ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბისთვის: “მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებას, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება“

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბისთვის: “მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებას, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება“

ივლისის მთავარი მოვლენები

გილოცავთ, 22 ივლისამდე მზე თქვენს ნიშანშია. ეს არის ხელსაყრელი დრო, რომ ბევრი დადებითი მომენტი შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. ამ თვეში იგრძნობთ, რომ სავსე ხართ ენერგიით. შეეცადეთ ყურადღების ცენტრში მოექცეთ, გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და მრავალი შესაძლებლობა; იყავით მზად მიზნების განხორციელებისთვის; საჭირო ადამიანების გასაცნობად. გექნებათ სურვილი და ენერგია, რომ ხელახლა შეებრძოლოთ თქვენს კონკურენტებს, ან მიიღებთ რაიმე რადიკალური გადაწყვეტილებას, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება. ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ პერიოდში შესაძლოა ხელმძღვანელობასთან მივიდეს და მტკიცედ მოითხოვოს ახალი თანამდებობა ან ხელფასის გაზრდა. ზოგიერთი კი საბოლოოდ შეიცვლის სამუშაო ადგილს ან დაიწყებს საკუთარ ბიზნესს. ყველა შემთხვევაში არ შეგეშინდეთ დამოუკიდებლად და გაბედულად მოქმედების, ახლა ბევრის გაკეთებას შეძლებთ.

სამუშაო და ბიზნესი

11 ივლისამდე მერკური თქვენს ნიშანშია. თუ გსურთ დაიწყოთ ახალი სამუშაოს ძებნა ამ თვეში, შეგიძლიათ გააქტიურდეთ; გაიაროთ გასაუბრება. დააკვირდით ინფორმაციას, რომელსაც ამ პერიოდში სხვებს აწვდით საკუთარ თავზე. შეგეძლებათ დაამყაროთ დიდი რაოდენობით კონტაქტები, რომლებიც სასარგებლო იქნება ბიზნესისთვის ან ჩაატაროთ წარმატებული სარეკლამო კამპანია. შემდეგ მერკური გადავა კირჩხიბის ფულისა და ქონების სექტორში - სადაც დარჩება 28 ივლისამდე. ამ პერიოდში ფულად საკითხებს ოსტატურად გადაჭრით - ინტუიციურად იგრძნობთ როგორ გამოიმუშაოთ ფული და შეეცდებით ხელიდან არ გაუშვათ არც ერთი შესაფერისი შესაძლებლობა.

სიყვარული და ფული

ვენერა ივლისში გააგრძელებს კირჩხიბის ჰოროსკოპის მე-2 სახლში სტუმრობას, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსებზე. ამ სფეროს გავლისას ის ადამიანს ფინანსურ კეთილდღეობას ანიჭებს. მარტოხელა კირჩხიბებმა შეიძლება აღმოაჩინონ, რომ ძალიან დაიღალნენ სასიყვარულო თავგადასავლებით, რომლებსაც არასოდეს არაფერი სერიოზული არ მოჰყოლია და, შესაბამისად, შეუძლიათ ცოტა მეტი დრო დაუთმონ, ფულის შოვნასა და საკუთარი თავის განებივრებას. მოგინდებათ ლამაზი და სასიამოვნო ნივთების ყიდვა. მაგრამ 23 ივლისიდან ვენერა რეტროგრადული იქნება. მოუფრთხილდით ფინანსებს. ზოგიერთი ბიზნესალიანსი ვერ გაუძლებს დროის გამოცდას და ფულადი ინვესტიციები არ გაამართლებს იმედებს.

ჯანმრთელობა და აქტივობა

2023 წლის 10 ივლისს მარსი გადავა კირჩხიბის ახლო ნათესავებისა და ინფორმაციის სექტორში. ამ თვეში კირჩხიბები შესაძლოა განსაკუთრებით მოუთმენლები იყვნენ - სპორტით დაკავდნენ, მოისურვებენ რაიმე დაუყოვნებელი შედეგის მიღწევას. სავსე იქნებით გლობალური პროექტებით. მაგალითად, გადაწყვიტეთ, დაიცავათ დიეტა, ივარჯიშოთ, დანერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი ან გახდეთ ვეგეტარიანელი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე დაესწარით სპეციალურ ტრენინგს, გაიარეთ ექიმებთან კონსულტაცია. არ გირჩევთ უსიამოვნებას ახლობლ გარემოცვასთან.

რაში გაუმართლებს კირჩხიბს ივლისში

ივლისში წარმატებები გელით ყველაფერში, რაც ეხება პროფესიულ სფეროს, კარიერასა და სოციალურ სტატუსს. ამ დროს თითქმის ნებისმიერი მიზანი თქვენთვის მიღწევადია. თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა დაწინაურებისა და კარიერული წინსვლის გზით.

3 ივლისის შემდეგ ყურადღება გაამახვილეთ რჩეულთან, ნათესავთან ან პარტნიორთან ურთიერთობაზე. თუ მათში რაღაც არ მოგწონთ, მაშინ უნდა გადახედოთ თქვენს ქცევას. შესაძლებელია, რომ გააკეთოთ ან თქვათ ისეთი რამ, რაც შეურაცხყოფს ახლობლებს.

17 ივლისის შემდეგ კარგი დროა გარეგნობაზე ზრუნვისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ნუ დაივიწყებთ პირად საკითხებს. ყველაფერი, რასაც სიამოვნებით აკეთებთ, გაგამხნევებთ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. შეიძლება შეიცვალოს ზოგიერთი შეხედულება ადამიანებზე, საგნებსა და სიტუაციებზე. მაგრამ ენერგია და ძალა გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ პროგრამის დასრულებას მაქსიმალური სარგებლით. დაიწყეთ პროექტები, რომლებიც ადრე ჩანდა ფანტასტიკული გეჩვენებოდათ. ამ დროს ბევრის რეალიზებას შეძლებთ, უბრალოდ არ დანებდეთ სირთულეების წინაშე.