რაღაცის შექმნის სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ შემოქმედებით იდეებს ან ახლები განახორციელოთ. გაფრთხილდით, მომატებულია საყოფაცხოვრებო ტრავმულობა. შეიძლება გაგაღიზიანოთ გარშემო მყოფების უპასუხისმგებლობა, არაპატივისცემით მოპყრობამ თქვენ მიმართ. არ გირჩევთ ოჯახური საკითხების სრულად პარტნიორისთვის გადაბარებას, კონფლიქტს ვერ გაექცევით. მოიმატებს ახლო და შორეული ნათესავებთან კონტაქტი და ეცადეთ, მშვიდობიანად იურთიერთოთ. თუ მოინდომებთ, რომანტიკულ ურთიერთობას სერიოზულ კავშირში გადაზრდით.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები და ფული
ღირებულებების გადაფასების თვეა. უნდა გადახედოთ საკუთარ შესაძლებლობებს. სამსახურის საქმეებს, საოჯახო ვალდებულებებიც უნდა შეუთავსოთ. ამასთან, დასვენებაც უნდა მოახერხოთ, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ, ნერვები არ გაიფუჭოთ. მოგინდებათ იმიჯის შეცვლა, ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. იანვარში არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას. უმჯობესია არსებულები გააუმჯობესოთ. ფულის განსაკუთრებულ შემოდინებას ნუ ელოდებით. დაკვირვებით იმოქმედეთ, რომ ისიც არ დაკარგოთ, რაც გაქვთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. უმჯობესია, თანხა გადადოთ. შეიძლება ცოტა ხანში ფული უფრო მნიშვნელოვანი მიზნისთვის დაგჭირდეთ.
სიყვარული და რომანტიკა
რაც უფრო ემოციურად შეხვდებით მოვლენებე, მით ცუდია თქვენთვის. დაფიქრდით, გსურთ იმ ურთიერთობის გაგრძელება, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა. უმჯობესია, ეს დრო ახლობლებთან ყოფნას დაუთმით. დაისვენეთ და აღიდგინეთ ენერგია. თუ არსებული კავშირის შენარჩნება გსურთ, უქმეები მაინც გაატარეთ ერთად და რომანტიკულად.
ჯანმრთელობა
მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. სასურველია, დაიწყოთ ვარჯიში, სირბილი. ან სიარული მაინც, რომ არ მოიმატოთ წონაში. ყურადღებას საჭიროებს ქრონიკული დაავადებებიც. უამრავ გართულებას აირიდებთ, თუ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდებით.
2 იანვრის შემდეგ დაუთმეთ მეტი დრო საოჯახო საქმეებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. გამონახეთ დრო ჰობისთვის. შეიძლება მოგინდეთ შინაური ცხოველის ყოლა.
17 იანვრის შემდეგ მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას. გაფრთხილდით, ტრავმული პერიოდია. თუ რამე გაწუხებთ, მოერიდეთ თვითმკურნალობას, მიმართეთ სპეციალისტს. გელით მივლინება, შვებულება. არ აიღოთ ვალი.
იანვრის პოზიტიური დღეები: 15, 20, 23, 24 და 28
იანვრის ნეგატიური დღეები: 3, 7 და 12