ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის "წარმატება გელით ფინანსური საკითხების მოგვარებისას"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის "წარმატება გელით ფინანსური საკითხების მოგვარებისას"

მზე თქვენს ნიშანშია და უნდა გააქტიურდეთ. შანსი გაქვთ, რომ მიაღწიოთ სასურველს. ერთგულ და საიმედო პარტნიორებთან ერთად დაიწყეთ ახალ საქმეებზე მუშაობა. წარმატება გელით კომერციაში, საოჯახო ბიზნესსაქმიანობაში. განსაკუთრებით, თუ კვების ან ავეჯის წარმოების ბიზნესში საქმიანობთ.

ბიზნესი, სამსახური

წარმატება გელით ფინანსური საკითხების მოგვარებისას, კარიერულ საკითხეში, კომუნიკაციის სფეროში. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. დაიწყეთ საქმიანობის განვითარება, ბიზნესის გაფართოება. დააბანდეთ ფული საკუთარ თავში, განათლებაში. 5 ივლისად მოიმატებს კომუნიკაცია, გადაადგილება. საკუთარი იდეები გააცანით სპონსორებს, პირებს, ვინც ფინანსურად დაგაფინანსებთ. თვის ბოლოს წარმატება გელით ხელოვან კირჩხიბებს.

სიყვარული

მოიმატებს რომანტიკულობა, პირადი ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი. 18 ივლისად სიყვარულის პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში იქნება, განწყობაში სენტიმენტალურობა შემოგეპარებათ. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ ყოფილთან შერიგება, ურთიერთობის რეაბილიტაცია. დაწყვილებულები იყავით მომართული არსებული კავშირის გაუმჯობესებაზე, ერთად იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე, ოჯახთან ერთად დაისვენეთ. თვის ბოლოს ყურადღება გმართებთ ახალგაცნობილებთან, ნუ გახდებით აფერისტების მსხვერპლი. აგრეთვე არ გირჩევთ სასიყვარულო სამკუთხის შექმნას.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. გამონახეთ დრო და ჩაიტარეთ სრული სამედიცინო გამოკვლევა. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში.

13 ივლისის შემდეგ მოიმატებს თქვენი მგრძნობელობა. აკონტროლეთ ემოციები და ნუ აჰყვებით შიშებსა და შფოთს. მოგინდებათ საკუთარი აზრის ხმამაღლა და საზოგადოების წინაშე წარმოთქმა. აქტიურად ჩაერთეთ სოციალურ აქციებში. გახშირდება საქმიანი და სასიყვარულო შეხვედრები.

28 ივლისის შემდეგ მოგინდებათ ლამაზი ნივთების შეძენა საკუთარი თავისა და ბინისთვის შეძენა. გაინებივრეთ თავი შვებულებით, სიმშვიდით და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობთ.