ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ლომისთვის: მოგიწევთ გარკვეული გეგმების შეცვლა, ზოგიერთი საქმის ან შეხვედრების გადადება

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ლომისთვის: მოგიწევთ გარკვეული გეგმების შეცვლა, ზოგიერთი საქმის ან შეხვედრების გადადება

თვის ზოგადი ტენდენციები

გამოიყენეთ თქვენი ლიდერობის უნარები და გადალახეთ პროფესიული გამოწვევები. ფოკუსირება მოახდინეთ ბალანსზე - გამოხატეთ თქვენი გრძნობები ღიად და მართეთ თქვენი ფინანსები გონივრულად. თუ მთელი წელი კარგად იქცეოდით, ივლისი წარმატებას, აღიარებას და დატვირთულ თვეს გპირდებათ.

მერკური შთაგაგონებთ გამოხატოთ თქვენი აზრები მკაფიოდ და დამაჯერებლად. თუმცა, მერკურის რეტროგრადულმა ფაზამ შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა და გაუგებრობა, ამიტომ ფრთხილად საუბრებსა და მიმოწერაში.

ვენერა შთაგაგონებთ, დატკბეთ ხელოვნებით, სილამაზითა და შემოქმედებით, შეიძლება აღმოაჩინოთ საკუთარ თავში მხატვრული ნიჭი და განავითაროთ ესთეტიკური აღქმის შეგრძნება. დააფასებთ სილამაზეს, რომელიც თქვენ გარშემოა და გამოხატავთ სიყვარულს მადლიერებითა და გულწრფელობით.

სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი

ეს თვე კარგ დაგეგმვას მოითხოვს: არ გადადოთ პრობლემების გადაჭრა დიდი ხნით, შეასრულეთ ყველა დავალება როგორც კი წარმოიქმნება. ახლა ბევრი საინტერესო იდეა გაქვთ, თუმცა ბევრი მათგანის განხორციელება რთული იქნება, სანამ მერკური რეტროგრადულად მოძრაობს.

თვის პირველი ნახევარი შესაფერისია მოლაპარაკებებისთვის, საქმიანი შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი დისკუსიებისთვის. თქვენი თავდაჯერებულობა და პროფესიონალიზმი საშუალებას მოგცემთ გააფართოოთ სასარგებლო კავშირები, იპოვოთ ახალი კონტაქტები.

კომუნიკაცია ნაყოფიერი იქნება: გარშემო მყოფები დააფასებენ თქვენს ლიდერულ თვისებებს, შემოგთავაზებენ მომგებიან თანამშრომლობას. შესაძლებელია კარგი ამბების მიღება, ფინანსური შემოსავლების გაზრდა.

მერკურის თქვენს ნიშანში ყოფნა დადებითად აისახება თქვენს კარიერაზე, გააძლიერებს თქვენს ავტორიტეტს კოლეგებსა თუ ბიზნეს პარტნიორებში და საშუალებას მოგცემთ უფრო ნათლად გამოავლინოთ თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები.

ეს კარგი პერიოდია უფროსთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, თქვენი პროექტების პოპულარიზაციისთვის ან საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად. ივლისში მოიზიდავთ ახალ საჭირო ადამიანებს, გავლენიან სპონსორებს.

თუმცა, 18 ივლისის შემდეგ, როცა მერკური რეტროგრადული გახდება, გარკვეულ კორექტირებას შეიტანთ თქვენს საქმიანობაში. მოგიწევთ გარკვეული გეგმების შეცვლა, ზოგიერთი საქმის ან შეხვედრების გადადება.

სავარაუდოა შეცდომები ან მცდარი გამოთვლები, ადრე მიღწეული შეთანხმებები შეიძლება გადაიხედოს და შეიცვალოს. შესაძლებელია კომუნიკაციის სირთულეებიც: თვის ბოლოს გაგიჭირდებათ ოპონენტების დარწმუნება, სიმართლის დამტკიცება კამათში თუ დისკუსიაში.

შესაძლოა შეჩერდეს ახალი საქმეები, გაჩნდეს მოულოდნელი პრობლემები. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას, ყურადღებით გადადგით თითოეული ნაბიჯი, რათა შეცდომა არ დაუშვათ.

გუნდური მუშაობა ამ თვეში ყველაზე ეფექტური იქნება. უნდა განიხილოთ მონაწილეობა რომელიმე ჯგუფურ პროექტში, დაეთანხმოთ ერთობლივ აქტივობებს. ეს ფინანსურად მომგებიანი იქნება და საშუალებას მოგცემთ მიიღოთ საჭირო მხარდაჭერა კოლეგებისგან ან გავლენიანი ბიზნესპარტნიორებისგან.

ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი

თვის დასაწყისში ვენერა მეგობრულსა და ყურადღებიანს გაგხდით, უფრო ღიად დაიწყებთ კომუნიკაციას. მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ გარშემო მყოფებს. არ არის გამორიცხული, მარტოხელებმა მომავალი პარტნიორი იპოვოთ კოლეგებში, ინსტიტუტში ან უნივერსიტეტში, სპორტდარბაზში ან ახლო მეგობრების მეშვეობით.

თქვენი ურთიერთობა დიდწილად დაფუძნებული იქნება შეხედულებებისა და ტემპერამენტების მსგავსებაზე, საერთო ჰობიზე. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ გაცნობის საიტებზე. გამოავლინეთ ინიციატივა საუბარში. ონლაინ დაწყებული მიმოწერა შეიძლება რეალურ ცხოვრებაში გაგრძელდეს და სერიოზულ სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს.

დაოჯახებულები შეეცადეთ მოწყენილობა და ერთფეროვნება ჩაანაცვლოთ ერთად მხიარულებით. კარგია მოგზაურობა ან ერთობლივი დასვენება. თქვენი გრძნობები გაძლიერდება, მიიღებთ ნათელ ემოციებს. მოუსმინეთ პარტნიორის სურვილებს, აჩუქეთ საჩუქრები, შეინარჩუნეთ კარგი განწყობა. ასევე, საერთო ჰობი, ინტერესები, ზოგიერთი ერთობლივი პროექტი დადებითად იმოქმედებს თქვენს ოჯახში არსებულ ატმოსფეროზე.

თუ ამჟამად დაშორებულები ხართ, 18 ივლისის შემდეგ შეგიძლიათ სცადოთ თქვენი საყვარელი ადამიანის დაბრუნება. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაიგოთ რა მოხდა, იპოვოთ კომპრომისული გამოსავალი. ნება მიეცით თქვენს პარტნიორს იგრძნოს, რომ დაინტერესებული ხართ თქვენი ურთიერთობის გაგრძელებით. შეიძლება თქვენთვის იოლი არ იყოს ეგოიზმის გადალახვა და სხვისი აზრის მიღება.

ზოგიერთი დაკავებული იქნებით პირადი საზრუნავით, მოინდომებთ იმიჯის შეცვლას, ქცევაში რაიმე ახლის დანერგვას. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ მკვეთრი ცვლილებები, რათა მოგვიანებით იმედგაცრუებული არ დარჩეთ. ეს ეხება როგორც თქვენს გარეგნობას, ასევე შინაგან ცვლილებებს.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

კარგი თვეა სპორტისთვის, ზედმეტი წონის დასაკლებად. თქვენ გაქვთ გაზრდილი მოტივაცია და ენერგიის მაღალი დონე. იოლად მიაღწევთ თქვენს მიზანს, მიიღებთ სასურველ შედეგს. თუმცა, ნუ გადაიტვირთავთ თავს. აკონტროლეთ თქვენი კეთილდღეობა, შეეცადეთ შეინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა, მოერიდეთ სტრესს.

შინაგანი რესურსების რაციონალური გამოყენება, ძალების აღდგენა დაგეხმარებათ ენერგიისა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში. შეარჩიეთ თქვენი კომპანიისთვის ოპტიმისტი ადამიანები, მოერიდეთ კონფლიქტებს, უფრო მშვიდად შეხვდით იმას, რაც თქვენ გარშემო ხდება.