ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური მოვლენები: მნიშვნელოვანი და საფრთხილო დღეები გველოდება

ივლისის ასტროლოგიური მოვლენები: მნიშვნელოვანი და საფრთხილო დღეები გველოდება

ზაფხულის მეორე თვე ცხელი იქნება. ცაზე პლანეტები რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტებს ქმნიან და მაქსიმალური სიფრთხილე მოგვეთხოვება ყველას ყველა სფეროში.

მზე ახლა კირჩხიბის ნიშანშია; 22 ივლისს ლომში გადავა. კირჩხიბი არის სამშობლოს, ოჯახის, ნათესავების სიმბოლო, ჩვენი ემოციები, საცხოვრებელი, ჩვენი კვება. ეს საუკეთესო დროა საყოფაცხოვრები, საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად, ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ნათესავებთან. 29-ში ახალმთვარეობა გვქონდა და 13 ივლისამდე, სავსემთავრეობამდე კარგი პერიოდია ახალი საქმეების დასაწყებად, მაგრამ უმნიშვნელო თემაზე მუშაობის დროსაც კი მაქსიმალური დაკვირვება მოგეთხოვებათ.

2 ივლისს მარსი და პლუტონი ცუდად უპირისპირდებიან ერთმანეთს. ორივე აგრესიული პლანეტაა. მარსი ომის პლანეტაა, პლუტონი - ტრანსფორმაციის, ძალაუფლების. ეს არის რთული, დამანგრეველი ასპექტი და მისი გავლენა იგრძნობა დღესაც და აქტუალური იქნება 9 ივლისამდე. გახშირდება აგრესიულობა გარშემო მყოფებში. ბრძოლა ძალაუფლებისთვის, რესურსებისთვის, ფინანსებისთვის. გაიხსენეთ, რა ხდებოდა 2022 წლის თებერვლის ბოლოს მარტის დასაწყისში (ზუსტი ასპექტი იყო 3 მარტს), მაშინ მარსი და პლუტონი შეერთდნენ, მაგრამ მათ აგრესიას ცოტათი არბილებდა ვენერა. საფრთხილო ისაა, რომ მარსი-პლუტონის დაპირისპირება 2-წლიანია (2022 წლის 3 მარტს დაიწყო) და ასეთი რთული დღეები გველის: 2023 წლის 21 მაისს, 9 ოქტომბერს და 2024 წლის 14 თებერვალს.

5 ივლისს მარსი კუროში გადადის 20 აგვისტომდე. მანამდე მარსი ვერძში იყო, სადაც აგრესიულად ავლენდა თავის აგრესიას. კუროში უფრო დადინჯდება და საქმეების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. ამასთან, მომატებული იქნება სიჯიუტე, პრაქტიკულობა; შეიძლება ზოგიერთი საქმის შესრულება გაჯანჯლდეს. ამასთან, თუ ადამიანი გადაწყვეტს რამის გაკეთებას, სასურველს მიაღწევს. მოტივაცია უნდა ჰქონდეს, ძირითდად მატერიალური, რომ რამე გააკეთოს.

5 ივლისს მერკური ესტუმრება კირჩხიბს, სადაც დარჩება 19 ივლისამდე. 19-ში გადავა ლომში (4 აგვისტომდე). გახშირდება ემოციების გამოხატვა, ბუტიაობა, ეცადეთ, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს და თავადაც ყველასთვის გასაგებად ისაუბრეთ. მოგინდებათ საოჯახო და სანათესავო საკითხებში გარკვევა, ისტორიული ინფორმაციების მოძიება. შეიძლება გადაწყვიტოთ ოჯახური ტრადიციების აღდგენა; აღადგინოთ ურთიერთობა განაწყენებულ ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. ყურადღებით მოაგვარეთ სამიწათმოქმედო და სამემკვიდრეო საკითხები. 19 ივლისიდან გააქტიურდით კონტაქტების გასაუმჯობესდებლად. საკუთარი ბრენდის გასაპიარებლად. დაგებადებათ და განახორციელებთ ახალ შემოქმედებით იდეებს. გახშირდება კულტურულ ღონისძიებებზე დასწრების სურვილი. წარმატებას მიაღწევთ თუ ხართ პიარის, ხელოვნების, პედაგოგიკის სფეროში.

13 ივლისს წლის სუპერსავსემთვარეობა გველოდება თხის რქის ზოდიაქოში, 22-ე გრადუსში, 22:37-ზე. სუპერსავსემთვარეობა ნიშნავს, რომ მთვარე იქნება ჩვეულ ზომაზე დიდი და კაშკაშა, რადგან მოახლოებულია დედამიწასთან. ამ დღეს უცნაურობებს, განახლებებს ექნება ადგილი. იყავით ფრთხილი მატერიალური საკითხების მოგვარებისას. გამოავლინეთ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ქმედებისადმი. მაგრამ ამ საინტერესო სუპერსავსემთვარეობა ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ სტატიას ასტროლოგიური პროგნოზით.

18 ივლისს სილამაზისა და სიყვარულის პლანეტა ვენერა გადავა კირჩხიბში (11 აგვისტომდე). 18-მდე იოლად გააბამთ ნაცნობობას, ფლირტისა და რომანტიკული თავგადასავლების განწყობაზე იქნებით. მსუბუქ ურთიერთობებს მიანიჭებთ ურთიერთობას. 18-დან მოიმატებს ურთიერთობაში ჭირვეულობა, ბუტიაობა, მგრძნობელობა. მოგინდებათ მეტი დროის გატარება შინ, ოჯახის წევრების გვერდით, შინაურული წვეულებების მოწყობა.

19 ივლისს ქირონი რეტროგრადულ სვლაში იქნება ვერძის ნიშანში (2022 წლის 23 დეკემბრამდე). მიუბრუნდით ძველ საკითხებს და შეიძლება მოულოდნელი და ორიგინალური გამოსავალი იპოვოთ; მიაგნოთ საჭირო ადამიანებს, გამოჩნდეს დახმარება, რომელსაც არც ელოდით.

20 ივლისს მზე და პლუტონი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს (ასპექტი აქტიურია 10-30 ივლისის შუალედში). ასეთი ასპექტი წელიწადში ერთხელ გვაქვს, მაგრამ საკმარისად რთულია. მეორე დღეს, მზე-პლუტონის დაპირისპირებას მთვარეც შეუერთდება, ემოციურობა მოიმატებს. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული, იმატებს ნეგატიური ენერგია. გახშირდება ძალაუფლებისთვის ბრძოლა, დიდი ენერგიის გამოვლენა. მოერიდეთ ხალხის მასებს, უცნობ, უსიამოვნო ადგილებში ყოფნას.

22 ივლისს მზე გადავა თავის ნიშანში - ლომში, სადაც დარჩება 23 აგვისტომდე. მოიმატებთ თვითრეალიზების, შემოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილი. ადამიანებში მოიმატებს ოპტიმისტური განწყობა, მხიარულებისა და გართობის, აგრეთვე ლიდერობისთვის ბრძოლის სურვილი. გამონახეთ დრო შემოქმედებისთვის, მოსინჯეთ თქვენი თავი კულტურის სხვადასხვა საქმიანობაში. გაერთეთ და იმხიარულეთ ბავშვებთან ერთად. მიეცით საკუთარ თავს სილაღის, გართობის, რომანტიკის, სიყვარულის გამოხატვის უფლება. არ გირჩევთ ეგოისტურობას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.

28 ივლისს ველოდებით ახალმთვარეობას ლომში. ეს არის ახალი საქმეების დაწყების პერიოდი, მაგრამ მაქსიმალურად დაკვირვებული იყავით, წინა დღეს, 27-ში მარსი და მერკური უპირისპირდება ერთმანეთს. ფრთხილად საჭესთან, კომუნიკაციასთან, შეკამათებას ხელჩართულ ბრძოლაში ნუ გადაზრდით. მომდევნე დღეს კი რამდენიმე დაძაბული ასპექტი გველის. იყავით ფრთხილი ელექტრონივთებთან მუშაობისას, მომატებულია ავარიულობა. გახშირდება შეფერხება, სირთულეები. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ასაკით, თანამდებობით უფროს ადამიანებთან. მიმართეთ თქვენი ენერგია კეთილ საქმეებზე. შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს ყველაფერი და მაქსიმალურად დაკვირვებულად უნდა შეძლოთ ახალ სიტუაციაში ადაპტაცია. ახალმთვარეობაზე დაწყებული სირთულეები აგვისტოს დასაწყისზეც იქონიებს.

ბედნიერ და მშვიდ ივლისს გისურვებთ!