ნუ დაისახავთ გრძელვადიან პროექტებს. გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო შეიძლება შეგეცვალოთ გეგმა, მიზანი. იყავით მზად ცვლილებებისთვის.
ბიზნესი, სამსახური
ცვლილებების დროა. უნდა დაასრულოთ ერთი ეტაპი და დაიწყოთ მომდევნო. უნდა გააქტიურდეთ და მიიღებთ სასურველს. გამოავლინეთ კომპეტენცია; ჩაერთეთ ინტელექტუალურ დისკუსიაში, შეჯიბრებებსა და კონკურსებში. ცვლილებებს შეხვდით მშვიდად და ეცადეთ, მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ ყველაფრისგან. გააქტიურდით, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. ფული შეიძლება უძრავი ქონებისგანაც მიიღოთ. იყავით თავდაჯერებული, მორიდებულობა და პრობლემებისგან გაქცევა კარგს არაფერს მოგიტანთ; საკუთარი მოსაზრებები დიპლომატიურად გამოთქვით. ილაპარაკეთ ყველასთვის გასაგებად, არ გირჩევთ სარკაზმს. 9 ივლისიდან შეიძლება ახალი მოკავშირეები, დამხმარეები, კლიენტები გაიჩინოთ. 13 ივლისიდან ელოდეთ ცვლილებებს, საქმიან შეხვედრებს, მოლაპარაკებებს. დაბრკოლებების გადალახვით მეტად გაძლიერდებთ. კარგი თვე გელოდებათ ჟურნალისტ, ბიზნესმენ, გიდ, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში მომუშავე ქალწულებს.
სიყვარული
ივლისში სიყვარულის მოსაპოვებლად ბრძოლა მოგიწევთ კონკურენტებთან. იყავით მომართული გამარჯვებაზე, პირადი ბედნიერების გაუმჯობესებაზე. ნუ ეცდებით, რომ საკუთარი უსიამოვნებები პარტნიორს მოაგვარებინოთ, აქედან კარგი არაფერი გამოგივათ. ნუ მოახვევთ მას ზედმეტ ვალდებულებებს. განსაკუთრებით, თუ შეყვარებულობის პერიოდი გაქვთ. დაქორწინებულებმა ეცადეთ, სამსახურის უსიამოვნებები შინ არ მიიტანოთ. ნუ იჩხუბებთ მეუღლესთან ყოველ წვრილმანზე.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ეცადეთ, აზრები გქონდეთ სუფთა, არც ნერვიულობით დამართოთ საკუთარ თავს რამე. მეტად მოუფრთხილდით თავს, არ გადაიღალოთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. არ ჩაიტაროთ აგრესიული კოსმეტიკური პროცედურები, პლასტიკური ოპერაციები სახეზე. კანი მეტად მგრძნობიარეა ამ პერიოდში.
13 ივლისის შემდეგ არ გააფორმოთ ხელშეკრულება და არა დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრა. კონკრეტულად 13-ში იყავით ფრთხილი და დაკვირვებული უმნიშვნელო დეტალის მიმართაც კი. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ადამიანებთან, ვისაც თქვენგან განსხვავებული მოსაზრება აქვს.
28 ივლისის შემდეგ მეტად უნდა იყოთ მომართული პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ღიმილი, კომპლიმენტები, საჩუქარი დაგეხმარებათ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება და დაუმეგობრდეთ საჭირო ადამიანებს. გახშირდება შეხვედრები გავლენიან პირებთან.