ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის

მშვიდი თვე გელით, მაგრამ გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია. საოჯახო საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ საყოფაცხოვრებო თემების მიმართ. ნათესავებთან ურთიერთობა პოზიტივს მოგიტანთ. ახალი პროექტების დაწყება უმჯობესია გადადოთ. იანვარი არსებული საკითხების მოგვარებას, დაწყებული პროექტების დასრულებას დაუთმეთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები და ფული

აქტიურ მოქმედებებს არ გირჩევთ. განსაკუთრებით იანვრის პირველ ნახევარში. თვის მეორე ნახევრიდან მეტი დრო დაუთმეთ უკვე დაწყებული პროექტების დასრულებას. წარმატებული თვე ელით შემოქმედ ნიშნებს. ორიგინალური იდეების განხორციელების დრო დაგიდგებათ. უნდა დაარეგულიროთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. უმჯობესია, აკონტროლოთ ემოციები. არ გირჩევთ ხელშეკრულებების გაფორმებას, ფულის დაბანდებას. ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი თებერვლისთვის გადადეთ. შეიძლება გამოჩნდნენ ძველი პარტნიორები, მათგან მიიღოთ საინტერესო შემოთავაზებები. ურთიერთოებისა და კონტაქტების აღდგენა იანვარში კარგია.

სიყვარული და რომანტიკა

იანვარში მეტი დრო უნდა გაატაროთ ოჯახში. დაოჯახებულებს კარგი შანსი გეძლევათ მეუღლესთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. შეყვარებულები მეტად გაასერიოზულებთ კავშირს. შეიძლება თანაცხოვრებაზეც დაფიქრდეთ. სანამ საყვარელ ადამიანს პრეტენზიებს წაუყენებთ, დაფიქრდით, ხომ არ გსურთ მასზე დომინირება. ახალი რომანის დასაწყებად არახელსაყრელი თვეა. თუმცა, მოულოდნელი შეხვედრები გექნებათ. შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი წარსულიდან. და თქვენი გადასაწყვეტია, განაახლებთ თუ არა მასთან კავშირს.

ჯანმრთელობა

იმდენად იქნებით საოჯახო და ნათესაური კავშირების მოგვარებით დაკავებული, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვის დრო აღარ დაგრჩებათ. შეიძლება ახლობლების მოვლამ მოგიწიოთ. გირჩევთ, მეტი იაროთ ფეხით, იაქტიუროთ საყოფაცხოვრებო თემების მოგვარებაში.

2 იანვრის შემდეგ თვის დასაწყისში საოჯახო კავშირების გაუმჯობესება-მოგვარებით უნდა იყოთ დაკავებული. აკონტროლეთ ემოციები და კოლეგებთანაც გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა. სახლში შეიძლება დაიწყოთ რემონტი, გადაიფორმოთ უძრავი ქონება.

17 იანვრის შემდეგ გაერკვიეთ ღირებულებებსა და მისწრაფებებში. შეიძლება მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამ. გაერკვიეთ პირად კავშირებში. ნუ დაელოდებით სხვებს, თავად იაქტიურეთ.

იანვრის პოზიტიური დღეები: 18, 20, 22, 25 და 29.

იანვრის ნეგატიური დღეები: 5, 8 და 13.