ავტორი:

იუპიტერი ვერძში: ვის ელოდება ბრძოლა და ვისთვის გამოიდარებს, პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის

იუპიტერი ვერძში: ვის ელოდება ბრძოლა და ვისთვის გამოიდარებს, პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის

11 მაისს იუპიტერი ვერძში გადადის 2022 წლის 28 ოქტომბრამდე. შემდეგ დაბრუნდება თევზებში და წლის ბოლოს, 21 დეკემბერს ისევ დაბრუნდება ვერძში 2023 წლის 17 მაისამდე. ეს ტრანზიტი საინტერესო ცვლილებებს ჰპირდება თითოეულ ადამიანს, რადგან იუპიტერის არის ბედნიერების, სიბრძნის, წარმატების, სოციალური სტატუსის, გაფართოების, კეთილდღეობის, დიდი ფულის სიმბოლო. იუპიტერი კეთილი პლანეტაა და კონკრეტულ ნიშანში ან სახლში მოხვედრის დროს გეძლევათ წარმატების მიღწევის შანსი. ამასთან, იუპიტერი სოციალური პლანეტაა და მას გავლენა ექნება მსოფლიო მოვლენებზე, სოციუმზეც და ადამიანებზეც.

ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია, ეს არის ახალი ციკლის დაწყების სიმბოლოა; გაიხსენეთ, როცა მზე ვერძის პირველ გრადუსში გადადის, ასტრონომიული ახალი წელი იწყება, მას გაზაფხულის ბუნიობასაც ეძახიან. ვერძი ცეცხლოვანი, ცოტა ეგოისტური, აზარტული ნიშანია, საკუთარ თავზეა კონცენტრირებული. საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება სურს, მიზნების განხორციელება. ახასიათებს დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა, ამიტომ, იუპიტერის ვერძში ყოფნის დროს ჯერ კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს გააკეთებთ.

ვერძში იუპტერის გადასვლის დრო ბევრ ადამიანს მოუნდება გააქტიურება. მოიმატებს ამბიციურობა, საზღვრების გაფართოების, საბინაო პირობების, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი. მაგრამ ნუ დაელოდებით, სასწაულებს, თავად უნდა გააქტიურდეთ და მოცემული შანსი, შესაძლებლობა არ გაუშვათ ხელიდან. უმეტესობამ შეიძლება საბედო გაიცნოს საზღვარგარეთ, ან უცხოეთში გაემგზავროთ სასწავლებლად, სამუშაოდ. გაუმართლებთ მათ, ვინც დაკვირვებულობას და სითამამეს გამოავლენს. აქვე გეტყვით, რომ 29 მაისს მარსი იუპიტერის შეერთება გველოდება და უმეტესობა იგრძნობს ენერგიას, მიზანსწრაფულობას; გააქტიურდებით, რომ განვითარდეთ, გაუმჯობესდეთ, მიაღწიოთ სასურველს. ამასთან, გაფრთხილდით, რომ არ "გადაიწვათ". გამონახეთ დრო დასვენებისთვის, საკუთარი თავის განებივრებისთვის. მოერიდეთ საკუთარი მოსაზრებების დამტკიცებას აგრესიულად, ჩხუბით. ადამიანებს მოუნდებათ თავისუფლებისთვის, საკუთარი პირადი საზღვრებისთვის ბრძოლა.

რა თქმა უნდა, იუპიტერი არის დიდი ბედნიერების და კეთილდღეობის პლანეტა, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და ისიც უნდა გავითვალისწინოთ. ვერძის მმართველი მარსია - მებრძოლი. იუპიტრის ვერძში გადასვლის დროს ადამიანებში მოიმატებს გმირის გამოძებნის სურვილი. ასეთებიც გამოჩნდებიან და სწორედ გმირები მოახდენენ გავლენას სოციუმზე. მარსი არის აგრესიის, ომის ღმერთი, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ მშვიდობიანი, დიპლომატიურად საკითხების მოგვარება გართულდება. უფრო მეტიც, იუპიტერი არის გაფართოება და გამორიცხული არაა, საომარი მოქმედებების არეალი გაფართოვდეს ან საომარი მოქმედებები დაიწყოს სხვა ტერიტორიებზეც, ან სხვა ქვეყნები ჩაერთონ კონფლიქტში.

ვერძში იუპიტერის ყოფნის დროს, ადამიანებს გაუჭირდებათ სხვათა მოსაზრებების, სურვილების გაზიარება. საკუთარ თავზე მეტად იქნებიან ორიენტირებულები, კონცენტრირებული საკუთარი გეგმების რეალიზებაზე. შეიძლება გამოჩნდეს ლიდერი, ძლიერი ადამიანი, ვინც საკუთარ თავზე აიღებს ყველას უსიამოვნების, პრობლემის მოაგვარებას. ადამიანებმა შეიძლება შექმნან გმირის, მამაცობის კულტი. ვერძი და მარსი მეომრებია არიან, იარაღთან უშუალო კავშირში და გამორიცხული არაა, რომ ან გაუმჯობესდეს არსებული იარაღები, ან შეიქმნას სრულიად ახლები ან ქვეყნებმა მასიურად დაიწყონ შეიარაღება და იარაღის წარმოება. ანუ შეიქმნას თავდაცვისთვისაც და თავდასხმისთვისაც.

იუპიტერი ვერძში იყო 12 წლის წლის, 2010-2011 წლებში. გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში; რა სფეროებში გქონდათ ცვლილებები. რა კარდინალური ნაბიჯები გადადგით და რა შედეგები მიიღეთ. შეიძლება ზოგიერთი მოვლენა განმეორდეს ან მაშინ დაშვებული შეცდომების გამოსწორების შანსი მოგეცეთ.

ვისზე იმოქმედებს იუპიტერის ვერძში გადასვლა? რა თქმა უნდა პირველ რიგში თავად ვერძებზე და განსაკუთრებით მათზე, ვისაც მზე და სხვა პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები ჰყავს ვერძის პირველ-მე-10 გრადუსში. ან თუ დაბადების დღე გაქვთ 26 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით. მაქსიმალურად გააქტიურდით 11 მაისიდან 28 ივლისამდე. 29 ივლისიდან 27 ოქტომბრამდე იუპიტერი თევზებში იქნება და გაუმართლებთ თევზებს. განსაკუთრებით მათ, ვისაც მზე და სხვა პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები ჰყავს 28-30 გრადუსებში, ან თუ დაბადების დღეს აღნიშნავთ 17-22 მარტის შუალედში.

გარდა ამისა, ვერძში იუპიტერის გავლენას იგრძნობთ ისინი, ვინც დაიბადეთ ლომისა და მშვილდოსნის ნიშნით. განსაკუთრებით პირველ დეკადაში დაბადებულებს. სასწორებს, თხის რქასა და კირჩხიბს (განსაკუთრებით პირველ დეკადაში დაბადებულებს) ცოტა მეტი დაკვირვება მოგეთხოვებათ, ნუ დაუპირისპირდებით გავლენიან ადამიანებს, მოერიდეთ უსიამოვნებებს უცხოელებთან, საზღვარგარეთ. ამასთან საუკეთესო დროა გასაფართოებლად, ახალი მწვერვალების დასაპყრობად, უმაღლესი განათლების მისაღებად, უცხოეთში გასამგზავრებლად. იყავით დაკვირვებული, შანსები მოგეცემათ, მაგრამ ცოტა მეტი ძალისხმევა და სირთულეების გადალახვა დაგჭირდებათ.

პროგნოზს გაეცანით თქვენი ასცენდენტის ან მზის ნიშნის მიხედვით:

ვერძი

ვერძებო, გილოცავთ, იუპიტერი თქვენს ნიშანშია და უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ საკუთარ თავს, განვითარებას, გაფართოებას. გეწყებათ ახალი ცხოვრება, განახლების დრო. მოიმატებს თქვენი პოპულარობა. შეიძლება ახალ პროფესიაში მოსინჯოთ თავი; ზოგიერთი შეიძლება დაქორწინდეთ, მშობელი გახდეთ. ფრთხილად გარისკეთ. სანამ რამეს მოიმოქმედებთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. ამასთან, იუპიტერი არის გაფართოება და გაფრთხილდით, რომ არ მოიმატოთ წონაში. მოგინდებათ, რომ უფრო მდიდრულად, სოლიდურად გამოიყურებოდეთ. კარგი იქნება, თუ დანერგავთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, დაიწყებთ ვარჯიშს.

კურო

დაფიქრდით, რაზე ოცნებობთ: კარიერა, პირადი ურთიერთობები, ჯანმრთელობა და გააქტიურდით სასურველის მისაღწევად. ზოგიერთს პოპულარობას მოგიტანთ შემოქმედება. კარგი იქნება, თუ დაკავდებით ქველმოქმედებით; მოინახულებთ წმინდა ადგილებს. გაგიტაცებთ ტარო, ასტროლოგია, არტთერაპია. მოგინდებათ ძვირად ღირებულ კურორტებზე დასვენება, უცხოეთში მოგზაურობა. ზოგიერთმა შეიძლება ემიგრაცია გადაწყვიტოთ. გირჩევთ, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან.

ტყუპი

გაფართოვდება თქვენი სამეგობრო წრე. შეიძლება გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდეთ, ვინც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. ან ცნობილი ჯგუფის წევრი გახდეთ. გააფართოებთ ინტერნეტსაქმიანობას, ინტერნეტბიზნესს. პოპულარული გახდება თქვენი ბლოგი ან თავად გახდებით ცნობილი სოციალურ ქსელში. მარტოხელებს სოციალურ ქსელში გელით რომანტიკული ნაცნობობა. თუ მესამედ დაქორწინებას აპირებთ, მდიდარი და პოპულარული პარტნიორი გეყოლებათ. კარგ შედეგს მოგიტანთ ჯგუფური პროექტის განხორციელება, თანამოზრეებთან ერთად.

კირჩხიბი

იუპიტერი პროფესიაში, ბიზნესსა და კარიერაში მოგიტანთ გამარჯვებას. აიმაღლებთ სოციალურ სტატუსს. მოგინდებათ დაწინაურება ან უმაღლესი განათლების, ხარისხის, წოდების მიღება. ზოგიერთი შეიძლება მდიდარ ან პოპულარულ ადამიანზე დაქორწინდეთ, ან გაიგოთ, რომ შვილი (ტყუპი) გეყოლებათ. გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი. თუ პენსიაზე აპირებთ გასვლას, მდიდრულ გაცილებას მოგიწყობენ და გამორიცხული არაა, რომ როგორც საუკეთესო სპეციალისტი, ისევ დაგტოვონ სამსახურში.

ლომი

მოიმატებს თქვენი პოპულარულობა. გახდებით ცნობილი, წარმატებული. შანსი მოგეცემათ განავითაროთ თქვენი ბრენდი, მიიღოთ უმაღლესი განათლება (თუნდაც საზღვარგარეთ). თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული საკითხები. შეიძლება დაიწყოთ ლექციების წაკითხვა. დაიწყეთ ჰორიზონტების გაფართოება, აიმაღლეთ ერუდიცია, დაიწყეთ უცხო ენების შესწავლა, იმოგზაურეთ საზღვარგარეთ. ზოგიერთმა შეიძლება მომავალი მეუღლე საზღვარგარეთ გაიცნოთ.

ქალწული

გაგიუმჯობსდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება ფინანსური სარგებელი მიიღოთ საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორისგან. ზოგიერთი მიიღებთ მდიდრულ მემკვიდრეობას, დაზღვევის ფულს, ერთჯერად დახმარებას სახელმწიფოსგან. კარგი იქნება, თუ ფულს დააბანდებთ სარფიან ბიზნესში. ზოგიერთი კი გათავისუფლდებით ვალებისა და სესხისგან. დაინტერესდებით ოკულტური მეცნიერებებით, დეტექტივებით, რეგრესიული ჰიპნოზით. ზოგიერთს გაიტაცებს სპორტის ექსტრემალური სახეობები.

სასწორი

მიიღებთ საუკეთესო საქმიან შემოთავაზებებს. გააფორმებთ ხელშეკრულებებს. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, უპირატესობა მიანიჭეთ ცნობილ და წარმატებულ კომპანიებს. მარტოხელებს გელოდებათ დაწყვილება, იღბლიანი დაქორწინება. უკვე დაქორწინებულებს გაგიუმჯობესდებათ პარტნიორული ურთიერთობა. გახდებით გულუხვი საყვარელი ადამიანის მიმართ. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მომსახურები სფეროსთან, გაიჩენთ მდიდარ და პოპულარულ კლიენტებს; გაფართოვდება თქვენი სანაცნობო წრე.

მორიელი

გაიუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები. სამსახურში საქმეები, სახლში ვალდებულებები მოგემატებათ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. დაფასება გელით კოლეგებისგან. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას; კვება და დასვენება უნდა იყოს ჯანსაღი და ძვირად ღირებული. თუ რამე გაწუხებთ, გამოჯანმრთელდებით. აგრეთვე კარგია, მკურნალობის კურსის გავლა ცნობილ სპეციალისტთან. ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოთ ფერმერული საქმიანობა ან ძვირად ღირებული კნუტების, ლეკვების გაყიდვით გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

მშვილდოსანი

გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობები, მოიმატებს რომანტიკულობა, სასიყვარულო თავგადასავლები. საყვარელი ადამიანი გაგანებივრებთ ძვირფასი საჩუქრებით. ზოგიერთი კი შეიძლება ჰობიმ გაგხადოთ პოპულარული და საქმიანობით გაგიუმჯობესდეთ მატერიალური მდგომარეობა. თუ შემოქმედებითი ხართ, გამოგიჩნდებიან თაყვანისმცემლები, გავლენიანი მფარველები. წარმატებით განახორციელებთ ფესტივალებს, დღესასწაულებს, წვეულებებს. ზოგიერთი გაიგებთ, რომ მშობელი გახდებით.

თხის რქა

შანსი მოგეცემათ, გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, მეტად მდიდრული და კომფორტული გახადოთ იგი. მოგინდებათ პრესტიჟულ უბანში უძრავი ქონების ყიდვა. ზოგიერთმა შეიძლება უკეთეს ოფისში დაიწყოთ მუშაობა ან სახლი გადააქციოთ ოფისად. გირჩევთ, მეტად იზრუნოთ ბინის უსაფრთხოებაზე. გაფართოვდება თქვენი ოჯახი, შემოგემატებათ ახალი წევრი. იყავით მეტად მფარველი, გულუხვი და კეთილგანწყობილი მშობლების მიმართ.

მერწყული

გახშირდება შეხვედრები, მიმოსვლები (მივლინებაც და ახლო მანძილზე მოგზაურობაც), ინფორმაციების წყაროები. მოგინდებათ სასწავლო კურსებზე დასწრება, კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი კომპიუტერული პროგრამების ათვისება. ან შეიძლება თავად დაიწყოთ პედაგოგობა, დაწეროთ სასწავლო პროგრამა. წარმატება გელით ვაჭრობის, სარეკლამო სფეროს, პიარის წარმომადგენლებს. ზოგიერთი შეიძენთ ძვირად ღირებულ ავტომობილს, გაჯეტებს.

თევზები

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მოგინდებათ ფულის ძვირად ღირებულ ნივთებში დაბანდება. მიიღებთ ძვირად ღირებულ საჩუქრებს. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებული მომსახურების სფეროსთან, გააძვირებთ ან შეიძლება მდიდარი კლიენტები გამოგიჩნდნენ. შეიძლება გამოგიჩნდეთ მეორე სამსახური, შემოსავლის დამატებითი წყარო, ერთდროულად ორ პროექტზე დაიწყოთ მუშაობა. თუ ბიზნესის დაწყებას აპირებთ, მიაქციეთ ყურადღება პედაგოგობას, ტურიზმის სფეროს.