ავტორი:

იანვრის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

იანვრის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

23 იანვრამდე ვენერა მოგზაურობს მშვილდოსნის ნიშანში. ამან შეიძლება გამოიწვიოს თავგადასავლებისა და ახალი გამოცდილების წყურვილი. შეიძლება გაგიჩნდეთ ძლიერი სურვილი, სცადოთ რაიმე ახალი და განსხვავებული თქვენს ურთიერთობაში. შეგიძლიათ გახდეთ უფრო გახსნილი და კომუნიკაბელური. ზოგიერთი ახალ რომანტიკულ ურთიერთობას დაიწყებს. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მშვილდოსანი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოყვარული ნიშანია და შეიძლება მოგინდეთ თავისუფლება თქვენს ამჟამინდელ ურთიერთობებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები და უთანხმოება. ვენერას ტრანზიტის დროს მშვილდოსანში შეგიძლიათ მიიღოთ მრავალი ახალი გამოცდილება და განვითარების შესაძლებლობა სიყვარულისა და ურთიერთობების სფეროში. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი ღირებულებები და საჭიროებები ასევე მნიშვნელოვანია. შეეცადეთ იპოვოთ ბალანსი და ისიამოვნეთ ამ ხელსაყრელი დროით! ამ დროს შესაძლოა ახალი მოვლენები მოხდეს ოჯახურ ცხოვრებაში. შეგიძლიათ იპოვოთ ახალი გზები პარტნიორთან დროის გასატარებლად და საინტერესო პროექტების დასაწყებად ან ერთად მოგზაურობისთვის. გახსოვდეთ თქვენი პასუხისმგებლობები და რომ თქვენი ოჯახის კეთილდღეობა ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს.

23-ში ვენერა გადადის თქვენი კარიერის სექტორში, ამიტომ ბევრ ვერძს რომანტიკის დრო არ ექნება. ოჯახის წევრები შეძლებენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრას, რაც ახლობლებს აწუხებთ. ან შესაძლოა თქვენს სახლში მოხდეს სასიხარულო მოვლენა, დღესასწაული.

კურო

იანვარში თავგადასავლების მოყვარულად იგრძნობთ თავს, რომანტიკულ ურთიერთობებში ახალი გამოცდილებისთვის გახსნილი იქნებით. ვენერა ამ დროს მშვილდოსანშია. ეს ნიშანი ასოცირდება კვლევასთან, მოგზაურობასა და თავგადასავალთან და ეს გავლენა შეიძლება დაგეხმაროთ კომფორტის ზონიდან გამოსვლაში, რაღაც ახალი რომ სცადოთ პირად ცხოვრებაში. თუმცა, მნიშვნელოვანია ფრთხილად იყოთ, რომ თავგადასავლებმა არ გამოიწვიოს სარისკო ან არაჯანსაღი სიტუაციები. მიუხედავად იმისა, რომ ვენერას ეს ტრანზიტი შეიძლება იყოს ამაღელვებელი და გამამხნევებელი, ასევე მნიშვნელოვანია ფოკუსირება ჯანსაღი, გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებაზე.

იანვარმა შესაძლოა პრობლემები მოგიტანოთ პირად ცხოვრებაშიც. ეს შეიძლება იყოს კონფლიქტები, უთანხმოება ან პრობლემები. საკუთარ და პარტნიორის მოთხოვნილებებს შორის ბალანსის პოვნა გჭირდებათ. მოერიდეთ უსაფუძვლო ეჭვიანობას. პრობლემების მოსაგვარებლად, ორიენტირებული უნდა იყოთ კომუნიკაციაზე და მზად კომპრომისისთვის. ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან რჩევა და მხარდაჭერა. კარგი იქნება მეტი დრო გაატაროთ ერთად, მოაწყოთ რომანტიკული საღამო ან ერთად მოინახულოთ რამდენიმე საინტერესო ადგილი, შაბათ-კვირას გახვიდეთ ქალაქგარეთ.

ტყუპი

ტყუპებისთვის ეს თვე შეიძლება იყოს გაზრდილი სოციალური აქტივობისა და კომუნიკაციის პერიოდი. ბუნებით ისედაც კომუნიკაბელური ხართ, გსიამოვნებთ ახალი ადამიანების გაცნობა, მათთვის იდეების გაცვლა. პირად ცხოვრებაში საინტერესო მოვლენები გელოდებათ. ვენერა, სიყვარულისა და ურთიერთობების პლანეტა, გადის მშვილდოსნის ნიშანს. მას შეუძლია რამდენიმე არატრადიციული და საინტერესო რომანტიკული თავგადასავალი მოგიტანოთ. დამოუკიდებელი, კრეატიული და თავისუფლებისმოყვარე ადამიანები მიგიზიდავთ. თავადაც უფრო ღია იქნებით თავისუფალი ურთიერთობისთვის. არსებულ სასიყვარულო კავშირში შესაძლოა მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს. ზოგიერთმა შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი სოციალური და რომანტიკული ურთიერთობები ჩვეულებრივზე უფრო არასტაბილურია. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენგან შორს ცხოვრობს, მაშინ ეს კარგი დროა მის სანახავად. თუ მარტოხელები იანვარში მოგზაურობას გეგმავთ, მაშინ პლანეტები თავბრუდამხვევ რომანს გპირდებიან.

23 იანვარს ვენერა გადადის თქვენი კარიერის სახლში. ბევრ ტყუპს რომანტიკისთვის აღარ ეცლება, სამუშაო პირველ ადგილზე იქნება. ეს კარგი დროა დაქორწინებული წყვილებისთვის, რათა დაგეგმონ წლის გეგმები და იფიქრონ იმაზე, თუ რისი ყიდვა სურთ თავიანთი სახლისთვის. ზოგიერთის ოჯახში მოხდება საბედისწერო მოვლენები: ვიღაც გახდება მშობელი, შეიძლება შეგეძინოთ შვილიშვილი. იანვრის ბოლო კვირა შესაფერისია ქორწინებისა და თანაცხოვრების დასაწყებად.

კირჩხიბი

23 იანვრამდე სიყვარულისთვის დრო არ გექნებათ. ყველა ფიქრი, ისევე როგორც ქმედება, გამახვილებული იქნება საყოფაცხოვრებო და საოჯახო საკითხების მოგვარებაზე. ზოგიერთს მოგიწევთ მოხუც ნათესავებზე ზრუნვა და ეს ადვილი ტვირთი არ არის. აკონტროლეთ თქვენი ემოციები, რათა არ გააფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან. დაძაბულობა და გაბრაზება უარყოფითად აისახება თქვენს სამუშაო საკითხებზე. ოჯახის უფროს წევრებს განსაკუთრებული მხარდაჭერა დასჭირდებათ. თუ არ შეგიძლიათ მათთან ხშირი მისვლა, უფრო ხშირად დაურეკეთ. თუ შვილები გყავთ, ნება მიეცით მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ ბებია-ბაბუასთან. შეიძლება რომანტიკული გრძნობები გაგიჩნდეთ თანამშრომლის მიმართ ან მის მიმართ, ვისაც რეგულარულად ხედავთ სპორტდარბაზში ან სამსახურისკენ მიმავალ გზაზე. სიხარულსა და კმაყოფილებას მოგიტანთ პარტნიორის მარტივი ჟესტები, როგორიცაა სახლში დახმარება ან თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მარტოხელები ურთიერთობაში ეძებთ სტაბილურობას და დახმარებას. ახალ პარტნიორთან შეხვედრა შეიძლება მოხდეს პარკში, როცა ძაღლს ასეირნებთ ან სამსახურში.

ლომი

მარტოხელებს იანვრის პირველ დეკადაში მოგინდებათ დასვენება და მოგზაურობა. ეს მშვენიერი პერიოდია დასვენებისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის. დაქორწინებული წყვილებისთვის წინა პლანზე წამოიწევს ბავშვებისა და ხანდაზმული ნათესავების საკითხები. მოგიწევთ მათზე ზრუნვა. გახშირდება თქვენს მეუღლესთან საუბარი ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ფინანსებზე და ბავშვის აღზრდაზე. გამოავლინეთ მოთმინება და თავშეკავება, მაინც თქვენ მოგიწევს მათთან გამკლავება. იანვრის ბოლოს შეიძლება მოხდეს ადამიანთან შეხვედრა, რომლის შეხედულებებიც თქვენსას ემთხვევა. ერთად არა მარტო კომფორტულად იგრძნობთ თავს, არამედ ყოველთვის გექნებათ სალაპარაკო თემა. ზოგიერთმა შესაძლოა კოლეგასთან დაიწყოთ რომანი. ან რომელიმე თანამშრომელი გაგაცნობთ სასიამოვნო და საინტერესო ადამიანს. არ არის გამორიცხული, ახალ პარტნიორს შეხვდეთ შინაურ ცხოველთან ერთად სეირნობისას ან კლინიკაში ვიზიტისას.

ქალწული

23 იანვრამდე ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან, შექმენით ჰარმონიული და მზრუნველი ატმოსფერო. ეს პერიოდი საუკეთესოა კომუნიკაციის, თანაგრძნობისა და ურთიერთგაგებისთვის. მარტოხელებს გელოდებათ გაცნობა და მეგობრობა. ასეა თუ ისე, თქვენი სოციალური წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდება. დაოჯახებულებმა სასურველია თქვენი დროის უმეტესი ნაწილი ნათესავებსა და შვილებს დაუთმოთ. შეყვარებული წყვილები გადაწყვეტენ თავიანთი რჩეული მშობლებს გააცნონ. მშვენიერი თვეა ნიშნობისა და ქორწილის დაგეგმვისთვის.

23 იანვრიდან ზოგი დასვენებას და დროის უდარდელად გატარებას ამჯობინებს. მოგინდებათ დივანზე დაწოლა, დაძინება და მომავალზე ოცნება. ვინც ჯერ კიდევ თავისუფალია შეიძლება შეხვდეს სასიამოვნო ადამიანს. დაოჯახებულებმა მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად და ბავშვებსაც მიაქციეთ ყურადღება.

სასწორი

ვენერა - თქვენი მმართველი პლანეტა თქვენ მე-3 სახლში 23 იანვრამდე იქნება. ეს დადებითად აისახება რომანტიკულ ურთიერთობებზე. მარტოხელებში ზოგიერთმა ნაცნობმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული ურთიერთობები. თავად წარმოუდგენლად მომხიბვლელი და მიმზიდველი ხართ საპირისპირო სქესისთვის. ბუნებრიობა კომუნიკაციაში დაგეხმარებათ, ბევრი ადამიანი გაიცნოთ ინტერნეტით. ზოგი მოგზაურობის დროს შეხვდება თავის ადამიანს, ზოგი კი რამდენიმე წლით უმცროს პარტნიორს იპოვის. თუ უკვე გყავთ საყვარელი ადამიანი, მაშინ გააცანით მშობლებს. 23 იანვრიდან აქცენტი გადადის სახლში ჰარმონიული და მოსიყვარულე ატმოსფეროს შექმნაზე. ეს ხელს უწყობს სასწორს, პრიორიტეტი მიანიჭოს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას, გამოხატოს მათდამი სიყვარული და მზრუნველობა. შექმნას სასიყვარულო და მზრუნველი ატმოსფერო ურთიერთობაში. ამ დროს ყურადღება გაამახვილეთ კომფორტის შექმნაზე. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებლის გარემონტება, გადაკეთება ან ხშირი შეხვედრები საყვარელ ადამიანებთან მშვიდ და მყუდრო გარემოში. ურთიერთობაში შეიძლება წარმოიშვას კონფლიქტები ან გადაუჭრელი საკითხები, მაგრამ ვენერას გავლენა გიბიძგებთ, რომ ისინი სიყვარულითა და თანაგრძნობით მოაგვაროთ.

მორიელი

23 იანვრამდე რომანტიკული ნაცნობობის შანსი მოიმატებს. იყავით აქტიური, რომ დაწყვილდეთ, გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება. სავსე ხართ პოზიტივით და, რაც მთავარია, საპირისპირო სქესისთვის უჩვეულოდ მიმზიდველი. დაიწყებთ ყურადღების მიქცევას, საინტერესო პიროვნებების გაცნობას, მაგრამ ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, გაიცანით ადამიანი სხვადასხვა მხრიდან. ნუ გადავარდებით ილუზიებში ნუ გააიდეალებთ პარტნიორს, იყავით უფრო რეალისტური ურთიერთობაში. მორიელი ქალები ბედნიერები იქნებით. ბევრ საჩუქარს, კომპლიმენტს მიიღებთ. იანვრის ბოლოს საინტერესო ადამიანი შეიძლება მეგობარმა გაგაცნოთ. არც სოციალურ ქსელებში არაა გამორიცხული რომანი ან მეგობრობა დაიწყოთ. იყავი უფრო მობილური. ნუ იტყვით უარს შეხვედრებზე, გართობასა და დასვენებაზე. სწორედ იქ შეიძლება ბედმა შეგახვედროთ საყვარელ ადამიანს.

მშვილდოსანი

23 იანვრამდე ვენერა მოძრაობს თქვენს ნიშანში, შემდეგ კი გადადის თქვენი ფინანსების სექტორში. თავისუფალი მშვილდოსნები დაემშვიდობებით მარტოობას. შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც მთელი გულით შეიყვარებთ. იანვარში ზოგი ისიამოვნებთ ცხოვრებით და მიიღებთ სიხარულს ყველაფრისგან, რასაც აკეთებს. მაგალითად, თეატრსა და რესტორანში სიარული, შოპინგი ან ინტიმური ურთიერთობა. ზოგიერთი გადაწყვეტთ, შეცვალოთ გარეგნობა და ჩაცმის სტილი. ზოგიერთი გადაწყვეტთ ნებისმიერი გზით მოიპოვოთ საზოგადოებაში გავლენიანი ადამიანების კეთილგანწყობა. არ არის გამორიცხული მდიდარ ადამიანთან შეხვედრა. დაოჯახებულებს ჰარმონიული ურთიერთობა გაქვთ მეუღლესთან. არაფერი შეუშლის ხელს თქვენს იდილიას. ერთმანეთს მხარს დაუჭერთ და ოპტიმიზმით აავსებთ, რაც ხელს შეუწყობს ვნებისა და რომანტიკის შენარჩუნებას. ზოგიერთი სახლში რემონტს დაიწყებს და ამის გამო კამათი და კონფლიქტი არ არის გამორიცხული. გირჩევთ, ერთად და მშვიდად განიხილოთ ოჯახში დაგეგმილი ყველა ცვლილება.

თხის რქა

თქვენი განწყობა თვის პირველ სამ კვირაში არ არის ხელსაყრელი რომანტიკისა და გაცნობისთვის. განსაკუთრებით სერიოზული და გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის. 23 იანვარს ვენერა გადმოდის თქვენს ნიშანში. ეს დრო შესაფერისია სასიყვარულო ფრონტზე ცვლილებებისთვის. მაგნიტივით, მოიზიდავთ საინტერესო და მიმზიდველ პარტნიორებს. მაგრამ უნდა გადაწყვიტოთ, გსურთ დაკარგოთ თავისუფლება და დაიწყოთ ურთიერთობა კონკრეტულ ადამიანთან? არ არის გამორიცხული, უფრო მეტად დაგაინტერესოთ კარიერულმა საკითხებმა, ფულმა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებამ. გირჩევთ, მარტოხელები იყოთ უკიდურესად გულწრფელი საკუთარ თავთან. იანვრის დასაწყისში შეყვარებული ადამიანები სევდასა და ნოსტალგიაში იქნებიან. შესაძლებელია, რომ თქვენს რჩეულთან ურთიერთობამ უკვე გაიარა ტკბობის ეტაპი. პარტნიორთან შესაძლოა, ჩხუბი თვის პირველ და მეორე დეკადაში ეჭვიანობის ან სამსახურში გადატვირთვის გამო მოხდეს. დაღლილობა, დაძაბულობა და გაღიზიანება უარყოფითად იმოქმედებს რომანტიკულ კავშირზე. სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი გზა ყველაფერზე ღიად და მშვიდად საუბარია. მაგრამ იანვრის მესამე დეკადა, როცა ვენერა თქვენს ნიშანში გადმოვა, დაოჯახებული თხის რქისთვის ჰარმონიული და ბედნიერი იქნება. თქვენი ურთიერთობა მეუღლესთან გახდება უფრო სანდო, მგრძნობიარე და ნაზი.

მერწყული

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მარტოხელმა მერწყულმა შეძლოს პირადი ცხოვრების გაუმჯობესება. თუ პარტნიორის პოვნაზე ხართ ორიენტირებული, მაშინ ეს არ არის წარმატებული თვე. დაფიქრდით, თვითონ თუ ხართ მზად სერიოზული და, განსაკუთრებით, ოფიციალური ურთიერთობისთვის. უმჯობესია, იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე. ნებისმიერი ექსპერიმენტი მისასალმებელია! უფრო მეტიც, ამით მეტი ყურადღებას იგრძნობთ საპირისპირო სქესის მხრიდან. ზოგიერთის თაყვანისმცემელთა რიგები გაიზრდება. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ლამაზ სიტყვებს შეუძლიათ ილუზიებში გადაგაგდონ. ოცნებები და იმედები კი ხშირად დამღუპველია. ზოგიერთი გააბამს რომანს დაქორწინებულთან, ფარულ კავშირს. კარგია, თუ არ იფიქრებთ ამ ურთიერთობაზე ლაპარაკს ან საცხოვრებლად ერთად გასვლა. ნებისმიერ ურთიერთობაში – ძველსა თუ ახალში, შეეცადეთ აჩვენოთ თქვენი საუკეთესო მხარე. მაგრამ ფარსის გარეშე, მშვიდად და თავდაჯერებულად. დაოჯახებული მერწყულებისთვის დაძაბული და კონფლიქტებით სავსე თვეა მოსალოდნელი. და განსაკუთრებით რთული იქნება იმ მეუღლეებისთვის, რომლებიც ამ მდგომარეობაში იმყოფებიან დიდი ხნის განმავლობაში. თუ რამეს შეცვლას ან განცალკევებას გადაწყვეტთ, მაშინ ამ საკითხს გააზრებულად მიუდგეთ. მოერიდეთ სპონტანური ქმედებებს ან ელვისებურ დასკვნებს. იანვარი მდიდარია მეგობრებთან შეხვედრებით, მოგზაურობითა და გართობით. მაგრამ უკვე 23 იანვრიდან მეტი დრო გაატარეთ შეყვარებულთან.

თევზები

იანვარში უფრო ჭკვიან, მიზანდასახულ და მდიდარი შინაგანი სამყაროს მქონე ადამიანებს მიიზიდავთ. პარტნიორთან სულიერი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანი იქნება. გაქვთ შანსი შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც ცხოვრება მშვიდი და ხალისიანი იქნება. ასეთ მეგობარსა და შეყვარებულზე შეგიძლიათ მხოლოდ იოცნებოთ, რადგან შეგიძლიათ მთელი ღამე ესაუბროთ მას სხვადასხვა თემაზე. თუმცა, ბევრი უფრო მეტად იქნება დაკავებული სამუშაოთი, ვიდრე პირადი ცხოვრებით. ამიტომ ზოგიერთი საოფისე რომანს დაიწყებს, სტატუსით მაღლა მდგომ ადამიანთან ან ბიზნესპარტნიორთან. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ სპორტდარბაზში, კლუბში ან შემოქმედებით ჯგუფში. ურთიერთობა მეგობრობით დაიწყება, მაგრამ რომანტიკულად გაგრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ ამ ურთიერთობამ რეესტრში მიგიყვანოთ. სხვათა შორის, ზოგიერთმა შეიძლება მეგობართან გააბათ რომანი.