ავტორი:

იყავით ფრთხილად სითხეებთან, მედიკამენტებთან, მოერიდეთ გაუგებრობებს გარშემო მყოფებთან, რას მოგვიტანს ბუნდოვანი ახალმთვარეობა ტყუპში

იყავით ფრთხილად სითხეებთან, მედიკამენტებთან, მოერიდეთ გაუგებრობებს გარშემო მყოფებთან, რას მოგვიტანს ბუნდოვანი ახალმთვარეობა ტყუპში

ახალმთვარეობას ველოდებით 18 ივნისს, ტყუპის 27 გრადუსში, 8:38-ზე. ახალმთვარეობამდე ადამიანები უჩივიან უენერგიობას, თავის ტკივილს, უხასიათობას. ნუ დაატანთ თავს ძალას, იყავით მშვიდი და გაწონასწორებული. არ გირჩევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. მეტად დაისვენეთ. იყავით პოზიტიურ განწყობაზე. ეცადეთ, ილაპარაკოთ და იფიქროთ მხოლოდ დადებითზე.

ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები, სურვილები, რასაც მთვარის ამ თვეში, მომდევნო ახალმთვარეობამდე - 17 ივლისამდე, განახორციელებთ.

კარგი ამბავი ისაა, რომ მთვარის ამ თვეში არ გველოდება დაბნელებები და არც სწრაფი პლანეტების რეტროგრადული სვლა. ამიტომ სასურველია, ახალი საქმეების დაწყება. რადგან ახალმთვარეობა ტყუპშია და ტყუპის მმართველი პლანეტა მერკურიც თავისსავე ნიშანშია. ამ თვის აქტუალური თემები უნდა იყოს დაკავშირებული სწავლასთან, კომუნიკაციასთან, გადაადგილებასთან, ხელშეკრულებების გაფორმებასთან, სატრანსპორტო საშუალებებთან. არ გირჩევთ შიშებზე აყოლას. უმჯობესია, პოზიტიურად იაზროვნოთ, იფიქროთ და ისაუბროთ.

18 ივნისს, ახალმთვარეობის დღეს მზე და მთვარე ერთ ნიშნაში - ტყუპშია და ცუდად უპირისპირდებიან ნეპტუნს - ბუნდოვანებისა და ტყუილების პლანეტას და მათ გავლენა მთელი ამ თვის განმავლობაში ვიგრძნობთ (პლანეტების ზუსტი ასპექტი გველოდება 19 ივნისს). ეცადეთ, არ გაეხვეთ საეჭვო სიტუაციებში. მოერიდეთ აფერისტ ადამიანებს. არ გირჩევთ ალკოჰოლისა და სხვა მათრობელა საშუალებების მიღებას. იყავით ფრთხილად სითხეებთან, წყალთან, მედიკამენტებთან. მოერიდეთ გაუგებრობებს გარშემო მყოფებთან. სასურველია, ყველასთვის გარკვევით და გასაგებად ისაუბრო და თავადაც გაერკვეთ დეტალებში, რათა არავინ მოგატყუოთ.

ამავე დღეს გველოდება სატურნისა და იუპიტერის მეგობრული ასპექტი, (პლანეტების ზუსტი ასპექტი გველოდება 19 ივნისს), რაც დაგვეხმარება გავიუმჯობესოთ საქმეები. დაისახეთ ხანგრძლივვადიანი პროექტები, საქმეები; კარიერული წინსვლა. კარგ შედეგს მოგიტანთ უცხოელებთან თანამშრომლობა; ურთიერთობების მოგვარება სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო კავშირებთან. იყავით მიზანმიმართული, დაკვირვებული და გააზრებული. მომენტალურ გამარჯვებას ნუ ელოდებით, წარმატება მოვა, მაგრამ მოგვიანებით. მოგინდებათ სტაბილურობა საქმეებში, ურთიერთობებში, ფინანსურ საკითხებში.

ახალმთვარეობის შემდეგ, - 21 ივნისს მარსი ლილიტს შეურთდება, მაგრამ გავლენას პლუს/მინუს 3 დღე ვიგრძნობთ. იყავით ფრთხილი, გარშემო მყოფებში მოიმატებს აგრესიულობა და კონფლიქტურობა. აკონტროლეთ ემოციები.

26 ივნისს კი მარსი დაუპირისპირდება ურანს (გავლენას ვიგრძნობთ პლუს/მინუს 3 დღე). არ გარისკოთ, განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება ცივ ან ცეცხლსასროლ იარაღს, ინსტრუმენტებს, დენს; შეძლებისდაგვარად შეიკავეთ თავი გეგმიური ქირურგიული ოპრაციებისგან; იყავით ფრთხილი და დაკვირვებული.

28 ივნისს ვენერა შეუერთდება ლილიტს (ცდუნებები, შიშები). პლუს/მინუს 2 დღე ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, ნუ გაიკეთებთ პლასტიკურ ოპერაციებს; ფრთხილად ფინანსური საკითხების მოგვარებისას; არ გირჩევთ საქორწინო კონტრაქტის გაფორმებას; ქორწინებას ან ნიშნობას.

კარგი დღეებია 30 ივნისი და პირველი ივლისი. ამ დღეებში შეგიძლიათ დაიწყთ ახალი საქმეები, გააფორმოთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები.

ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, ტყუპის ნიშნებზე და გასაკუთრებით მათზე, ვინც 15-21 ივნისის შუალედში ხართ დაბადებულები. ახლა თქვენი დროა, იყავით მზად სასიამოვნო სიახლეებისთვის; ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები და გააქტიურდით მათ განსახორციელებლად. მეტი შრომა და საქმიანობაში დაკვირვებულობა გელოდებათ 14-20 მარტს, 16-22 სექტემბერს, 15-21 დეკემბერს დაბადებულებს. მეტად გაბედულად უნდა იმოქმედოთ, გააქტიურდით გამარჯვებისთვის, მიიღებთ ახალ შემოთავაზებს და დაკვირვებით განიხილეთ ისინი. ჰარმონიული ცვლილებები გელოდებათ 12-18 თებერვლის, 13-19 აპრილის, 16-22 აგვისტოს და 17-23 ოქტომბრის შუალედში დაბადებულებს. მიაქციეთ ყურადღება მინიშნებებს. იყავით მზად პოზიტიური სიახლეებისთვის, ახალი შესაძლებლობებისთვის.

ბედნიერ ახალმთვარეობას გისურვებთ! გაეცანით ახალმთვარეობის პროგნოზს, რათა შეძლოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა.