ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის "რაც უფრო მონდომებული და მობილიზებული იქნებით, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის "რაც უფრო მონდომებული და მობილიზებული იქნებით, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ"

უნდა გააქტიურდეთ, უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი და შეიძლება დასვენებისთვისაც კი ვერ მოიცალოთ. ივლისში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საქმეები უნდა მოაგვაროთ. არაფერი არ გადადოთ მომავლისთვის, ხვალისთვის. რაც უფრო მონდომებული და მობილიზებული იქნებით, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. ამასთან გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ სწრაფად და დაფიქრებულად.

ბიზნესი, სამსახური

გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. იყავით ლიდერიც და საუკეთესო შემსრულებელიც. თვის დასაწყისში ხშირად მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და ეცადეთ, თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოთ. გაფრთხილდით, რომ აჩქარებისას, არ დაუშვათ შეცდომები. კარგი იქნება, თუ ყურს დაუგდებთ გამოცდილი კოლეგების, საქმიანი პარტნიორების რჩევებს. შემოსავლის გაუმჯობესების მიზნით დამატებითი ვალდებულებების შესრულება მოგიწევთ. რა საქმეც არ უნდა გააკეთოთ, ეცადეთ, არ გადააცილოთ ვადას, დათქმულ დროს. ივლისის მეორე ნახევარში მოიმატებს კონკურენცია და თავადაც უნდა გააქტიურდეთ, რომ შეძლოთ არსებული პოზიციის შენარჩუნება და გაუმჯობესება. ნუ შეუშინდებით წარმოქმნილ სირთულეებს. ორგანიზატორული ნიჭის წყალობით ყველაფერს დაძლევთ. ახლა მოგვარებული საქმეები ან მიღებული გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ, წლის ბოლომდე მშვიდად გააგრძელოთ ცხოვრება. ნუ გამოავლენთ ემოციურობას, იყავით მშვიდი და გააზრებული. მშვიდი იყავით საქმიანი მოლაპარაკებების დროსაც. არ გაამწვაოთ კონფლიქტი. წარმატებული ივლისი გელით მარკეტინგის, იურისპრუდენციის, პოლიტიკის სფეროს წარმომადგენლებს.

სიყვარული

რომანტიკული თავგადასავლების რაოდენობა მოიმატებს. ყველა ახალდაწყებული რომანი ხანმოკლე იქნება, მაგრამ დასამახსოვრებელი. საყვარელი ადამიანის მიმართ მოიმატებს ეჭვიანობა, უნდობლობა. ამასთანა, სასიამოვნოდ განვითარდება ურთიერთობა პიროვნებასთან, რომელიც თქვენგან ტერიტორიულად შორსაა. დაწყვილებულება ერთად დაგეგმეთ და მოაგვარეთ რთული საოჯახო და ბიზნესსაქმეები. დაბრკოლებების გადალახვა კიდევ უფრო შეგაკავშირებთ. არ გირჩევთ დაპირებების გაცემას, ურთიერთობის გაოფიციალურებას. შეიძლება ადამიანმა, ვისი იმედიც გაქვთ, გული გატკინოთ: ვერ აგისრულოთ დანაპირები. თუ ასეთი მოხდა, დაფიქრდით, გსურთ მომავალში მასთან ურთიერთობის გაგრძელება?.. ივლისის ბოლოს ყურადღება მიაქციეთ მეგობრების წრეში დაბადებულ კირჩხიბს, თევზებს და მორიელს. მოერიდეთ ლომსა და ვერძს. ივლისში იყავით ოპტიმისტურად განწყობილი, მეტი დრო დაუთმეთ სულიერად გამდიდრებას.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მხოლოდ ფიზიკურ კი არა სულიერ სიჯანსაღეზეც იზრუნეთ. მოეშვით წარსულში ქექვას, დამნაშავეების ძებნას; დაივიწყეთ ძველი წყენა. 2-10 ივლისის შუალედში მეტად მოუფრთხილდით თავს, კბილებს. არ გაცივდეთ.

13 ივლისის შემდეგ მოულოდნელ და უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდებით. შეიძლება იპოვოთ ის, რასაც აქამდე ეძებდით (ან შემთხვევით აღმოაჩინოთ გადანახული ფული, ძვირფასეულობა) ან შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ახლობელს, ყოფილ პარტნიორს. დაკვირვებული იყავით დოკუმენტებთან მუშაობისას. საუკეთესო დროა კონფლიქტების მოსაგვარებლად, განაწყენებულ ახლობლებთან შესარიგებლად.

28 ივლისის შემდეგ ნუ მოკიდებთ ხელს საქმეს, რაც რთულად გეჩვენებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის დასრულებას ვერ შეძლებთ ან უკმაყოფილო იქნებით შედეგით. მოგინდებათ გარეგნობის შეცვლა, რასაც არ გირჩევთ. უკმაყოფილო იქნებთ ყველა საქმით და ადამიანით. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მანდილოსნებთან.