ავტორი:

"ეშმაკისეული საცდურები", მრავალრიცხოვანი სასიყვარულო რომანები და დიდი ფულის დაგროვება - მომდევნო 9 თვის ზოგადი პროგნოზი და გაფრთხილება ასტროლოგებისგან

"ეშმაკისეული საცდურები", მრავალრიცხოვანი სასიყვარულო რომანები და დიდი ფულის დაგროვება - მომდევნო 9 თვის ზოგადი პროგნოზი და გაფრთხილება ასტროლოგებისგან

2020 წლის 21 ოქტომბერს ლილიტმა დატოვა ვერძის ზოდიაქოს ნიშანი და კუროში გადაინაცვლა. ლილიტი დაახლოებით 9 თვეს ატარებს ერთ ნიშანში და მომავალი წლის 18 ივლისს ის ტყუპში გადაინაცვლებს, მაგრამ მანამდე გველოდება 9 თვე და თითოეული მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება დატვირთული. აუცილებელი არაა, მთელი 9 თვე გქონდეთ დატვირთული ნეგატიური, მაცდუნებელი მოვლენებით; ეს შეიძლება იყოს ერთი და დასამახსოვრებელი, ან საერთოდ არაფერი არ მოხდეს. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ნატალურ რუკაზე, ლილიტის მდებარეობაზე კონკრეტულ ნიშანსა და სახლში და მის ასპექტეზე. მაგრამ ზოგადად, ლილიტი ყველაზე იმოქმედებს - განსაკუთრებით მისი სფეროები იქნება სიყვარული, ფული და მომხვეჭელობა - და მთვარია, ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ გააზრებულად, რომ არ დავზარალდეთ.

ლილიტი ეს არის ფიქტიური წერტილი, ეს არ არის პლანეტა, მაგრამ მას უსაზღვროდ დიდი გავლენა აქვს თითოეულ ადამიანზე. ლილიტი მთვარის უკიდურესი წერტილია. მთვარე კი არის ჩვენი ემოციები, ჩვენი ქვეცნობიერი. ხოლო ლილიტი არის ჩვენი ნეგატიური ემოციები, ჩვენი ცდუნება, ჩვენი ინსტინქტები, თუ გნებავთ, ყველაფერი ეშმაკისეული, ჩვენი ნეგატიური ქვეცნობიერი, რომელიც პერიოდულად ცდილობს თავის გამოვლენას. აგრეთვე, ჩვენი შიშები, მანიპულაცია, მისწრაფება. არ შეიძლება არ დავასახელოთ ლილიტის პოზიტიური თვისებებიც, ესენია: ტალანტი, საბედისწერო შემთხვევები, მნიშვნელოვანი ცვლილებები, ახალ საფეხურზე გადასვლა.

ადამიანი ყველაზე მეტად გრძნობს ლილიტის გავლენას 9-წლიან პერიოდში 9, 18, 27 და ა.შ. წლებში. გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ წლებში თქვენს ცხოვრებაში. სხვათა შორის, თუ ახლა 9-წლიანი პერიოდი გაქვთ, მეტი დაკვირვება მოგეთხოვებათ (განსაკუთრებით 45 და 54 წლის). ამ პერიოდში შეიძლება თავიდან გაიცნოთ თქვენი თავი, შიშები, მისწრაფებები და ცდუნებები. ეცადეთ, არ გაიჩინოთ მავნე თვისებები, რადგან მათი შეთვისება 9-წლიან პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია. ადამიანი, ვისაც ლილიტი კუროში ჰყავს, მომართულია ან მრავალრიცხოვან სასიყვარულო რომანებზე, ან სიყვარულით სახელის მოხვეჭაზე. და, რა თქმა უნდა, ფულის, ქონების, სიმდიდრის დაგროვებაზე. კუროში ლილიტის გამოვლენის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ბერძენი მილიარდერი არისტოტელე ონასისი, რომელიც სტატუსისთვის ამერიკის პრეზიდენტის, ჯონ კენედის ქვრივზე - ჟაკლინზე დაქორწინდა. მანამდე კი მრავალწლიანი რომანი ჰქონდა მსოფლიოში ცნობილ ოპერის მომღერალ მარია კალასთან.

ლილიტი 9 თვე იქნება კუროს ზოდიაქოში. კუროს დევიზია: "მე ვფლობ!". ეს შეიძლება იყოს ხალხიც, ნივთებიც, იმუნიტეტიც და მატერიალური ქონებაც (უფრო ხშირად მოძრავი). კუროს მართავს სიყვარლისა და ფულის პლანეტა ვენერა . კუროს ნეგატიური გამოვლენაა სიძუნწე. ზოგჯერ შეიძლება სხვაზე კი არა, საკუთარი თვისთვის ვერ გაიმეტოს თანხა.

ამ ცხრათვიან პერიოდში ზოგიერთს შეიძლება განუვითარდეს ტოტალური სიძუნწე, სიზარმაცე. მოუნდეს გადამეტებულ კომფორტში ცხოვრება. ზოგი კი გადაწყვეტს ფული უთავბოლოდ ფლანგოს საკუთარ სიამოვნებაზე - ჭამა, სიყვარული, ფუფუნების საგნები

ანუ მთვარი თემა იქნება ფული და თქვენ უნდა ისწავლოთ მისი სწორად ხარჯვა და გადანაწილება. ფრაზა - "ფული კარგი მსახურია, მაგრამ ცუდი ბატონი" - განსაკუთრებით აქტუალური იქნება ამ პერიოდში. კუროს უყვარს ჭამა. ამ 9 თვის პერიოდში შეიძლება ბევრმა ადამიანმა მოიმატოს წონაში, ან ანორექსიამდე მიიყვანოს საკუთარი თავი. დაიცავით ზომიერება. ნუ დაისუსტებთ იმუნიტეტს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ლილიტი ამორალურობასაც განსაზღვრავს და კუროში ყოფნის დროს მომატებული იქნება სექსუალურობა, ლილიტი ამძაფრებს და უარყოფითად წარმოაჩენს კუროს ყველა თვისებას: მესაკუთრეობა იქნება განსაკუთრებით თვალში საცემი, კონტროლი - ტოტალური, ეჭვიანობა კი - ცხოვრების მომწამვლელი, ჭამა - გაუმაძღრობამდე და ა.შ.

კუროში ახლა მდებარეობს ურანიც (ახლა რეტროგრადულ ფაზაშია და მხოლოდ 2021 წლის იანვარში გასწორებს სვლას) - მოულოდნელობების პლანეტა. სავსებით შესაძლებელია, რომ მოულოდნელი ცვლილებები განხორციელდეს საბანკო და საფინანსო სისტემებში, იქ, სადაც ყველაზე მეტი ფული ტრიალებს; შეიცვალოს საგადასახადო სტრუქტურა. შეიძლება მივიღოთ გადახდის ახალი სისტემა ან სულაც ახალი ვალუტა. ოქრო გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი, მოიმატოს მისმა ღირებულებამ. რადგან კუროს მიწის ნიშანია, ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოიმატებს მიწის გადასახადიც, შეიცვლება საზღვრები, სხვა ფასი დაედება წიაღისეულს. გაფრთხილდით, როცა ფინანსურ ქმედებას, ონლაინ აწარმოებთ. გამორიცხული არაა, რომ გამოჩნდნენ აფერისტები, რომლებიც მატერიალურად დაგაზარალებენ . გაგიჩნდებათ შემოსავლის გაზრდის სურვილი და ეცადეთ, არაკეთილსინდისიერ გზაზე არ დადგეთ. არავინ მოატყუოთ მატერიალური სარგებლისთვის.

ვის ელის ფინანსური წარმატება, ვინ გახდება თაღლითების მსხვერპლი და ვისი საიდუმლოებები შეიძლება გამჟღავნდეს - რას უმზადებს ლილიტი მომდევნო 9 თვე ზოდიაქოს ნიშნებს

"გამოიყენეთ დრო 3 ნოემბრამდე" - რა გვეკრძალება ამ პერიოდში და რა რეკომენდაციებს გვაძლევს ასტროლოგი?

16 ოქტომბერს ახალმთვარეობაა: "ეს პატარა ახალი წელია და როგორც მას შეხვდებით ასე გაატარებთ მთელ თვეს" - რჩევები ასტროლოგისგან