სოციალურად გააქტიურების პერიოდი გეწყებათ. სცენაზე უნდა გამოხვიდეთ, თამამად ჩაერთეთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. თვითრეალიზაციის შესაძლებლობა მოგეცემათ. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს.
ბიზნესი, სამსახური
იყავით მიზანმიმართული და მობილიზებული. ამასთან, გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას - ლოიალური და მეგობრული. ნუ გამოავლეთ ეგოიზმს, ზეწოლას. 10 ივლისიდან იოლად გაერკვევით რთულ საკითხებში, დაასრულებთ პროექტებს. წარმატებული დრო გელით თუ ხართ იურისტი, ექიმი, საზოგადო მოღვაწე. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, აუცილებლად გამოჩნდება სათქვენო თანამდებობა. ეცადეთ, ჩართეთ თქვენს პროექტებში თქვენსავით საინტერესო და ორიგინალური ადამიანები. რა საქმესაც არ უნდა აკეთებდეთ, დააინტერესოთ და აიყოლიოთ გარშემო მყოფები. კარგ შედეგს მიიღებთ, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია ინტერნეტთან, აიტი-ტექნოლოგიებთან, სოციალურ ქსელებთან.
სიყვარული
საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავრეთ ტურისტულ ლაშქრობაში, შვებულებაში. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ერთად, მაგრამ სასიამოვნო გარემოში და არა საყოფაცხოვრებო რუტინაში. თავგადასავალი და რომანტიკა კიდევ უფრო შეგაკავშირებთ ერთმანეთთან. მარტოხელები მოერიდეთ საეჭვო რეპუტაციის ადამიანებთან ურთიერთობას. მარტოხელებმა მეწყვილე ცეცხლოვანი ნიშნებს (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) შორის ეძებეთ.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ დილაობით ვარჯიშს, სირბილს სკვერში. ჩაიტარეთ მასაჟის კურსი. ხშირად გაისეირნეთ ბუნებაში, მთაში. ენერგიის მისაზიდად ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ მწვანე და ოქროსფერი.
13 ივლისის შემდეგ უნდა დაასრულოთ ძველი საქმეები, მოაგვაროთ ვალდებულებები და აასრულოთ დანაპირები. გაისტუმრეთ ვალები. მოსაწყენად არ გეცლებათ, მოიმატებს მოულოდნელობები და თავგადასავალები.
28 ივლისის შემდეგ მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების გახორციელება. გაიხსენეთ ძველი ჰობი. შეიძლება ცვლილებები შეიტანოთ გარეგნობაში. არ გირჩევთ რეპუტაციის შელახვას თქვენთვის შეუფერებელი საქციელით.