იქნება კონფლიქტები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საჭიროა ნაკლები დრამა და მეტი ანალიზი - ივნისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

იქნება კონფლიქტები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საჭიროა ნაკლები დრამა და მეტი ანალიზი - ივნისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

ივნისში არის თვე, სადაც დაძაბულობა, სიბრძნე და გრძნობები ერთმანეთშია გადაჯაჭვული. ჩვენ უნდა ვიყოთ გონივრულები, დაკვირვებულები და შევძლოთ გავუშვათ ძველი, არაფრისმომცემი, რათა გამოვუთავისუფლოთ ადგილი ახალს. ამ თვეში საინტერესო მოვლენები გველოდება. მარტო ის რად ღირს, რომ იუპიტერი დიდი ბედნიერების პლანეტა ტყუპიდან კირჩხიბის ზოდიაქოში გადადის. თუმცა. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად:

5 ივნისს მერკურისა და მარსის ასპექტს მოაქვს ჰარმონია აზროვნებასა და მოქმედებას შორის. ფიქრები ნაპერწკლებივით იფეთქებს. ეს არის მკვეთრი გონების, თამამი გადაწყვეტილებებისა და შთაგონების დღეები, როდესაც სიტყვები იარაღია და იდეები - თავბრუდამხვევი. ახლა იდეები პოულობენ ენერგიას განხორციელებისთვის და კომუნიკაცია ხდება ძლიერი და დამაჯერებელი.

6 ივნისს ვენერა გადადის თავისი მმართველობის ნიშანში - კუროში. ვენერა გააღვიძებს სენსუალურობას, სტაბილურობასა და სილამაზის სურვილს, მოაქვს კომფორტის, სიამოვნებისა და ჰარმონიის განცდა. ფულის გამომუშავება შეიძლება სილამაზის შექმნით, პროდუქტების რეალიზებით, ფლორისტობით, დიზაინერობით ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხებით.

7 ივნისს პლანეტების საინტერესო კონფიგურაცია გველოდება. დროა ისწავლოთ, იყოთ შთაგონებული და გასცდეთ ჩვეული აზროვნების საზღვრებს. ინფორმაცია, თითქოს სხვა განზომილებიდან, შეიძლება მოვიდეს სიზმარში ან იყოს მინიშნებები.

8 ივნისს მერკური გადავა კირჩხიბში, იქნება აზრები ემოციების, ოჯახური თემების, ფესვების, ინტუიციის სფეროში. აზრები უფრო ღრმა, ინტუიციური ხდება, გაჩნდება საკუთარი ემოციების გაანალიზების სურვილი.

9-10 ივნისს მერკური ქმნის დაძაბულ ასპექტს სატურნთან და ნეპტუნთან, რაც იძლევა მიდრეკილებას გადაჭარბებული შესაძლებლობების, ექსცესების, ხმამაღალ განაცხადებს შინაარსის გარეშე. იქნება დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემები, შესვლის/გასვლის აკრძალვები, კონფლიქტები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მენეჯმენტი ამ დღეების მთავარი პრობლემაა. მოერიდეთ ტყუილს, აფერისტობას, აირჩიეთ მხოლოდ ის, რაც კანონიერი და ოფიციალურად დადასტურებულია.

10 ივნისს იუპიტერი - დიდი ბედნიერების პლანეტა - ერთი წლით გადადის კირჩხიბის ნიშანში. დიდი ციკლი იწყება ემოციური სიმწიფით, სხვებზე ზრუნვით, სულიერებითა და ფესვებთან დაბრუნებით. გახშირდება ოჯახური შეკრებები, გაიზრდება ოჯახების (ოჯახის წევრთა) რაოდენობა. ადამიანებს მოუნდებათ ტრადიციების, ნათესავებთან ურთიერთობის აღდგენა.

11 ივნისს, სავსემთვარეობა გველოდება მშვილდოსნის 21-ე გრადუსზე, 11:44-ზე. ამ დღეს კუროში მყოფი ვენერა ჰარმონიულ ასპექტს ქმნის კირჩხიბში მყოფ მერკურისთან. გრძნობებისა და სიტყვების ჰარმონიის დღეა, სიყვარულისა და შემოქმედებითი იდეების. ბევრი რამ, რაც იმალებოდა, აშკარა ხდება. ეს ის მომენტია, როდესაც ყველამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: სად მივდივარ და რატომ? ჭეშმარიტება ვლინდება, არსებობს ლტოლვა თავგადასავლის, ცოდნისა და შთაგონების ძიებაში. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ სავსემთვარეობაზე ემოციები ბობოქრობს და მეტად ფრთხილები უნდა ვიყოთ.

13-16 ივნისს პლანეტების კონფლიქტური კონფიგურაციის გამო იმატებს დაძაბულობა, მოულოდნელი ცვლილებები, გამოწვევები. პერიოდი, როდესაც მნიშვნელოვანია არ შეხვიდეთ კონფლიქტებში და შეინარჩუნოთ სიმშვიდე. შესაძლებელია ბრაზის აფეთქებები, იმპულსური მოქმედებები, სიყვარულში უსიამოვნება, გაურკვევლობა ფინანსებში. ერთი სიტყვით, ვართ ყველასა და ყველაფრის მიმართ ფრთხილად და ვმოქმედებთ გააზრებულად.

17 ივნისს აგრესიული და ცეცხლოვანი მარსი ქალწულში გადადის. რაციონალური მოქმედება, მეთოდურობა და დეტალებისადმი ყურადღება გახდება მთავარი. ყურადღება გამახვილებულია დეტალებზე, ჯანმრთელობაზე, მუშაობაზე. საჭიროა ნაკლები დრამა და მეტი ანალიზი, რაც ნიშნავს, რომ ცხოვრება ორგანიზებულად უნდა მიმდინარეობდეს. კარგი დროა პროფილაქტიკური ზომების მისაღებად, ვარჯიშის ან მკურნალობის კურსის დასაწყებად.

21 ივნისს მზე გადავა კირჩხიბში და ამ დღეს არის ზაფხულის მზებუდობა. ამ დღიდან დღე იკლებს, ძლიერი განახლების, ემოციური დღეა. აკონტროლეთ ყველაფერი და შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რაც არ უნდა ხდებოდეს.

22-23 ივნისს მზე დაძაბულ ასპექტებშია სატურნთან და ნეპტუნთან: მნიშვნელოვანია, არ აჰყვეთ ილუზიებს და მიჰყვეთ რეალურ მიზნებს. ამ დღეებმა შეიძლება მოიტანოს განსაცდელი, იმედგაცრუება, თუმცა, ასევე შეიძლება რაღაც სამუდამოდ გაქრეს, მაგრამ ეს ასევე გააჩენს ადგილს რაღაც ახლისთვის.

24-25 ივნისს მზე იუპიტერთან ერთად ხელს უწყობს პროექტების განვითარებას, სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების გადაჭრას, საზღვარგარეთ ინტეგრაციას, კარიერულ წინსვლას.

25 ივნისს, 14:31 საათზე, კირჩხიბში ახალმთვარეობა გველოდება და პლანეტების კონფიგურაცია ხელს უწყობს ძლიერი ინტუიციური ზრახვების დაბადებას. ეს არის ძლიერი დასაწყისი - სულიერი, ემოციური, ოჯახური. ახალმთვარეობას მოაქვს არა მხოლოდ სინათლე, არამედ ზრდა. მშვენიერი დროა გაფართოებისთვის, რომელიც ასოცირდება სახლთან, საყვარელ ადამიანებთან, ზრუნვასთან, დედობასთან, ოჯახთან.

27 ივნისს მერკური ლომში გადადის. აზრები ხდება უფრო ნათელი, უფრო თავდაჯერებული, მეტყველებაში ვლინდება ცეცხლოვანება, ლიდერობა და ქარიზმა. ეს ის დღეებია, როცა შეგიძლიათ ხმამაღლა ისაუბროთ, შეასრულოთ, წარმოადგინოთ, დაწეროთ ან შთააგონოთ სხვები.

27-28 ივნისს სიმართლე ირკვევა და თქვენც უნდა დაიცვათ თქვენი პოზიცია. სიტყვებს შეუძლიათ შეცვალონ რეალობა, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს: მოგიწევთ პასუხის გაცემა ნებისმიერ სიტყვაზე, ძალასა და ზეწოლაზე.