იანვარი თავს დაგამახსოვრებთ შეხვედრებით, მიმოსვლებით. გაიცნობთ გავლენიან ადამიანებს და ეცადეთ, დაუმეგობრდეთ მათ. ყურადღებით მოისმინეთ გარშემო მყოფების - კოლეგების, საყვარელი ადამიანის, ნათესავების - აზრი. ეცადეთ, მათთან შეთანხმებულად იმოქმედოთ ან ინსტრუქციებს დაეყრდნოთ. სასურველია, კონკრეტულ მიზანზე იყოთ კონცენტრირებული. იყავით თავდაჯერებული და ყველა მიზანს მიაღწევთ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები და ფული
მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. გაფრთხილდით, რომ თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს. ამით გაუგებრობებსაც აიცილებთ და კულუარულ ომებსაც. არ გაამწვავოთ რთული საკითხები. დაკვირვებული იყავით დოკუმენტების გაფორმებისას. განსაკუთრებით, თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან გაქვთ შეხება; დიდხნიანია ხელშეკრულება უნდა გააფორმოთ, მსხვილ კომპანიასთან. ფრთხილად და დაკვირვებულად იყავით იურიდიული საკითხების განხილვისას. თუ მსხვილი საყიდლებისგან თავს შეიკავებთ, ფინანსურ სტაბილურობას შეინარჩუნებთ. ფულის დაბანდება დაკვირვებას მოითხოვს. რჩევა მცოდნე ხალხს ჰკითხეთ. თვის მეორე ნახევარში ემოციებისა და ზედმეტი მგრძნობიარობის გამო ნუ გაირთულებთ ცხოვრებას.
სიყვარული და რომანტიკა
მარტოხელები თუ მოინდომებთ, საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. იანვარი საუკეთესო თვეა რომანტიკული ცვლილებებისთვის. აი, დაქორწინებულებმა კი შეიძლება გაწყვიტოთ არსებული კავშირი. თუ ურთიერთობაში რაღაც არ გაკმაყოფილებთ - ტოტალური კონტროლი, ეჭვიანობა - პარტნიორთან ერთად უნდა განიხილოთ; ზოგ შემთხვევაში ფსიქოლოგის დახმარებითაც. ყოველთვის სხვა ვერ იქნება დამნაშავე. გადახედეთ საკუთარ ქმედებას, რომ გამოასწოროთ შეცდომები. ვნებიანი რომანის დაწყება გელით თვის ბოლოსკენ.
ჯანმრთელობა
თავად უნდა მოინდომოთ, რომ გაუამკლავდეთ მოწყენილობას, ცუდ განწყობას. მიმართეთ თვითანალიზს, ის ბევრ რამეში დაგეხმარებათ. უმჯობესია, გაუშვათ სიტუაცია, დაივიწყოთ წყენა. შეიცვალეთ ცხოვრების წესი: ჩაეწერეთ ფიტნესცენტრში, გადახედეთ კვების რაციონს, გადადგით პირველი ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
2 იანვრის შემდეგ იზრუნეთ პირადი და სამსახურებრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ სანაცნობო წრის შეცვლა.
17 იანვრის შემდეგ მეტად მზრუნველი უნდა იყოთ ახლობლების მიმართ. იყავით პატივისცემით განსჭვალული მათ მიმართ. სამსახურში უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი და ეცადეთ, არაფერი გამოგრჩეთ.
იანვრის პოზიტიური დღეები: 5, 9, 14, 15 და 20.
იანვრის ნეგატიური დღეები: 25, 27 და 30.