ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის: “იზრუნეთ პირადი პროექტებისა და იდეების განხორციელებაზე“

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის: “იზრუნეთ პირადი პროექტებისა და იდეების განხორციელებაზე“

უნდა გააუმჯობესოთ სხვებთან ურთიერთობა. ეს შეიძლება იყოს პარტნიორი პირად ცხოვრებაშიც და ბიზნესშიც. ასევე ნებისმიერ ადამიანთან, ვისთანაც ურთიერთობთ. სამსახურში პირველ დეკადაში კოლეგებთან ერთად შეასრულეთ საქმეები, ერთად უკეთეს შედეგებს მიაღწევთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისთან. რეტრო მერკურს გამო გაგიჭირდებათ ახალი საქმეების დაწყება და უმჯობესია, დრო და ენერგია უკვე დაწყებულების დასრულებას, მოგვარებას დაუთმოთ. მაგრამ ზოგიერთმა სიურპრიზმა შეიძლება შეცვალოს თქვენი თანამშრომლობა კოლეგასთან, კამპანიასთან. მესამე დეკადაში თვალი ადევნეთ თქვენს კოლეგებს, ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა ორმაგი თამაში ითამაშოს. 20 იანვრიდან შეგიძლიათ განახლებული ენერგიით დაიწყოთ ახალი პროექტები.

ბიზნესი, სამსახური

მერკური რეტროგრადული დარჩება 18 იანვრამდე. მოგვარეთ საქმეები, ურთიერთობები. იყავით უფრო ყურადღებიანი იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც მჭიდრო ურთიერთობა გაქვთ. დაკვირვება გმართებთ საბუთების, ინვოისების და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერის პროცესში. აუცილებელია ახალ პარტნიორებთან გარიგებების გაფორმება, დეტალებისადმი ფრთხილად ყოფნა. თუ რამეში ეჭვი შეგეპარებათ, დაუკავშირდით ადვოკატს. გადაამოწმეთ სხვების შერულებული საქმე, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენც შეიძლება შეცდეთ. მთავარია, კონფლიქტამდე არ მივიდეს საქმე, მით უმეტეს, თუ ნამდვილად გჭირდებათ პარტნიორების მხარდაჭერა.

ფინანსური ჰოროსკოპი

პირველ დეკადაში შესაძლებელია გარკვეული დაძაბულობა პარტნიორთანნ ფულის გამო. მეტი ყურადღება მიაქციეთ ხარჯს. მეორე დეკადაში შეიძლება მიიღოთ ფული იმ წყაროდან, რომელიც უკვე დავიწყებული გქონდათ. შეიძლება თქვენს საყვარელ ადამიანს გაეზარდოს შემოსავლი. მესამე დეკადაში სესხი არ უნდა აიღოთ და თუ უკვე გაქვთ, გადაიხადეთ დროულად, რომ პრობლემები არ შეგექმნათ.

სიყვარული

დაოჯახებული კირჩხიბები შეძლებენ მშვიდობიანად და მშვიდად მოაგვარონ ყველა არსებული პრობლემა. საყვარელი ადამიანი იღებს თქვენს პოზიციებს და შეხედულებებს, თქვენც ნუ უარყოფთ მის ინიციატივას. მთავარია, რომ ურთიერთობებში იყოს გულწრფელობა და კომპრომისი. ისწავლეთ დათმობა და ნუ ეცდებით რჩეულის გადაკეთებას. მარტოხელა კირჩხიბებს გსურთ უფრო სერიოზული ურთიერთობის შექმნა. ოჯახი, ბავშვები და სახლის კომფორტი - აი, რისთვისაც იბრძვით. არ არის გამორიცხული ყოფილ პარტნიორთან შეხვედრა ან ზარი. არ არის გამორიცხული, თქვენ თვითონ გინდოდეთ შეახსენოთ საკუთარი თავი და მიხვიდეთ იმ ადამიანთან, ვისთანაც ოდესღაც ახლოს იყავით. განქორწინებულ კირჩხიბებს კავშირის აღდგენის შესაძლებლობა გექნებათ. თუ ზუსტად იცით, რაც გსურთ, მაშინ გადაწყვეტილებები მას შემდეგ მიიღეთ, რაც მერკური გაივლის რეტროგრადულ გზას.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

კარგი დასვენება გჭირდებათ. დაზოგეთ ენერგია. ასევე, არ დაივიწყოთ ჯანსაღი ძილი. აუცილებლად გადახედეთ თქვენს ყოველდღიურობას, ნუ ნერვიულობთ და ისწავლეთ ემოციების მართვა. კარგია მოძრაობა და სპორტი! პასიურობას სიკეთე არავისთვის მოუტანია. დილით ივარჯიშეთ და საღამოს ფეხით იარეთ. უფრთხილდით დაზიანებებს და სისხლჩაქცევებს, მოერიდეთ ექსტრემალურ სპორტს.

22 იანვრის შემდეგ შეიცვლება პრიორიტეტები და მოგინდებათ სულიერად განვითარება. ხელსაყრელი პერიოდი ყველაფრისგან გაწმენდისთვის, რაც წარსულში იყო. ეს შეიძლება იყოს ტრავმა ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ. კირჩხიბს ღრმა განკურნება, საკუთარ თავზე მუშაობა და კომპლექსებისგან თავის დაღწევას გელოდებათ.

7 იანვრის შემდეგ გადაჭარბებული მოთხოვნები მოგიტანთ არეულობას და იმედგაცრუებას. დახარჯეთ მეტი დრო და ენერგია საკუთარ თავზე, და არა სხვებზე. იზრუნეთ პირადი პროექტებისა და იდეების განხორციელებაზე. ამასთან, შეეცადეთ მოიქცეთ ისე, რომ არავის ზიანი არ მიაყენოთ და არ შელახოთ სხვა ადამიანის ღირსება. მიმოიხედე გარშემო და მოიშორე ყველაფერი, რაც ხელს გიშლით თქვენი გეგმების განხორციელებაში.