იანვარი ცვლილებებს მოგიტანთ - მოულოდნელსა და პოზიტიურს. ყურადღებით იყავით ინფორმაციებისადმი. ზოგ შემთხვევაში მომენტალურად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. უნდა იყოთ ყველა მოვლენის კურსში. იანვარში მოიმატებს შეხვედრები, ზარები, მიმოსვლა. მიმართეთ ხელმძღვანელობას დაწინურების ან ხელფასის გაზრდის მოთხოვნით. დაასრულეთ დაწყებული პროექტები, ნუ დაიწყებთ ახლებს. ენერგიული ხართ და წარმატების მისაღწევად სხვათა დახმარება არ დაგჭირდებათ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები და ფული
ინფორმაციების მიღების თვეა, დაკვირვებული იყავით. იანვარი კარგი თვეა არსებული კონტაქტების გასაუმჯობესებლად, დაიმეგობრეთ გავლენიანი და საჭირო ადამიანები. ისინი საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში. წარმატებული თვე ელით შემოქმედ ნიშნებს. იდეების რეალიზების შანსი მოგეცემათ, რაც გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას. არ გასცეთ ვალი, არ დააბანდოთ ფული საეჭვო საქმიანობაში. ხარჯი გელით დასვენებასთან, ქალაქგარეთ მგზავრობასთან დაკავშირებით. ნუ შეიძენთ ძირად ღირებულ ნივთებს.
სიყვარული და რომანტიკა
იმატებს რომანტიკული მიმოწერა, შეხვედრები. ამასთან, მოსალოდნელია კონფლიქტები როგორც საყვარელ ადამიანთან, ისე ნათესავებთან. დაწყვილებულებს მშვიდი თვე გელით, თუ გაუგებრობებსა და ეჭვიანობას დაივიწყებთ. იანვრის ბოლოსკენ შეიძლება მოულოდნელად ახალი რომანი დაიწყოთ ადამიანთან, ვისაც ადრე იცნობდით, ან მეგობრობდით მასთან. შეიძლება აღადგინოთ ძველი ურთიერთობა. დაწყვილებულება მეტი დრო უნდა დაუთმოთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას. შინ კომფორტის შექმნას. ოჯახის წევრებთან მცირე უსიამოვნებები ღიმილით და მშვიდად მოაგვარეთ, კონფლიქტში ნუ გადაზრდით, სტრესის მეტს ვერაფერს მიიღებთ.
ჯანმრთელობა
ენერგიული და აქტიური ხართ, კარგ ფიზიკურ ფორმაში. ყოველი დილა ვარჯიშით დაიწყეთ. ჩაეწერეთ სპორტდარბაზში. კარგი იქნება სუფთა ჰაერზე სეირნობა. მეტი ფულის გამომუშავება რომ გსურთ ეს კარგია, მაგრამ ზედმეტი მუშაობით ჯანმრთელობას ნუ დაიზიანებთ. გაიუმჯობესეთ დასვენების რეჟიმი. შეძლებისდაგვარად უქმეები ქალაქგარეთ, მშვიდ გარემოში გაატარეთ და გამოიძინეთ.
2 იანვრის შემდეგ გააუმჯობესეთ სოციალური კავშირები. დააკვირდით ინფორმაციებს, წყაროს. საკმარისი ენერგია გაქვთ მიზნების მისაღწევად, სირთულეების მოსაგვარებლად. არ გირჩევთ ნათესავებთან კონფლიქტს.
17 იანვრის შემდეგ მოიმატებს მოგზაურობის სურვილი; გახშირდება მივლინება. მოგინდებათ უმაღლესი განათლების მიღება, კვალიფიკაციის ამაღლება. აღმოაჩენთ ახალ ჰობის.
იანვრის პოზიტიური დღეები: 1, 5, 7, 10 და 15.
იანვრის ნეგატიური დღეები: 22, 23 და 27.