ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის: “დროა გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და უნარები“

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის: “დროა გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და უნარები“

თუ იანვრის საახალწლო არდადეგებზე სამოგზაუროდ მიდიხართ, იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. არაა გამორიცხული, რომ თქვენ მიერ დაჯავშნილი სასტუმრო ოდნავ განსხვავდება სურათზე ნაჩვენებისგან და მსგავსი გაურკვევლობები. ყურადღებით გააფორმეთ დოკუმენტები, არ დააგვიანოთ რეისზე. იანვარი საუკეთესო დროა რომანტიკისთვის; სასიყვარულო ურთიერთობამ და ვნებამ შეიძლება მთლიანად დაგიპყროთ. ასევე კარგი პერიოდია სპორტისთვის, ვარჯიშის დასაწყებად. იანვრის მეორე დეკადა კარგი დროა შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებლად. ფსიქოლოგიის ცოდნა დაგეხმარებათ უფრო წარმატებით გაუმკლავდეთ თქვენს პირად და სამუშაო საკითხებს. დროა გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და უნარები. არის შანსი, რომ გავლენიან ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. იანვრის მესამე დეკადაში იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, რაც საშუალებას მოგცემთ დაიწყოთ ახალი საქმიანობა, შეცვალოთ რაღაც თქვენს სახლში, დაიწყოთ რემონტი. შეიძლება დაგჭირდეთ წონის დაკლება, იმიჯის შეცვლა. კმაყოფილებას მოგიტანთ ჰობი, სხვადასხვა გართობა, ოჯახური დღესასწაულები. მეგობრებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, შეგიძლიათ დაეყრდნოთ მათ.

2023 წლის იანვრის ფინანსური ჰოროსკოპი

იანვრის პირველ დეკადაში უმჯობესია, ფული დაზოგოთ და არ გაფანტოთ იგი. ჯობია ჯერ არ შეადგინოთ ბიზნესგეგმები, არამედ დაისვენოთ. არ ჩაერთოთ საეჭვო პროექტებში, შესაძლოა ფული დაკარგოთ. ოჯახის ბიუჯეტი გაიძულებთ, ქამრები შემოიჭიროთ, ეს შეიძლება მოხდეს რაღაცისთვის ფულის დაზოგვის მიზნით. ან თქვენს რჩეულს შეუმცირდება შემოსავალი.

ბიზნესი, სამსახური

ცვლილებები გელოდებათ, მაგრამ არა ისეთი მასიური, როგორც გსურდათ. მშვიდად იყავით, არ ინერვიულოთ სამუშაო მომენტებზე. მოერიდეთ ემოციებს და ენთუზიაზმს, უფრო მეტად გაუმკლავდეთ მიმდინარე საკითხებს. ბევრს განზრახული გაქვთ დაწინაურება, წინსვლა, მაგრამ მერკურის რეტროგრადულობამდე (18 იანვრამდე) არაფერი მოიმოქმედოთ, აზრი არ ექნება. ამ პერიოდამდე არ არის გამორიცხული სტრესი, იმედგაცრუება და შეცდომები დოკუმენტებში. შეიძლება ძველი სამუშაო ადგილიდან შემოგთავაზონ თანამშრომლობა. კარგად დაფიქრდი, არ იჩქაროთ პასუხის გაცემა. თუ სიტუაცია ეხება ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, მაშინ ყურადღებით განიხილეთ მისი პირობები. იყავით მეტად პასუხისმგებელიანი. გამოთვალეთ ნებისმიერი მომენტი, ნუ რისკავთ და ნუ უგულებელყოფთ წვრილმანებს. გაფრთხილდით, რომ უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

სიყვარული

18 იანვრამდე მერკური რეტროგრადული იქნება. მეტი დრო დაუთმეთ საყოფაცხოვრებო და რუტინულმი საქმეების მოგვარებას, სახლის დასუფთავებას და მცირე სარემონტო სამუშაოს. ბევრი საქმე კი გაქვთ, მაგრამ სასურველია, მეტად დაისვენოთ, გაისეირნეთ რჩეულთან ერთად. მარტოხელებმა ჯერ კარგად გაიცანით ადამიანი და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრეთ გრძნობებსა და პაემნებზე. იანვარი წარმატებული იქნება შემოქმედებითობასთან, ხელოვნებასთან და გართობასთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის. შესანიშნავი თვეა ოჯახური არდადეგების, შეკრებებისა და ქორწილებისთვის. ახალგაცნობილთან იყავით ფრთხილი: შეიძლება მოგატყუონ, იმედგაცრუებული დარჩეთ, “ჩართეთ“ გონება. შესაძლებელია ჭორები და უსიამოვნო ისტორიები. მეტად იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე. მეუღლესთან ურთიერთობაში მოგინდებათ ჰარმონიის შეტანა, განმარტოება და რომანტიკა. ვისაც შვილები გყავთ, უნდა გაამახვილოთ ყურადღება მათ საგანმანათლებლო პროცესზე. მეუღლესთან შეათანხმეთ საყვარელი შვილის განვითარება და განათლება.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ყურადღებით იყავით ჯანმრთელობის მიმართ. თუ რამე გაწუხებთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. გადაიტანეთ აქცენტი ფსიქიკურ მდგომარეობაზე! შეამცირეთ სტრესი, ბრაზი და აგრესია. ექსტრემალურ შემთხვევებში შეგიძლიათ მიმართეთ ფსიქოლოგს. ვიტამინები გვეხმარება ვირუსებთან ბრძოლაში: მიირთვით ხილი, ბოსტნეული და ნატურალური წვენები. გაუფრთხილდით ღვიძლს და კუჭს, გამორიცხეთ რაციონიდან მავნე საკვები და ალკოჰოლური სასმელები. ჩაეწერეთ ფიტნესზე, მასაჟზე ან იოგაზე. ეს ყველაფერი დიდ სარგებელს მოუტანს ფიგურას, ფსიქიკას და სახსრებს.

22 იანვრის შემდეგ გააქტიურდება კომუნიკაცია, შეხვედრები და მოლაპარაკება, რაღაცის დამტკიცება და ჩხუბი. მაგრამ საუბარია არა მხოლოდ პროფესიულ საქმეებზე, არამედ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზეც. უფრთხილდით მოტყუებას, ბიზნესში კონკურენციას და თქვენს ზურგს უკან ჭორების გავრცელებას. დაფიქრდით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე. იზრუნეთ ოჯახში სიკეთესა და ჰარმონიას.

7 იანვრის შემდეგ სასწრაფოდ მოგიწევთ გეგმების შეცვლა. იქნებ ცოტა ხნით დატოვო სამსახური და დაისვენოთ? მიხვდებით, რომ სულიერი საკვები ბევრად უფრო ღირებული და სასარგებლოა. კარგია ქველმოქმედება, ზრუნვა მათზე, ვინც დაავადებულია ან მორალური მხარდაჭერა სჭირდება. ზოგიერთის ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდება ადამიანი ან მოვლენა, რომლებიც დავიწყებული გქონდათ. შესაძლებელია, ძველი საიდუმლოებები გამჟღავნდეს.