ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის: “ძველი ვალების გადახდა მოგიწევთ“

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის: “ძველი ვალების გადახდა მოგიწევთ“

ივლისის მთავარი მოვლენები

ივლისში მზე თქვენი მეგობრების, თანამოაზრეების და სოციალური ცხოვრების სექტორშია. ამ თვეში დადებით განწყობაზე იქნებით და, შესაბამისად, შეგიძლიათ კეთილგანწყობილი იყოთ გარშემო მყოფებთან, უცნობებთანაც. ეს საშუალებას მოგცემთ, მიიზიდოთ ისინი თქვენს მხარეზე: კოლეგები სიამოვნებით დაგეხმარებიან, ქვეშევრდომები კი გაგებით შეასრულებენ თქვენს მითითებებს. სამუშაოსადმი ასეთი მიდგომა ნაყოფს გამოიღებს და თვის ბოლოს შეამჩნევთ, რომ ჩვეულებრივზე მეტი გააკეთეთ. ეს დადებითად აისახება თქვენს პროფესიულ რეპუტაციაზე და შეიძლება გარკვეული ფულადი ჯილდოც კი მიიღოთ.

სამუშაო და ბიზნესი

11 ივლისამდე მერკური გააგრძელებს მოგზაურობას თქვენს მე-11 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია სოციალურ ცხოვრებაზე. ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური სტატუსისა, თანამდებობის, რელიგიისა თუ პოლიტიკური მრწამსისა ისე მოექცევით, როგორც იმსახურებს. შემდეგ მერკური გადავა თქვენი საიდუმლოების, შეზღუდვების და არაკეთილსინდისიერების სექტორში. ამ პერიოდში ახალი ნაცნობებისა და კონტაქტების რაოდენობა შესაძლოა შეიზღუდოს. მაგრამ ეს უკეთესიცაა. ბიზნესისგან ძალიან ბევრს არ უნდა ელოდოთ, ახლა მისი ბრუნვა შეიძლება ობიექტური მიზეზების გამო დაეცეს. უმჯობესია ამ დროს შვებულებაში წასვლა და დროის წყნარ, განცალკევებულ ადგილას გატარება.

სიყვარული და ფული

ივლისში ვენერა კვლავაც იქნება თქვენს მე-12 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია შიშებზე, მარტოობაზე, საიდუმლოებებსა და არაკეთილმოსურნეებზე. ამ პერიოდში უფრო სენტიმენტალური გახდებით. მარტოხელა ქალწულებს შეიძლება გქონდეთ ოჯახის შექმნის დიდი სურვილი. ზოგიერთმა შეიძლება უხერხულად იგრძნოთ თავი საპირისპირო სქესის უცნობი წარმომადგენლების გარემოცვაში და ამან შეიძლება გაართულოს კომუნიკაცია და ხელი შეუშალოს ახლო ურთიერთობების დამყარებას. 23 ივლისიდან ვენერა რეტროგრადული იქნება. თქვენი ფინანსური მდგომარეობა კვლავ გაუარესდება. ფულადი სახსრები შემცირდება, გარდა ამისა, ზოგიერთს თვის მეორე ნახევარში ძველი ვალების გადახდა მოგიწევთ. შეზღუდეთ ხარჯები, რათა არ აღმოჩნდეთ ფინანსურ კრიზისში.

ჯანმრთელობა და აქტივობა

2023 წლის 10 ივლისს მარსი თქვენს ნიშანში გადმოვა, გილოცავ! თქვენს ნიშანში ყოფნისას, მარსი აგავსებთ მეომრული სულითა და გამარჯვების წყურვილით. ახლა საკმაოდ ბევრის საშუალება გაქვთ, ჯანმრთელობა კარგი გაქვთ. ამიტომ, ამ პერიოდის განმავლობაში საუკეთესო საქმიანობაა ის, რომელიც მოიცავს კონკურენციის გარკვეულ ელემენტს. დაისახეთ კონკრეტული მიზანი და იბრძოლეთ მის მისაღწევად. ოღონდ ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და ზედმეტ რისკებზე არ წახვიდეთ; გაუფრთხილდით ტრავმებსაც.

რაში გაუმართლებს ქალწულებს ივლისში

ივლისში ნებისმიერ რთულ და კრიზისულ სიტუაციაში გაგიმართლებთ; ნებისმიერი ვითარებიდან შეგიძლიათ სარგებლის მიღება. თუ ქირურგიული ოპერაციის გაკეთება დაგჭირდებათ, ბედი საუკეთესო ექიმთან მიგიყვანთ. ფული შეიძლება მოვიდეს თქვენთან მემკვიდრეობით, ფინანსური ტრანზაქციებით, ალიმენტით, შეღავათებით და ქორწინებით.

3 ივლისს შემდეგ დიდ დროს გაატარებთ ბავშვებთან, გაერთობით და მონაწილეობას მიიღებთ სპორტულ და კულტურულ აქტივობებში. თუმცა, ეს უკანასკნელი შეიძლება გაუქმდეს ოჯახის უმცროს წევრებთან რაიმე პრობლემის გამო. მარტოხელა ქალწულს გელოდებათ რომანის დაწყება. თავდაპირველად პარტნიორთან ურთიერთობა მეგობრობის ან ფლირტის დონეზე იქნება. მაგრამ მხოლოდ პლანეტებმა იციან, რა ტემპით და რა მიმართულებით დაუბერავს სიყვარულისა და ვნების ქარი.

17 ივლისს შემდეგ იქნება ბევრი კომუნიკაცია, კონტაქტების დამყარება და საქმიანი ურთიერთობები. უფრო მეტად იქნებით ორიენტირებული პრესტიჟის ამაღლებაზე სამსახურში და სოციალურ სფეროში. დაფიქრდებით, ვინ ხართ - ლიდერი თუ მიმდევარი? იქნებ ჯობია გუნდში მუშაობა, თუ მარტო? ამ კითხვებზე პასუხის გაცემით საკუთარ თავს სწორ გზაზე დააყენებთ. მთავარია, რომ თქვენი მიზნები იყოს რეალისტური და მიმართული სწორი კონტაქტებისკენ.