ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომისთვის: “უმჯობესია არ გაუზიაროთ თქვენი იდეები სხვებს“

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომისთვის: “უმჯობესია არ გაუზიაროთ თქვენი იდეები სხვებს“

ივლისის მთავარი მოვლენები

ივლისში მზე გადმოვა თქვენი შიშების, საიდუმლოებების და შეზღუდვების სექტორში. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტად დაისვენოთ და ცოტა განიტვირთოთ. წადით სადმე - ზღვაზე ან მთაში, დარჩით ბუნებაში, სიჩუმეში, დაივიწყეთ გადაუდებელი საქმეები და აქტუალური პრობლემები. გადადეთ ისინი უფრო ხელსაყრელ მომენტამდე, რომელიც აუცილებლად დადგება აგვისტოსა და სექტემბერში. შეგიძლიათ გამოავლინოთ ქველმოქმედება. სამსახურში ამ პერიოდში მკვეთრ ან უკეთესობისკენ ცვლილებებს ნუ ელოდებით. თქვენ არ უნდა იჩხუბოთ გარშემო მყოფებთან და სამყაროს მიმართ არ გამოხატოთ უკმაყოფილება, წყენა, უბრალოდ მოთმინებით აღიჭურვეთ, ძალიან მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და ისევ დაიკავებთ იმ ადგილს, რომელიც რეალურად გეკუთვნით.

სამუშაო და ბიზნესი

11 ივლისამდე მერკური გააგრძელებს მოგზაურობას თქვენი საიდუმლოების, შეზღუდვების და არაკეთილსინდისიერების სექტორში. გაგიმძაფრდებათ ინტუიცია. თქვენმა წარმატებულმა დაწინაურებამ შეიძლება გამოიწვიოს შური კონკურენტბში და ზოგიერთ მეგობარშიც კი. ამიტომ ამ თვეში უმჯობესია არ გაუზიაროთ თქვენი გეგმა და იდეები სხვებს. შემდეგ მერკური გადმოვა თქვენს ნიშანში. იოლად დაამყარებთ კონტაქტს ადამიანებთან, გექნებათ ბევრი სასარგებლო საქმიანი კავშირი, რომელთა შორის იქნებიან მაღალი თანამდებობის პირები თუ ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

სიყვარული და ფული

ვენერა კვლავაც თქვენს ნიშანშია. შესრულებული სამუშაოსთვის კარგი ჯილდო გელოდებათ, გარდა ამისა, მიიღებთ სოლიდურ თანხას. რაც საშუალებას მოგცემთ, გადაფაროთ გაუთვალისწინებელი ხარჯები. მაგრამ 23 ივლისიდან ვენერა რეტროგრადული იქნება. ამ დღიდან დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა ხანმოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელი გახდება. საშუალებას მოგცემთ უფრო გონივრულად მიუდგეთ პოტენციური პარტნიორის არჩევანს. ამ პერიოდში არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბავს არსებულ სასიყვარულო პარტნიორთან, მოერიდეთ უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო კამათს.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

2023 წლის 10 ივლისამდე მარსი დარჩება თქვენს ნიშანში. ამ დროს არა მხოლოდ აქტიურად დაკავდებით სპორტით, არამედ შეძლებთ თვალსაჩინო შედეგების მიღწევას, ერთგვარი პირადი რეკორდის დამყარებას. შემდეგ მარსი გადავა თქვენი კეთილდღეობის სახლში. ამ დროს არ უნდა ისწრაფოდეთ მყისიერი შედეგისკენ. გახსოვდეთ, რომ ეფექტის მისაღწევად საჭიროა დრო და რეგულარული ვარჯიში. გარდა ამისა, თქვენს სპორტულ საქმიანობას შეიძლება დასჭირდეს გარკვეული თანხები. მაგალითად, ახალი ინვენტარი ან ფიტნეს ცენტრის წევრობა.

რაში გაუმართლებს ლომს ივლისში

წარმატება ახლავს შორეულ მოგზაურობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებას, საგანმანათლებლო და რელიგიურ საქმიანობას. წარმატება გაგიღიმებთ, თუ ქველმოქმედებით ხართ დაკავებული. ყველაზე მეტ შემოსავალს უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით მიიღებთ.

3 ივლისის შემდეგ საკუთარ თავს კრიტიკულად უყურებთ და ფიქრობთ, რომ დროა ფორმაში ჩადგეთ. დაფიქრდით, რა გჭირდებათ ამისთვის? ბუნებრივია, დიეტა და ვარჯიში. და, რა თქმა უნდა, მოთმინება და გამძლეობა. დაიწყეთ ცუდი ჩვევების წინააღმდეგ ბრძოლა, კარგია წყლის პროცედურებიც. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მენეჯმენტთან. მოგიწევთ ემოციების კონტროლი, შეიძლება იყოთ გაღიზიანებული, განაწყენებული და გაბრაზებული.

17 ივლისის შემდეგ არ არის შესაფერისი დრო ახალი პროექტების დასაწყებად. ამისთვის შეიძლება არ იყოს საკმარისი ენერგია. იძულებული გახდებით მოინახულოთ სამედიცინო კლინიკა ან პოლიციის განყოფილება. ბევრს სურს პენსიაზე გასვლა ან სიმშვიდეში დასვენება. ზოგიერთისთვის ქველმოქმედება პირველ ადგილზე იქნება. აკონტროლეთ განცხადებები, წინააღმდეგ შემთხვევაში გაამჟღავნებთ სხვის საიდუმლოს ან შეურაცხყოფთ ვინმეს მკაცრი სიტყვით. შეიძლება გაიგოთ ახალი ამბავი, ვიღაცის საიდუმლო, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ.