ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. წარმატებული თვე გელით. კმაყოფილი იქნებით წარმატებულად დასრულებული დეკემბრისთვის. იანვარში გელით დასახული მიზნების განხორციელება. მეტი დრო დაუთმეთ ახალ, უცნობ პროექტებს. დრო ისე გადაანაწილეთ, რომ ყველაფერზე გეყოთ. ამასთან, არ მიატოვოთ უყურადღებოდ ოჯახის წევრები. გააუმჯობესეთ არსებული საქმიანი კავშირები. დაიმეგობრეთ ახალგაცნობილები. შანსი გაქვთ, რომ გაიმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, კარიერაში მიაღწიოთ წარმატებას. ფული შეიძლება შემოქმედებითი იდეების განხორციელებამაც მოგიტანოთ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები და ფული
საკუთარ თავზე მოგიწევთ მუშაობა, საკუთარი თავის სრულყოფილებაზე. თვითშეფასება უნდა აიმაღლოთ - პროფესიულიც და ფიზიკურიც. ჰობი იქნება საინტერესოც და შემოსავლიანიც. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. იყავით აქტიური, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან. მიეჩვიეთ იმ აზრს, რომ ბუნებაში იდეალური ადამიანები არ არსებობენ. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას აზარტულ თამაშებზე.
სიყვარული და რომანტიკა
თვის დასაწყისი დაწყვილებულებმა საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ. მოიმატებს სასიყვარულ ავანტიურა. მარტოხელების ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს საინტერესო ადამიანი. თავბრუდამხვევი რომანი კი შეიძლება სერიოზულ, ხანგრძლივ კავშირში გადაიზარდოს.
ჯანმრთელობა
მიაქციეთ ყურადღება ფიზიკურ ჯანმრთელობას. კარგია ვარჯიში, სუფთა ჰაერზე ფეხით სეირნობა. დაისვენეთ ხოლმე, არ გადაიღალოთ ემოციურად.
2 იანვრის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ ჰობის, საოჯახო საკითხების მოგვარებას. ხშირად ესტუმრეთ და უმასპინძლეთ ნათესავებს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და თავგადასავალი გელით.
17 იანვრის შემდეგ მოიმატებს შეხვედრები. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული პროექტების დასრულებას. შეიძლება დაასრულოთ რომანტიკული ურთიერთობა, რომელიც სიამოვნებას აღარ განიჭებთ. 2022 წელს საინტერესო ნაცნობობა გელით.
იანვრის პოზიტიური დღეები: 2, 4, 7, 10 და 15
იანვრის ნეგატიური დღეები: 18, 21, 25