ეს ურთიერთობას უფრო ძლიერს და სასიამოვნოს გახდის ანუ ვის გაუმართლებს სიყვარულში 3-9 თებერვალს?

ეს ურთიერთობას უფრო ძლიერს და სასიამოვნოს გახდის ანუ ვის გაუმართლებს სიყვარულში 3-9 თებერვალს?

კურო

თუ გსურთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მიმდინარე დონეზე შეინარჩუნოთ, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ახალ, უფრო მაღალ დონეზე გადაყვანაზე - უნდა შეწყვიტოთ მასზე ზეწოლა. სამწუხაროდ, იმის გააზრება, რომ სხვებსაც აქვთ საკუთარი თვალსაზრისის უფლება, კუროებს გაუჭირდებათ, მაგრამ ეს აუცილებელია, თუ, რა თქმა უნდა, მათ არ გსურთ თქვენი წყვილის დაშლა.

სასწორი

თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პირად ურთიერთობებში იმის გაგება, თუ რა გსურთ რეალურად. ამის გარკვევა დაგეხმარებათ, აირჩიოთ ორი ვარიანტიდან ერთი. სავარაუდოდ, ეს ეხება ორი ადამიანიდან ერთ-ერთის არჩევას მისი ყურადღებისა და გრძნობების გათვალისწინებით. როგორც კი არჩევანს გააკეთებთ, მიხვდებით, რამდენად ადვილი და სასიამოვნოა ცხოვრება იმ ეჭვების გარეშე, რასაც მუდმივად განიცდით საკუთარ თავში.

თხის რქა

თქვენ მიჩვეულები ხართ ყველა გრძნობისა და ემოციის კონტროლს, ცხოვრების რომელ სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს საქმე, განსაკუთრებით კი პირად ცხოვრებას. შედეგად ართმევთ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანს იმ ემოციების განცდას, რაც კომუნიკაციას მაქსიმალურად სასიამოვნოს ხდის. ამიტომაც ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გათავისუფლდეთ მუდმივი კონტროლისგან და დაისვენოთ - ეს ურთიერთობას უფრო ძლიერს და სასიამოვნოს გახდის.