ავტორი:

გადაადგილების შეზღუდვა, საგანგებო რჟიმის გამოცხადება, ხელისუფლებასთან დაპირისპირება, აგრესია - რას წერს ასტროლოგი უახლოეს პერიოდზე

გადაადგილების შეზღუდვა, საგანგებო რჟიმის გამოცხადება, ხელისუფლებასთან დაპირისპირება, აგრესია - რას წერს ასტროლოგი უახლოეს პერიოდზე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოეს პერიოდთან დაკავშირებით, ასტროლოგიურ მიმოხილვას გვთავაზობს:

10 სექტემბერს უკუსვლითი გახდა და 14 ნოემბრამდე რეტროგრადულ ფაზაში იქნება პლანეტა მარსი, რომელიც აქტიურობას, ლიდერობის სურვილს, გამბედაობასა და სიმამაცეს გამოხატავს. მრავალსაუკუნოვანი სტატისტიკა მოწმობს, რომ უკუფაზები პლანეტების ძირითადი თვისებების გამოვლენას უშლის ხელს, ქმედებები ძირითადად შებრუნებულია ადამიანის შიგნით და მის შიდა ბუნებაზე ახდენს ზეგავლენას. ეს უკეთეს შემთხვევაში, უარესი ვარიანტით კი, იძენს ძალიან რთულ ხასიათს, და ამოყრის იმ ნეგატივს, რაც ამ კონკრეტულ პლანეტას ახასიათებს.

მარსის შემთხვევაში მივიღებთ ან მოტივაციის კლებას, პასიურობას, ინერტულობას გარშემო მიმდინარე პროცესების მიმართ, ან აგრესიულობისა და კონფლიქტურობის ზრდას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ვერძის ნიშანი, სადაც ახლა მარსი მოძრაობს, საკმაოდ აგრესიულია, სავარაუდოდ უფრო მეორე სცენარია მოსალოდნელი. თუმცა კონკრეტული ადამიანების შემთხვევაში, ვისაც პირად რუკებში მარსი ნაკლებად აგრესიულ ნიშანში ჰყავს, პასიურობა და უენერგიობა უფრო შეიძლება რომ გამოვლინდეს. სამწუხაროდ, ამ რეტროგრადულობის პერიოდში მარსი სატურნთან ჰქმნის კონფლიქტურ ასპექტს (90*), სატურნი კი კანონს, სტრუქტურას, წესრიგს მართავს, სატურნია აგრეთვე ხელისუფლებაც. შეგახსენებთ რომ ეს პლანეტაც უკუსვლითია ახლა.

რა შეიძლება მოიტანოს აგრესიისა და კანონის წინააღმდეგობაში მოსვლამ?

სხვადასხვა ქვეყნებში შესაძლოა ეს იყოს შეიარაღებული კონფლიქტები, გამოსვლები, ხელისუფლებასთან დაპირისპირება, ასევე შესაძლოა იყოს რეპრესიებიც. თუმცა არა ყველგან, ამას ქვეყნების ასტროლოგიური რუკები განსაზღვრავენ. მოტივაციის ამაღლება და ნგრევის ნაცვლად კონსტრუქციული იდეებით შეიარაღება ერთ-ერთი გამოსავალია, თუმცა სატურნის რეტროგრადულობა ამას შესაძლოა დიდად ხელს ვერც უწყობდეს, რეტრო სატურნი ბევრად უფრო არამობილიზირებული და დაბალკონცენტრაციულია, ვიდრე წინსვლით მოძრავი, ის უფრო ურანისეულ ხასიათს იძენს და მარსთან ერთად რევოლუციებისა და გადატრიალებების მოტანაც კი შეუძლია. ჰარმონიული ასპექტაცია ამ ორ პლანეტას შორის რევოლუციების გამარჯვების მაღალ ალბათობაზე შეიძლება მიანიშნებდეს, თუმცა როგორც იცით, ახლა ეს ასპექტი ნეგატიურია.

გარდა ქაოსისა და რევოლუციური გამოსვლებისა, სატურნის მარსთან კონფლიქტს შეუძლია დამატებითი შეზღუდვების დაწესებას შეუწყოს ხელი, იგივე, ვთქვათ - მოძრაობის, გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს, საგანგებო რჟიმების გამოცხადებით... მარსის რეტროგრადული მოძრაობა მთავრდება 2020 წლის 14 ნოემბერს . მასსა და სატურნს შორის კვადრატურა ოქტომბერში დასრულდება, მაგრამ ის, რაც ახლა ჩაისახება, განვითარებას ჰპოვებს მომდევნო წლის იანვარში, როდესაც ეს ორი პლანეტა უკვე დირექტულ ფაზაში მყოფები გაიმეორებენ ამ ასპექტს. ასე რომ ჯერჯერობით, ალბათ, მხოლოდ პროცესების დასაწყისი გვექნება. მოვლენების კულიმინაცია გაისად უწევს.

ეს ზოგადი ფონი... ინდივიუალურ დონეზე კი მინდა ვთქვა, რომ თუ თქვენი მარსი რუკაში რეტროგრადული არ არის (ლათინური R არ უწერია გვერდით) ნუ გარისკავთ მაინცდამაინც მისი უკუსვლითი მდგომარეობის დროს ახალი საქმეების წამოწყებას, მათ შორის ბიზნესის თემებში, ქორწინების საკითხებში. არასასურველია ორგანიზმის ჭარბი ფიზიკური აქტივობებით გადატვირთვა. ახლა ამის დრო არ არის, ეცადეთ არსებული ენერგიის შენარჩუნებაზე იზრუნოთ. გამონაკლისი ეხებათ რეტრო მარსიანელებს და აგრეთვე მათ, ვინც ადრე დაწყებულ საქმეებს უნდა მოიუბრუნდეთ ეხლა. ნუ გარისკავთ, ნუ ჩაებმებით კონფლიქტებში, ნუ ეცდებით ადრენალინის აწევას, მძღოლებს განსაკუთრებულად გთხოვთ საჭესთან იფრთხილოთ. გახსოვდეთ, სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერი გაბარიათ. ვინც თვალს მადევნებთ, გახსოვთ ალბათ, საახალწლოდ გაგაფრთხილეთ-წელიწადი მთლიანად სტრესული და პასუხისმგებლობებით სავსე რომ იქნებოდა. ბევრს არ გაეხარდა და ჩემი მისამართით ცუდი რაღაცეებიც თქვეს, მაგრამ ტყულს ვერ გეტყოდით და ბედნიერ დღეებს ვერ დაგპირდებოდით, როცა ცაზე ასეთი საავდრო ღრუბლები იკრიბებოდნენ. ახლაც, ჩემი ვალია გაგაფრთხილოთ. რომ მომზადებულები დახვდეთ სიტუაციას. თუმცა ამ ნეგატივსაც კი შეიძლება სასიკეთო გამოყენება მოეძებნოს, და მარსის უკუსვლამ საკუთარ თავებში ჩაგვახედოს, შინაგან ბრძოლებთან გამკლავება გვასწავლოს, და თუ გნებავთ, გარკვეული იმუნიტეტიც კი გამოგვიმუშაოს სირთულეების გადალახვის საქმეში. მთავარია, ადამიანებმა ადამიანური სახე არ დავკარგოთ. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია.

ამასთან, 9 სექტემბერს პლანეტა იუპიტერი თავისი მოძრაობის სტაციონარულობის ფაზაში შევიდა, რომელიც 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ ბედნიერების პლანეტად წოდებული იუპიტერი დირექტულ სვლაზე გადავა. ეს პლანეტა სოციალურ თვითდამკვიდრებაში გვიწყობს ხელს და ამიტომ მართლა ძალზე მნიშვნელოვანია მისი რიტმებისათვის ფეხის აწყობა.

ახლა აქტიურობის საჭიროება ნულზეა დასული, მითუმეტეს რომ მარსიც უკუსვლით გახდა, ამის ნაცვლად მომდევნო 1 კვირიანი პერიოდი საუკეთესო დროა იმისათვის, რომ ჩვენც გავჩერდეთ და გარშემო მიმოვიხედოთ. ბოლო დროის აჩქარებული რიტმები ყოველთვის როდი იძლევა ამის საშუალებას. არადა, ძალიან საჭიროა გავერკვეთ, რა გზით, რა მიმართულებებით უნდა გავაგრძელოთ სვლა. ახლა კი გამორიცხეთ პროტექციისათვის ან დახმარებისათვის გავლენიანი პირებისთვის რაიმეს თხოვნა, სწავლის დაწყება, შორი მოგზაურობები ქვეყნის შიგნით (უცხოეთი ისედაც გამორიცხულია), სასამართლოში სარჩელის შეტანა, გამომცემლობასთან და რეკლამასთან დაკავშირებული საქმეების წამოწყება. მოითმინეთ 16 მდე.

განსაკუთრებული დაფიქრება მართებთ მშვილდოსნებს, თხის რქებს, და ასევე იმათ, ვისაც თხის რქის მე-17 გრადუსზე რაიმე მნიშვნელოვანი ჰყავთ".

"ბევრი ფარული ამბის გამჟღავნებას უნდა ველოდოთ" - რას წერს ასტროლოგი ოქტომბრის ბოლომდე მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევას აძლევს ზოდიაქოს ნიშნებს

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - რა მოუმზადეს ზოდიაქოს ნიშნებს ვარსკვლავებმა?

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ ოქტომბერში და ვის რა რჩევას აძლევენ ასტროლოგები - მთვარის მომდევნო თვის პროგნოზი