ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის: “ყურადღების ცენტრში იქნებით და უამრავ კომპლიმენტს მიიღებთ“

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის: “ყურადღების ცენტრში იქნებით და უამრავ კომპლიმენტს მიიღებთ“

იანვარში თავს უფრო თავდაჯერებულად და ოპტიმისტურად იგრძნობთ; დადებითი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და მოქმედების სურვილიც მოგეძალებათ. ზოგიერთი შეიძლება შორეულ ქვეყნებში გაემგზავროთ ბედის საცდელად. წამოიწყოთ სათავგადასავლო საქმე. ყურადღება გააამახვილეთ საკუთარ პიროვნებაზე, თქვენს სურვილებზე. ყურადღების ცენტრში იქნებით და უამრავ კომპლიმენტს მიიღებთ. იანვრის მეორე დეკადაში სასამართლო საქმეებს იოლად გაუმკლავდებით. ახლის შესწავლა ადვილი იქნება. შესაძლოა დარეგისტრირდეს თქვენთვის საინტერესო კურსზე. ეს იქნება სწორი ნაბიჯი, მაგრამ უმჯობესია 20 იანვრის შემდეგ, როდესაც რეტროგრადული სვლიდან გამოვა მერკური. პირად ურთიერთობებში შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილებები. პარტნიორი მოითხოვს მეტ თავისუფლებას ან ურთიერთობის გაწყვეტას. მარტოხელებს მოკლევადიანი, ერთპაემნიანი რომანი გელოდებათ. 16-17 იანვარს პარტნიორს ფულის გამო არ ეჩხუბოთ, ასევე შესაძლებელია ფინანსები დაკარგოთ სხვა ადამიანების გამო. თვის ბოლოს შესაძლოა პროფესიული გამარჯვებებით, რაც კარიერულ ზრდას დააჩქარებს. ასევე, უფროსობა დააფასებს თქვენს შრომისმოყვარეობას და პასუხისმგებლობას, კოლეგები აღიარებენ თქვენს საქმიან თვისებებს.

2023 წლის იანვრის ფინანსური ჰოროსკოპი

პირველ დეკადაში ფულს დახარჯავთ რომანტიკულ საჩუქრებზე, წვრილმანზე. შეიძლება მარტივად მოგატყუონ ფულის გამო. ამიტომ, ფრთხილად იყავით. თვის მეორე დეკადაში მატერიალურ მხარდაჭერას მიიღებთ შეყვარებულის, მშობლებისგან. მესამე დეკადაში მიდრეკილი იქნებით ფულის დაზოგვისკენ. სასურველი პერიოდია სერიოზული მუშაობისთვის, შეეცადეთ გააუმჯობესოთ თქვენი სამუშაოს ხარისხი. ხანდაზმულ ნათესავებთან და უფროს კოლეგებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ.

ბიზნესი, სამსახური

სავარაუდოდ, მოგიწევთ იმ საქმეებთან გამკლავება, რაც ახალ წლამდე დაუმთავრებლად დატოვეთ. ზოგიერთი განაახლებთ სასამართლო პროცესს. 18 იანვრამდე კარგი დროა მიმდინარე საკითხების მოსაგვარებლად და მომავლისთვის მოსამზადებლად. მოსალოდნელია დააფასება ხელმძღვანელობისგან, დაწინაურება. წარმატება გელოდებათ მედიის, სამეცნიერო თუ კვლევით საქმიანობაში მომუშავეებს. ასევე ყველა შემოქმედებით ადამიანს. გაგიადვილდებათ თანამოსაუბრის დაყოლიება კამათში ან მოლაპარაკებებში.

სიყვარული

შესაძლებელია მნიშვნელოვანი შეხვედრა თქვენზე უფროს ან გავლენიან ადამიანთან. ასევე, არ არის გამორიცხული საოფისე რომანი. რეტროგრადული მერკურის პერიოდში დაწყებული ურთიერთობა გრძელვადიანი არ იქნება. მარტოხელა და ძიებაში მყოფ კუროებს არ სჭირდებათ აჩქარება რომანის დასაწყებად. გამონაკლისია თვის მესამე დეკადა, როცა შეიძლება სასიამოვნო შეხვედრა მოხდეს და ურთიერთობა გაგრძელდება. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, არ გირჩევთ გაიხსენოთ წარსული წყენა ან უსიამოვნო სიტუაციები. გაამახვილოთ ყურადღება ნეგატივზე და თავიდან აიცილეთ დაძაბული მომენტები. არ უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი და სერიოზული გადაწყვეტილებები, შეიძლება არასწორად შეაფასოთ სიტუაცია და დაუშვათ შეცდომა.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

იანვარში თქვენი იმუნური სისტემა კარგად იმუშავებს, თუმცა ღირს ღვიძლსა და კუჭზე ზრუნვა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია საახალწლო არდადეგების დროს. უნდა გახსოვდეთ, რომ ცხარე და ცხიმიანმა საკვებმა და ძლიერმა ალკოჰოლმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს თქვენი ჯანმრთელობა. თუ ქრონიკული დაავადებები ან პრობლემები გაქვთ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებით, სასარგებლო იქნება სპეციალისტთან მისვლა და მორიგი გამოკვლევის ჩატარება. ამასთან, საახალწლო არდადეგებზე ტრავმის მიღების შანსია, ამიტომ მეტი სიფრთხილე გმართებთ. იანვარში ზოგიერთ კუროს შეაწუხებს უძილობა ან შაკიკი. შეეცადეთ შეცვალოთ ცხოვრების წესი, მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში, იარეთ სპორტდარბაზში.

22 იანვრის შემდეგ საზოგადოებაში მაღალი პოზიციის დაკავების, პროფესიონალურად წინსვლის სურვილი გაგიჩნდებათ. განახორციელებთ ამბიციურ ბიზნესპროექტებს. სასარგებლო იქნება თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებების გამოვლენა: დისციპლინა, თავდადება, შედეგებზე ფოკუსირება. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ კარიერულ კიბეზე წინსვლასა და ყველა თქვენი მიზნის მიღწევაში.

7 იანვრის შემდეგ უმჯობესია მოგზაურობები ან მივლინებები მოგვიანებით გადადოთ: ახლა არ მოგიტანთ მოსალოდნელ შედეგს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებს, რომელთა გაფორმებაც გსურთ. თუ ეჭვი გეპარებათ, უმჯობესია გაითვალისწინოთ სპეციალისტის რჩევა. მიიღებთ ახალ ამბებს ოჯახის წევრებისგან, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ.