ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროსთვის: უსაფრთხო, მშვიდ გარემოში მუშაობა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროსთვის: უსაფრთხო, მშვიდ გარემოში მუშაობა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

თვის ზოგადი ტენდენციები

ივლისის ორი დეკადის განმავლობაში მნიშვნელოვანია სასარგებლო კავშირების დამყარება, კომუნიკაცია და მეგობრებთან შეხვედრა. კარგი დროა მოგზაურობისთვის, და-ძმებთან, მეზობლებთან მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. თუ დიდი ხანია გინდოდათ რაიმე სასწავლო კურსზე ჩარიცხვა, მაშინ ამისთვის ივლისის პირველი ნახევარი კარგი დროა.

ნუ აიღებთ დავალებებს, რომლებიც შეიძლება გაჭიანურდეს. ეს დაგღლით. დაიმახსოვრეთ, რომ ივლისში ცოტათი გადაღლილი ხართ და მიდრეკილი უაზრობისკენ. თვის ბოლოს მეტ დროს დაუთმობთ სახლსა და ოჯახს.

სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი

ივლისში მერკური მოძრაობს თქვენს მე-4 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია ოჯახზე, სახლზე, ოჯახურ კავშირებზე. მეტი ყურადღება გამოავლინეთ ახლობლების მიმართ. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ სახლის თემასთან დაკავშირებით. მოგინდებათ შექმნათ კომფორტული გარემო თქვენს სამუშაო გუნდში. შესაძლოა, ამისთვის უფრო ხშირად შეიკრიბოთ, ისაუბროთ სამსახურთან დაკავშირებულ თემებზე, რათა ამით უფრო დაუახლოვდეთ თქვენს კოლეგებს. პროდუქტიულობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული ნდობაზე იმ ადამიანებთან ურთიერთობაზე, ვისთანაც სამსახურში ურთიერთობთ. უსაფრთხო, მშვიდ გარემოში მუშაობა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

თუ მივლინებაში უნდა გაემგზავროთ, უკეთესი იქნება, აირჩიოთ ის ადგილები, სადაც უკვე იყავით, სადაც ბევრი რამ არის თქვენთვის ნაცნობი და არ გამოიწვევს პანიკას და ზედმეტ წუხილს. შეგიძლიათ თქვენი ერთ-ერთი ნათესავის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ოჯახის წევრს შეუძლია დაგეხმაროთ სამსახურში, დაელაპარაკოს გავლენიან ადამიანებს.

თუ დასვენებას გადაწყვეტთ, ოჯახთან ერთად მეტ დროს გაატარებთ. თუმცა, ზოგიერთმა შეიძლება დისტანციურად იმუშაოთ. ეს ხელსაყრელი დროა ფრილანსერებისთვის.

18 ივლისიდან მერკური გადადის რეტროგრადულ სვლაში. ეს შეიძლება არ იყოს ძალიან პროდუქტიული დრო იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, ფრილანსერებთან, საოჯახო ბიზნესთან. ეს კარგი პერიოდია თქვენი ღირებულებების, სტრატეგიების ხელახალი შეფასებისთვის.

ფინანსურ სექტორში განსაკუთრებული შოკი არ იქნება. თვის პირველ ნახევარში შეგიძლიათ ეძებოთ ახალი ან დამატებითი სამუშაო და წინსვლა ბიზნესშიც იქნება.

ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი

სიყვარული თავისით გიპოვით, თქვენ კი არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ ამისთვის. თუ პარტნიორს ცოტა ხნის წინ დაშორდით, კარგი იქნება, საინტერესო ჰობიზე გადაიტანოთ ყურადღება, და რაც შეიძლება სწრაფად გაუშვათ სიტუაცია, რომ შექმნათ პირობები ახალი თაყვანისმცემლის გაჩენისთვის.

თუ ახალი ურთიერთობა ივლისში დაიწყება, ყველა შანსი გაქვთ, რომ ხანგრძლივი კავშირი შექმნათ. პარტნიორის არჩევაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რაციონალურობა, სანდოობა, ადამიანის ზრახვების სერიოზულობა. და რა თქმა უნდა, პარტნიორის მატერიალური მდგომარეობა. თუმცა, 18-დან მერკური რეტროგრადული გახდება და შესაძლოა მაშინვე ვერ იპოვოთ ურთიერთგაგება ადამიანთან.

კარგია გაცნობა ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ფული ბრუნავს – ბანკებში, მაღაზიებში, დიდ კომპანიებში.

მათ, ვინც ურთიერთობაშია, სტაბილური, მშვიდი პერიოდი ელის. თუ ოჯახში ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ეს კიდევ უფრო დიდ გავლენას მოახდენს ურთიერთობაზე. ფული და შესაძლებლობა, იყიდოთ ის, რაც გინდათ, გაგიუმჯობესებთ განწყობას. შეძლებთ საინტერესო ადგილების დათვალიერებას, რესტორანში წასვლას, სადმე დასვენებას.

ზოგიერთი წყვილი შეადგენს გამდიდრების გეგმას, სად ჩადოს ფული, როგორ გამოიყენოს ის უფრო პროდუქტიულად. მაგრამ 18-დან, როცა მერკური რეტროგრადული გახდება, შეიძლება ვერ გაუგოთ ერთმანეთს. შეიძლება იყოს ჩხუბი ფულის, ბიუჯეტის განაწილების, საოჯახო საქმეების გამო. იყავით ღია კომპრომისებისთვის, ეს ხელს შეუწყობს უთანხმოების აღმოფხვრას.

ერთადერთი, რასაც არ გირჩევთ, საყვარლის გაჩენაა, ნუ დახარჯავთ ფულს და დროს გაუგებარ კავშირებზე. უმჯობესია, არსებულ პარტნიორს უფრო ხშირად მოუწყოთ რომანტიკული საღამოები.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ივლისი კარგი თვეა მოგზაურობისთვის, ბავშვებთან მეტი დროის გასატარებლად, დასასვენებლად. ეს დაგეხმარებათ აივსოთ ენერგია, რომელიც დახარჯეთ მუშაობაზე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შაბათ-კვირას მაინც მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სანაპიროზე, აგარაკზე.

ამ თვეში ასევე დაკავებული იქნებით შემოქმედებით, ჰობით. ეს შესანიშნავი საშუალებაა ფსიქოლოგიური სტრესის მოსახსნელად. დასამშვიდებლად მნიშვნელოვანი იქნება სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია, იოგა.