ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის

ნუ გგონიათ, რომ სასურველი თანხა თავისით ჩამოგეყრებათ ციდან. სადღესასწაულო დღეების შემდეგ შრომა მოგიწევთ. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ და უარს ნურავის ეტვით, უბრალოდ, უმჯობესია, კარგ პერიოდს დაელოდოთ. გაიუმჯობესეთ დამოკიდებულება არსებულ პარტნიორებთან, კოლეგებთან. თვის ბოლოს შანსი მოგეცემათ დაწინაურდეთ, მიიღოთ მატერიალური ჯილდო. ნუ გადადებთ საქმეებს, ვალდებულებებს მომავლისთვის. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი, რათა არ გამოგრჩეთ რამე მნიშვნელოვანი.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები და ფული

რამდენსაც იმუშავებთ, იმდენად დაფასდებით და იმდენ მატერიალურ სარგებელს მიიღებთ. ამასთან, არ გირჩევთ ფულის ფლანგვას. მოგინდებათ უძრავი ქონების შეძენა, მაგრამ უფრთხილდით აფერისტ ადამიანებს. იანვარი საუკეთესო თვეა კრედიტების დასაფარავად. მაგრამ ახალ ვალებს ნუ აიღებთ. შუა თვიდან მოერიდე კონფლიქტებს, ურთიერთობის გაფუჭებას გარშემო მყოფებთან. არ ჩაერთოთ სამსახურებრივ ინტრიგებში. შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, ვისთანაც ადრე რაღაც საქმე გაკავშირებდათ.

სიყვარული და რომანტიკა

ურთიერთობების გაუმჯობესების, გამყარების თვეა. მეტი ენერგია და რესურსი უნდა ჩადოთ სასიყვარულო სფეროს გასაუმჯობესებლად. დაარეგულირეთ კავშირი ნათესავებთანაც. მათ თქვენი ყურადღება და მზრუნველობა არ მოაკლოდ. მოინახულეთ ადგილები, სადაც საყვარელ ადამიანთან ერთად დრო რომანტიკულად გაქვთ გატარებული. მარტოხელები ახალ რომანზე დიდი იმედს ნუ დაამყარებთ. აი, ყოფილთან განაახლებთ თუ არა კავშირს, თქვენი გადასაწყვეტია.

ჯანმრთელობა

ენერგიული და აქტიური ხართ. ყველაფერი გამოგივათ და ყველაფერს მიაღწევთ, თუ მოინდომებთ. იანვარი საუკეთესო თვეა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად. არ გადაღალოთ ორგანიზმი, გაფრთხილდით ტრავმებისგან. აი, ფეხით სეირნობა სუფთა ჰაერზე კარგია. მოუფრთხილდით გულ-სისხლძარღვრთა სისტემას.

2 იანვრის შემდეგ კარგია დასვენება, ძალების აღდგენა, რათა მერე ენერგიულად შეუდგეთ არსებული საკითხების მოგვარებას. გაიუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები, შეიქმენით მეტი კომფორტი.

17 იანვრის შემდეგ ფინანსურ თემებთან სიფრთხილე გმართებთ. თუ ფულის დაბანდებას აპირებთ, მაქსიმალური გონიერება გმართებთ, ისე კი, უმჯობესია, კარგ დროს დაელოდოთ.

იანვრის პოზიტიური დღეები: 4, 9, 15, 20 და 25.

იანვრის ნეგატიური დღეები: 8, 10, 13