ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის: “ისწავლეთ მოთმინება და დათმობაზე წასვლა”

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის: “ისწავლეთ მოთმინება და დათმობაზე წასვლა”

იანვარი შეგმატებთ აქტიურობასა და ენთუზიაზმს. ძალების და ოპტიმიზმის წარმოუდგენელი ტალღა გამოავლენს თქვენს უამრავ ნიჭს და შესაძლებლობებს. გაფრთხილდით, ზოგიერთი თქვენი ქმედება სპონტანური იქნება, იყავით ყურადღებიანი ყველაფრის მიმართ, რასაც ამბობთ და აკეთებთ. როგორც ყოველთვის, თავისუფლების სურვილი ჭარბობს. თვის დასაწყისი სახლში გაატარეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თავიდან აიცილეთ ხმაურიანი კომპანიები. თუმცა მეგობრები და ნათესავები მაინც მოვლენ თქვენთან. იანვრის მეორე დეკადაში მეტი ენერგია გექნებათ, მაგრამ მას ძირითადად საოჯახო საქმეებზე მიმართავთ. რა თქმა უნდა, სამსახურშიც ივლით, მაგრამ დიდ აქტიურობას და ინტერესს არ გამოიჩენთ. იანვრის მესამე ათწლეულში მეტი ენერგია მოგემატებათ და მნიშვნელოვან საქმეებს განახლებული ენერგიით შეუდგებით. გახშირდება კომუნიკაცია პროფესიულ და პირად საკითხებზე, მივლინება და ტრენინგებიც კი. აქტუალური იქნება შეხვედრები და-ძმებთან, მეგობრებთან ურთიერთობა.

2023 წლის იანვრის ფინანსური პროგნოზი

ფულს მიიღებთ ახლობლებისგან, საჩუქრად ან დაიბრუნებთ ვალს. მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, თუ გაყიდვებით ხართ დაკავებული. იანვრის შუა რიცხვებში სახლისთვის ახალი ნივთების შეძენას შეძლებთ. მოიმატებს გაუთვალისწინებელი ხარჯიც. საკუთარი თავისთვის მოგინდებათ ლამაზი ნივთების, სამკაულების ყიდვა. თვის ბოლოს ფულს ბევრ რამეზე დაზოგავთ და პირველ რიგში, საკუთარ თავზე.

ბიზნესი, სამსახური

იანვრის დასაწყისში შესაძლებელია ფარული მტრებისა და კომპლექსების მოულოდნელი გამოვლენა. თუ არ გინდათ იმედგაცრუებული დარჩეთ, არ აიღოთ მასშტაბური პროექტები. კარგი პერიოდია დასვენებისა და ხანგრძლივი მოგზაურობისთვის. თუ გსურთ მიაღწიოთ წარმატებას შემოქმედებითობაში, მაშინ უნდა განახორციელოთ ორიგინალური იდეები. მერკური 18-მდე რეტროგრადულია. ამ დრომდე მნიშვნელოვანი საქმეები უნდა დასრულდეს. გააკონტროლეთ ყველაფერი, რაც თქვენ გარშემო ხდება. ხელსაყრელი პერიოდია შერიგების, შეურაცხყოფის მიტევებისა და გულწრფელი გრძნობების გამოხატვისთვის. წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. მთავარია, ნაკლები ურთიერთობა გქონდეთ ადამიანებთან, რომელთაც არ ენდობით და არ გსურთ თქვენ გვერდით მათი დანახვა. არ არის გამორიცხული, ძველი საიდუმლოებები გამჟღავნდეს. ყურადღება მიაქციეთ ძველ მეგობრებთან ურთიერთობას. ისწავლეთ მოთმინება და დათმობაზე წასვლა, რათა არ გაწყვიტოთ ღირსეული კავშირები. არავის მისცეთ დაპირებები, რომლებსაც დროულად ვერ შეასრულებთ. არ თქვათ ის, რაც სხვებისთვის საიდუმლოა.

სიყვარული

მერკურის რეტროგრადულ პერიოდში (18-მდე) პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. შესაძლებელია, რომ თქვენი რჩეულის საიდუმლოებები ან განზრახვები გამომჟღავნდეს. მარტოხელა მერწყულებმა შეიძლება ყოფილ საყვარელთან აღადგინოთ ურთიერთობა. მაგრამ ეს კავშირი მხოლოდ ორისთვის იქნება, საჯაროობისა და განხილვის გარეშე. საყვარელ ადამიანთან ერთად შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ, კურორტზე ან სანატორიუმში. თუ ჯერ კიდევ პარტნიორის გარეშე ხართ, შეგიძლიათ რადიკალურად შეცვალოთ პირადი ცხოვრება. თუ ადამიანი მოგწონთ, თავისუფლად გამოხატეთ ემოციები და ფლირტი. გადადგით პირველი ნაბიჯი, მაშინაც კი, თუ მომავალში ყველა მოლოდინი არ გამართლდება. იანვარში არ უნდა დაგეგმოთ ნიშნობა ან ქორწინება. განსაკუთრებით თუ ერთად ცხოვრობთ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მთელი იანვრის განმავლობაში მერწყულს სჭირდება ფსიქიკური მდგომარეობის კონტროლი. შესაძლებელია განწყობის ცვალებადობა, სისუსტე და აპათია. გაღიზიანებული იქნებით ნებისმიერი მიზეზით, გაბრაზებული და პანიკური. შედეგად, ჩავარდებით დეპრესიაში გაგიფუჭდებათ დამოკიდებულება ახლობლებთან. მოწესრიგდით და მოაგვარეთ პრობლემები. უნდა ისწავლოთ ემოციების მართვა. მიმართეთ იოგას, სუნთქვით ვარჯიშებს. კარგია ცურვაც.

22 იანვრის შემდეგ შეგიძლიათ საკუთარ თავს ამბიციური მიზნები დაუსახოთ, მათ მიღწევას დიდი დრო არ დასჭირდება. განაახლეთ თქვენი გარდერობი, შეიცვალეთ იმიჯი. დაიწყეთ ბრძოლა დამოკიდებულებებთან, ხასიათის მინუსებთან. ახალ მთვარეზე ძალიან კარგია ახალი ცხოვრების დაწყება, სუფთა ფურცლით და კარგი ფიქრებით. შეხედეთ საკუთარ თავს სხვანაირად, გახდით უფრო თავდაჯერებული და ნახეთ, რამდენად სწრაფად და უკეთესობისკენ გაუმჯობესდება თქვენი პირადი ცხოვრება.

7 იანვრის შემდეგ არ არის გამორიცხული, სწრაფად მოგიწიოთ სხვა სამუშაოს ძებნამ, პრობლემებმა იჩინოს თავი სამსახურში ან კოლეგებთან ურთიერთობაში. გადახედეთ განრიგს, გამონახეთ დრო დასვენებისა და ჭამისთვის. უმჯობესია, საკუთარ თავს გადააბიჯოთ, ვიდრე შეურაცხყოფა მიაყენოთ ახლობელ ადამიანს.