დაკვირვებული იყავით ყველა იმ თემის მიმართ, რამაც შეიძლება წარმატება, მატერიალური კეთილდღეობა მოგიტანოთ. მოიმატებს ამბიციურობა და იქნებით მომართული საკუთარი თავის, ნიჭის მეტად გამოვლენაზე. ერთდროულად რამდენიმე პროექტზე ნუ დახარჯავთ ენერგიას, უმჯობესია, ერთზე იყოთ კონცენტრირებული. მოთოკეთ ამბიციები და კოლექტივთან ერთად, შეხმატკბილებულად დაიწყეთ მუშაობა. შანსი გაქვთ დაწინაურების, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები და ფული
მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. ფული მაქსიმალურად ზომიერად და გაანგარიშებულად ხარჯეთ. უმჯობესია, დრო დასვენებაზე, განვითარებაზე დახარჯოთ. ზოგიერთი განაახლებთ ურთიერთობას მივიწყებულ მეგობრებთან, სასიყვარულო ან საქმიან პარტნიორებთან. თვის ბოლოს ნუ დაიტოვებთ ვალებს დაფარეთ გადასახადები. გრანდიოზულ შემოსავალ ნუ ელით. შეიძლება შეფერხდეს ხელფასის მიღება.
სიყვარული და რომანტიკა
მიაქციეთ ყურადღება გარეგნობას, შინაგან სამყაროს. შეიცვალეთ იმიჯი, სტილი, ფიზიკური მდგომარეობა. ნებისმიერი ქმედება თვითშეფასებას აგიმაღლებთ და პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. უკვე არსებული მდგომარეობა მეტად უნდა დაათბოთ და დაატკბოთ. გამორიცხული არაა, აღადგინოთ ის ურთიერთობა, რომელიც უკვე დასრულებული გეგონათ. მარტოხელებს ფლირტი და სასიყვარულო თავგადასავალი უკვე იანვარში გელით, მაგრამ სერიოზული არც ერთი არ იქნება.
ჯანმრთელობა
დეკემბერში დაბადებული თხის რქები ახალი ენერგიით აივსებით, აი, იანვრისები კი ჯერჯერობით ვერ გრძნობთ თავს ლაღად. ამიტომ, მეტად უნდა დაისვენოთ, გამოიძინოთ. ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს, თუნდაც, ერთი საათით მეტი გაატარეთ საწოლში. მოერიდეთ რთული, საპასუხისმგებლო საქმეების შესრულებას. არ გირჩევთ მკაცრი დიეტის დაცვას. კარგი იქნება სუფთა ჰაერზე სეირნობა. აი, აქტიურ დასვენებას კი არ გირჩევთ, ტრავმულობა მომატებულია. შეეხმიანეთ სპეციალისტს, რათა თავიდან აირიდოთ ქრონიკული დაავადებების გართულება.
2 იანვრის შემდეგ დაისახეთ ახალი გეგმა, მიზანი. ყველა სფეროში - კარიერა, მატერიალური, პირადი - უნდა გააქტიურდეთ.
17 იანვრის შემდეგ გადახედე გარემოცვას და შეამცირეთ, ზოგ შემთხვევაში კი სრულიად გაწყვიტეთ ურთიერთობა ტოქსიკურ ადამიანებთან. ნუ იქნებით ენერგეტიკული და ფინანსური დონორი.
იანვრის პოზიტიური დღეები: 2, 5, 10, 14 და 18.
იანვრის ნეგატიური დღეები: 23, 27 და 30.