ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის

თუ გასულ წელს დაიღალეთ, იანვარი დასვენებას, ძალების აღდგენას უნდა დაუთმოთ. შეიძლება უარი თქვათ მეგობრებთან და ნათესავებთანაც კი ურთიერთობაზე. არ გირჩევთ გარშემო მყოფებთან კამათს, კარგას არაფერს მოგიტანთ. უფრო მეტიც, შეიძლება ხალობლებმა თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგონ და კონფლიქტიც წარმოიშვას. მოუფრთხილდით ფინანსების ფლანგვას.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები და ფული

მიხვდებით, რომ თქვენს აქტიურობაზე ცოტაა დამოკიდებული. ამიტომ, იანვარი დაუთმეთ დასვენებას, ყოველდღიური საქმეების შესრულებას. არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ. თვის მეორე ნახევრიდან სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და სამსახურის სფეროშიც და პირად ურთიერთობებშიც. რეტროგრადული მერკურის დროს გაერკვიეთ საკუთარ ემოციებში, შინაგან სამყაროში. ფინანსური მდგომარეობა გექნებათ სტაბილური, მაგრამ ფულის ფლანგვას არ გირჩევთ.

სიყვარული და რომანტიკა

ცვლილებები გსურთ. შეიძლება მოგინდეთ განმარტოება, სიმშვიდე, საყვარელმა ადამიანმა კი ხელი შეგიშალოთ. ზოგიერთი საერთოდ გადაწყვეტს არსებული კავშირის გაწყვეტას. ზოგიერთიც გადაწყვეტს უფრო გაასერიოზულოს რომანტიკული კავშირი. არ გირჩევთ ამ თვეში დაქორწინებას. არც ახალი ნაცნობობა მოგიტანთ სიამოვნებას. რომანები იქნება ხანმოკლე და დაგირღვევთ სულიერ სიმშვიდეს.

ჯანმრთელობა

ყველაფერში დაიცავით ბალანსი. თუ რამე შეგაწუხებთ, სიმპტომებს ნუ გაატარებთ. გაუფრთხილდით კუჭს. კარგი იქნება ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. სასურველია, უქმეებზე მაინც გაემგზავროთ ქალაქგარეთ და დატკბებთ სიმშვიდით, სუფთა ჰაერით.

2 იანვრის შემდეგ მოიმატებს ემოციურობა და მგრძნობელობა. მოგინდებათ ცვლილებები. შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა ტრავმამ.

17 იანვრის შემდეგ მიაქციეთ ყურადღება ფინანსებს. შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. გადახედეთ კარადას და მოიცილეთ ძველი ნივთები.

იანვრის პოზიტიური დღეები: 8,13, 24, 26 და 28.

იანვრის ნეგატიური დღეები: 4, 6 და 7.