თქვენს სასიკეთოდ მოგვარდება ფინანსური საკითხები. მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული საქმისგან ან დაიბრუნებთ ვალს. ზოგიერთმა შეიძლება ფულის დაბანდებით იხეიროთ. გადაწყვეტთ, თქვენი ცოდნის მონეტიზირებას (თუნდაც ბავშვების მომზადებას). ან შემოსავლის დამატებითი წყაროს მოძიებით დაკავდებით. გირჩევთ, არავისთან იკამათოთ ფულის გამო.

თევზები

სავსემთვარეობა თქვენს ნიშანშია. მოგეცემათ ახალი საშუალებები, რომ მეტად გააქტიურდეთ, სოციუმში თქვენი ადგილი დაიმკვიდროთ. მიზნების განხორციელების, გამარჯვებისთვის მოემზადეთ. მოგინდებათ სტილის, იმიჯის შეცვლა; შეიძლება მიუბრუნდეთ ძველს. თუ ვარჯიშობდით ან დიეტაზე იყავით, ახალ მიიღებთ შედეგს, რასაც გარშემო მყოფებიც შეამჩნევენ. მოგინდებათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, იმუნიტეტის ამაღლება. შეიძლება შეგეცვალოთ დამოკიდებულება ზოგიერთი ადამიანის მიმართ; დაშორდეთ მათ, ვინც გაფერხებთ, ხელს გიშლით წინსვლაში. ემოციებზე აყოლილი ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს და ნურც გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ენდობით.