ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის "იყავით ფრთხილი და დაკვირვებული ფინანსური საკითხების მოგვარებისას"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის "იყავით ფრთხილი და დაკვირვებული ფინანსური საკითხების მოგვარებისას"

მეტად დააფასეთ ის, რაც გაქვთ. მოგინდებათ ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ, ლამაზ ნივთებში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, კლიენტებთან, თუ თქვენი საქმიანობა მომსახურების სფეროსთანაა კავშირში.

ბიზნესი, სამსახური

საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ, თუ არ იტყვით უარს სიახლეებზე. შეეცდებით აითვისოთ ახალი პროგრამები. ეცადეთ, გამონახოთ საერთო ენა საქმიან პარტნიორებთან, ადამიანებთან, ვისთანაც აპირებთ თანამშრომლობას. ადვილად უნდა შეძლოთ უცხო გარემოში, ახალ კოლექტივში ადაპტაცია. სირთულეებს დიდი ძალისხმევის შედეგად გადალახავთ, მეტად გამოავლიეთ პროფესიონალიზმი. 5 ივლისს თქვენს ნიშანში სტუმრად მყოფი მარსი და ცუდად დაუპირისპირდება პლუტონს, ამ პერიოდში მოერიდეთ სარისკო საქმიანობას. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული ფინანსური საკითხების მოგვარებისას. გამოიყენეთ ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია, რათა გაიუმჯობესოთ მდგომარეობა. 18 ივლისიდან გააქტიურდით, რომ კომფორტული პირობები შეიქმნათ სამსახურში, მიიღოთ მეტი მატერიალური სარგებელი. წარმატებული ივლისი გელოდებათ უძრავი ქონების, აქიტექტურის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის სფეროში მომუშავე ნიშნებს.

სიყვარული

საუკეთესო დროა არსებული სასიყვარულო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და სტაბილურობისთვის. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი ძვირფასი საჩუქრებით. არ გირჩევთ ეჭვიანობას და წარსული წყენის გახსენებას. თუ დაქორწინება გაქვთ გადაწყვეტილი 18 ივლისის შემდეგ დანიშნეთ, როცა ვენერა მეოჯახე კირჩხიბის ნიშანში გადავა. მარტოხელებმა გამოიჩინეთ ინიციატივა, რომ დაწყვილდეთ. იყავით მზად ფლირტისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის. თუ ხვდებით, რომ არსებული კავშირი სიამოვნებას არ განიჭებთ, დაუსვით წერტილი, ნუ დახარჯავთ დროსა და ენერგიას არაფრისმომცემ ურთიერთობაზე.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

რაც უფრო მშვიდი და გააზრებული იქნებით, მით მეტად იქნებით დაცული საფრთხეებისგან და თავსაც მეტად მშვიდად იგრძნობთ. მეტი დრო გაატარეთ ლამაზ, ჰარმონიულ ადგილებში. ხშირად მიეცით საკუთარ თავს დასვენების, განტვირთვის საშუალება. 14 ივლისიდან მოერიდეთ გარემოს მკვეთრ ცვლილებას, გაცივებას, ნესტიან ადგილას ყოფნას. რთული და მოსაფრთხილებელი ორგანოა ყელი. 21 ივლისიდან მაქსიმალურად შეამცირეთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვები.

13 ივლისის შემდეგ ამბიციების დაკმაყოფილების შესაძლებლობა მოგეცემათ. იყავით მეტად მიზანმიმართული და გააზრებული ნაბიჯები გადადგით. გაგიმართლებთ იმ საქმეებში, სადაც თქვენი პარტნიორები ან გამოცდილი ადამიანები არიან ან ასაკით უფროსები. მიიღეთ მათგან რჩევები.

28 ივლისის შემდეგ იყავით მომართული საოჯახო საქმეების შესრულებაზე. გახშირდება შეხვედრები ნათესავებთან. იყავით მზრუნველი მშობლების მიმართ და ხშირად უმასპინძლეთ შინ სტუმრებს. 29-დან ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები, განაახლეთ გარდერობი.