ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის: “იანვარი ყველაზე დადებითი იქნება მათთვის, ვისაც სურს თავი დააღწიოს მოწყენილობას, რუტინას, დეპრესიას...“

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის: “იანვარი ყველაზე დადებითი იქნება მათთვის, ვისაც სურს თავი დააღწიოს მოწყენილობას, რუტინას, დეპრესიას...“

ყველაზე დაცულ კირჩხიბსაც კი შეუძლია აღმოაჩინოს, რომ მის საიმედო ციხე-სიმაგრეში არ არის საკმარისი სინათლე და სითბო. დროა გახსნათ ფანჯარა სამყაროსკენ, გაინებივროთ თავი სოციალური აქტიურობით, საინტერესო კომუნიკაციით, რომანტიკით, შემოქმედებითობით და სასიამოვნო შოპინგით. იანვარი ყველაზე დადებითი იქნება მათთვის, ვისაც სურს თავი დააღწიოს მოწყენილობას, რუტინას, დეპრესიას და იპოვოს ახალი მიზნები და მნიშვნელობები.

იანვრის ფინანსები

2024 წლის იანვარი კირჩხიბისთვის ფუფუნებისა და ბრწყინვალების დროა. შეგიძლიათ არ დაზოგოთ ფული სიამოვნებასა და შოპინგზე. 12-დან 24 იანვრამდე შესაძლებელია საქონლისა და მომსახურების ყველაზე წარმატებული შესყიდვები, რაზეც მომავალში არ მოგიწევთ სინანული. ფულის გამო დარდი არ გელით, რადგან მოსალოდნელია ახალი შემოსავლები და სიურპრიზებიც კი მოულოდნელი ჯილდოებისა და ფულადი საჩუქრების სახით. ამავე დროს, იანვარში დროის დაკარგვა არ ღირს. ზარალის მიზეზი შეიძლება იყოს პასიურობა, შენელება, დაგვიანება, დაგეგმილი ტრანზაქციებისა და პროექტების გადადება.

სამუშაო და ბიზნესი

კარგი იქნება, მიმდინარე საქმეებს მიხედოთ. მეტი ორგანიზებულობა და რამდენიმე პროექტის რეკონსტრუქცია გმართებთ. მთავარია, თვის პირველ ორ კვირაში იყოთ მაქსიმალურად პასუხისმგებელი და არ დაივიწყოთ მცირე და, ერთი შეხედვით, მოსაწყენი ამოცანები. შესაძლებელია ცვლილებები. ისინი ეხება მენეჯმენტის, სამუშაო პირობების და რეჟიმის ცვლილებებს. არ არის გამორიცხული, რომ მიიღოთ ახალი თანამდებობა ან, პირიქით, დაწეროთ განცხადება გადადგომის შესახებ. 15 იანვრიდან მერკური გადავა თხის რქაში, რაც გავლენას მოახდენს თანამშრომლობის სფეროზე და ბიზნესპარტნიორობაზე. თქვენ ირგვლივ იქნებიან პიროვნებები, რომლებთანაც მარტივად შეთანხმებით, გსურთ იდეების გაზიარება. მენეჯმენტთან ურთიერთობა კარგ დონეს მიაღწევს. საზოგადოებაში მაღალი სტატუსის მქონე ადამიანები მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევენ. სხვებთან ურთიერთგაგების წყალობით თქვენ შეძლებთ შეინარჩუნოთ ავტორიტეტი და გამოხატოთ თქვენი აზრი შიშის გარეშე. ბევრი კოლეგა დაეთანხმება თქვენს წინადადებებს, იდეებს. რა თქმა უნდა, კონკურენცია და მოთხოვნებიც გაიზრდება. ზოგიერთი კავშირი გაწყდება, ზოგიც გაძლიერდება. მაგრამ ასევე შეიძლება წარმოიშვას კონფლიქტები დიდი ხნის ბიზნესპარტნიორებთან და კოლეგებთან.

სიყვარული და ფლირტი

23 იანვრამდე სიყვარულისთვის დრო არ გექნებათ. ყველა ფიქრი, ისევე როგორც ქმედება, გამახვილებული იქნება საყოფაცხოვრებო და საოჯახო საკითხების მოგვარებაზე. ზოგიერთს მოგიწევთ მოხუც ნათესავებზე ზრუნვა და ეს ადვილი ტვირთი არ არის. აკონტროლეთ თქვენი ემოციები, რათა არ გააფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან. დაძაბულობა და გაბრაზება უარყოფითად აისახება სამუშაო საკითხებზე. ოჯახის უფროს წევრებს განსაკუთრებული მხარდაჭერა დასჭირდებათ. თუ არ შეგიძლიათ მათთან ხშირი მისვლა, უფრო ხშირად დაურეკეთ. თუ შვილები გყავთ, ნება მიეცით მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ ბებია-ბაბუასთან. შეიძლება რომანტიკული გრძნობები გაგიჩნდეთ თანამშრომლის მიმართ ან მის მიმართ, ვისაც რეგულარულად ხედავთ სპორტდარბაზში ან სამსახურისკენ მიმავალ გზაზე. სიხარულსა და კმაყოფილებას მოგიტანთ პარტნიორის მარტივი ჟესტები, როგორიცაა სახლში დახმარება ან თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მარტოხელები ურთიერთობაში ეძებთ სტაბილურობას და დახმარებას. ახალ პარტნიორთან შეხვედრა შეიძლება მოხდეს პარკში, როცა ძაღლს ასეირნებთ ან სამსახურში.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

თუ ოჯახში არ არის საკმარისი სითბო და კომფორტი, მაშინ იზრუნეთ სიტუაციის გამოსწორებაზე. ბევრს მოუწევს მეუღლის მკურნალობა და მოვლა. მეტი მზრუნველობა და ყურადღება გმართებთ მისი ჯანმრთელობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ჯანმრთელობა შესანიშნავია. სამწუხაროდ, არავინაა დაზღვეული დაავადებებისგან. ასე, რომ გაფრთხილდით. მანდილოსან კირჩხიბებს გჭირდებათ გინეკოლოგთან ვიზიტი, თუ ამ სფეროში პრობლემები გაქვთ. უარი თქვით სექსუალურ თავგადასავლებზე, განსაკუთრებით თუ დაქორწინებული ხართ. ინფექციის რისკი მაღალია და მკურნალობას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს. ჩაიცვით თბილად, ივლისი არაა, იანვარია! კარგი იქნება, თუ მთელ ოჯახს შეკრებთ და საახალწლო არდადეგებს ერთად გაატარებთ ქალაქგარეთ.

11 იანვრის შემდეგ წინა პლანზე გამოვა საქმიანი კონტაქტები და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა. ზედმიწევნით უნდა ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს, რათა ზედაპირზე გამოიტანოთ ის, რაც ხელს გიშლით ადამიანებთან კავშირის დამყარებას. ახალ მთვარეზე ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა აუცილებელი გახდება. ოჯახური პრობლემების მოგვარებაც არ უნდა გადადოთ მომავლისთვის. ან რამეს შეცვლით ქორწინებაში, ან განქორწინდებით. მარტოხელებს გაქვთ შანსი შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დადებით წვლილს შემოიტანს. მისი გავლენა ბედსა და თქვენს მსოფლმხედველობაზე არა მხოლოდ დიდი, არამედ ფასდაუდებელი იქნება. ახალი მთვარე შესაფერისია გარიგებების დასადებად, კონტრაქტების გასაფორმებლად და ახალი თანამშრომლობის დასაწყებად.

25 იანვრის შემდეგ თუ აქამდე ვერ იპოვეთ პასუხი ზოგიერთ რთულ ყოველდღიურ კითხვებზე, მაშინ სავსე მთვარეზე ყველაფერში გაერკვევით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ბიუჯეტს, დროა გააძლიეროთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. იპოვეთ ახალი და უფრო ეფექტური მეთოდები თქვენი ფინანსების დასაცავად. დაფიქრდით, რამდენად აქტიურად შოულობთ ფულს და რა გზებით ცდილობთ დაგროვილი თანხების შენარჩუნებას? იანვრის ბოლოს შეძლებთ სესხის დაფარვას. განიხილეთ საინვესტიციო ვარიანტები, რომლებიც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. არ არის გამორიცხული გადაუდებელი და მოულოდნელი ხარჯები, რომლებიც ბიუჯეტს სერიოზულად დაარტყამს. გამოცდილ და მდიდარ მეგობრებთან კონტაქტები ხელს შეუწყობს თქვენი პირადი ბიზნესის გაძლიერებას. ვიღაც მიიღებს იმ თანამდებობას, რაზეც ოცნებობდა. ელოდეთ მოწვევას საინტერესო ღონისძიებაზე.