ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის: “არ გირჩევთ ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულებას“

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის: “არ გირჩევთ ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულებას“

არდადეგებზე ბევრი შეხვედრა და გადაადგილება გელოდებათ. შეხვდებით დიდი ხნის უნახავ ახლობლებს. თქვენი ნაცნობების წრე შეიძლება მნიშვნელოვნად გაფართოვდეს, გაიჩენთ ახალ მეგობრებს. ზოგიერთი განსახვავებული იქნება თავისი იდეოლოგიით, არასტანდარტული ჰობით ან გარეგნობით. იანვრის მეორე დეკადა შესაფერისია შემოქმედებისთვის. შეიძლება მშვენიერი იდეები მოგივიდათ თავში სამსახურთან ან ჰობისთან დაკავშირებული. ამ დროს ძალიან აქტიური ხართ და შეგიძლიათ წარმატების მიღწევა. მესამე დეკადაში მოგინდებათ სახლში ინტერიერის განახლება, რემონტი. არაა გამორიცხული, ნათესავები გესტუმრონ დიდი ხნით ან შვილები, თუ ისინი თქვენგან განცალკევებით ცხოვრობენ.

იანვრის ფინანსური ჰოროსკოპი

პირველ დეკადაში ფულს მიიღებთ ნათესავებისგან, საყვარელი ადამიანისგან, ჰობისგანაც. ფული ძირითადად საოჯახო საქმეებზე, ბინის კეთილმოწყობაზე დაგეხარჯებათ. თქვენი პარტნიორის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, მაგრამ 22 იანვრამდე უძრავ ქონებასთან დაკავშირებილი გარიგებები არ განახორციელოთ. მოერიეთ ფულის ფლანგვას უსარგებლო ნივთებზე. სიფრთხილით მოეკიდოთ პრობლემებს, განსაკუთრებით პარტნიორულ ფინანსებთან დაკავშირებულს. არ გირჩევთ ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულებას. მოთმინება და თვითკონტროლი გმართებთ. აკონტროლეთ ემოციებიც და ყურადღებით დააკვირდით პარტნიორების ქმედებებს. გახსოვდეთ, რომ კონკურენტებს არ სძინავთ.

ბიზნესი, სამსახური

შემოქმედებითი და მიზანდასახული ადამიანი ხართ, აუცილებლად მიაღწევთ თქვენს მიზნებს. უბრალოდ ნუ ჩქარობთ, რათა არ იმედგაცრუებული არ დარჩეთ. იყავით ობიექტური მოვლენების მიმართ, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ფრთხილად მოაწერეთ ხელი დოკუმენტებს და შეამოწმეთ ხელშეკრულების ყველა პუნქტი. ახალ სამსახურში ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით, შეგიძლიათ კარიერის კიბეზე ასვლა. გახშირდება მიმოსვლა, მივლინება, საქმიანი და მეგობრული შეხვედრები. იანვრის მესამე დეკადაში იფიქრეთ ფულის ინვესტრირებაზე, იდეების განხორციელებაზე, ახალი პროექტების დაწყებაზე.

სიყვარული

იყავით უფრო ყურადღებიანი არა მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ, არამედ საყვარელ ადამიანთანაც. იყავით გულწრფელი მის მიმართ, გულახდილი საუბარი უამრავი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. მარტოხელებს შესაძლებლობა მოგეცემათ, დაუბრუნდეთ ყოფილ პარტნიორს. ეს დაგეხმარებათ შეამოწმოთ თქვენი და მისი გრძნობები. ეცადეთ, არ დაუშვათ იგივე შეცდომები რაც ადრე. დაოჯახებულებს მოგინდებათ მეუღლესთან ურთიერთობის გაუმჯობესება, საოჯახო საქმეების ერთად კეთება და ახლობლებთან შეხვედრა. სასურველია, თქვენ და თქვენმა მეუღლემ ერთმანეთს არ შეახსენოთ წარსული წყენა. შესაძლოა, ოჯახის რომელიმე უფროს წევრს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეს - მოვლა, რჩევა ან ფული.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ყურადღებით მოექეცით თქვენს ჯანმრთელობას, რათა ვირუსული ან ქრონიკული დაავადების მსხვერპლი არ გახდეთ. თუ უსიამოვნო სიმპტომები შეგაწუხებთ, არ გაატაროთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ზამთარია, ცივა და ამიტომ თბილად ჩაიცვით. ჰიპოთერმიამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები. თუ ხშირად ავადდებით ყელის ტკივილით, გაწუხებთ ხველება და ყნოსვა დაკარგეთ, გაიძლიერეთ იმუნური სისტემა. კარგ შედეგს მოგიტანთ ზომიერი ვარჯიში.

22 იანვრის შემდეგ ხშირად დაუკავშირდით საყვარელ ადამიანებს, იყავით გულწრფელი, განიხილეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული თემები. დაიწყეთ ბინის კეთილმოწყობა, ინტერიერის განახლება, რემონტი. დრო ისე გადაანაწილეთ, რომ მზრუნველობა არ მოაკლოთ ოჯახის წევრებს.

7 იანვრის შემდეგ მოგინდებათ დასვენება, უცხოეთში გამგზავრება. გადაწყვეტთ სწავლის გაგრძელებას, კვალიფიკაციის ამაღლებას. კარგი დროა დაწყებული პროექტების დასასრულებლად. ზოგიერთს მოგინდებათ წიგნის ან დისერტაციის დაწერა.