აქტიური შეხვედრების თვეა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება იმ ადამიანებთან, ვისთანაც მომავალში აპირებთ საქმიანობას. გამოგიჩნდებათ სპონსორი, რომელიც სურვილების რეალიზებაში დაგეხმარებათ. დაისახეთ კონკრეტული მიზანი და ნუ მოცდებით არაფრისმომცემ პროექტებზე. კოლექტივში შეიძლება ლიდერის პოზიცია დაიკაოთ. კოლეგების დაფასება დაიმსახუროთ, ზოგიერთს კი დაწინაურება გელით. იანვარში ახალი იდეების რეალიზებას შეძლებათ. ამასთან, მატერიალურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესეთ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები და ფული
ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ სფეროს. ახალ პროექტებმა წარმატებაც უნდა მოგიტანოთ და მატერიალური კეთილდღეობაც. არ დააბანდოთ ფული საეჭვო საქმიანობაში და ნურც მომენტალურ მოგებას ელით. ფული ზომიერად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დახარჯეთ. თვის მეორე ნახევარში მეტად დაისვენეთ. მოგეძალებათ ნოსტალგია, მელანქოლია და უმჯობესია, საკუთარი განცდები შემოქმედებაში გადაიტანოთ.
სიყვარული და რომანტიკა
მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს. ეცადეთ, გააუმჯობესოთ მასთან დამოკიდებულება. გამორიცხული არაა, რომ კარიერული მწვერვალების დაპყრობისას სრულიად მიივიწყოთ ოჯახი. საღამოები შინ გაატარეთ, მოუსმინეთ თქვენს მეორე ნახევარს. ეცადეთ, გულახდილად ესაუბროთ. რაღაცის არ თქმამ ან დამალვამ შეიძლება დაგაზიანოთ. მარტოხელებს ახალგაცნობილებთან დაკავშირებით დიდი იმედი ნუ გექნებათ. უმჯობესია, ძველი კავშირები აღადგინოთ. სხვათა შორის, ძველი კავშირების აღდგენა გელით საქმიან სფეროშიც.
ჯანმრთელობა
ენერგიული ხართ და კარიერაში წარმატების მიღწევა არ გაგიჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ დაღლილობას ვერ იგრძნობთ, ზედმეტ გადაღლილობასაც არ გირჩევთ. ზოგჯერ საკუთარ თავს სიზარმაცის უფლებაც უნდა მისცეთ. დაისვენეთ, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. კარგი იქნება, თუ ივარჯიშებთ, გაიუმჯობესეთ ფიზიკური ფორმა. ამასთან, მოერიდეთ მკაცრი დიეტის დაცვას. ფიზიკური ჯანმრთელობა კარგი გაქვთ, უნდა მოუფრთხილდეთ ნერვებს.
2 იანვრის შემდეგ გააუმჯობესეთ სოციალური კავშირები. გადახეთ მიზნებს, სურვილებს და გააქტიურდით. რეალურად უნდა იმოქმედოთ, ოცნების კოშკებს ნუ აიგებთ.
17 იანვრის შემდეგ რომანტიკული განწყობა მოიმატებს და მოგინდებათ დაწყვილება, დაწყვილებულებს კი რომანტიკული ურთიერთობების გაუმჯობესება.
იანვრის პოზიტიური დღეები: 18, 20, 22, 25 და 29.
იანვრის ნეგატიური დღეები: 20, 23 და 27.