ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის: “ზოგიერთი მიზნის რეალიზაციისთვის, მოგიწევთ სესხის აღება“

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის: “ზოგიერთი მიზნის რეალიზაციისთვის, მოგიწევთ სესხის აღება“

ივლისის მთავარი მოვლენები

ივლისში მზე თქვენი ექსტრემალური სიტუაციების, სხვა ადამიანების ფულისა და მემკვიდრეობას სექტორს გაივლის. ამ თვეში შეიძლება მოხდეს გარკვეული ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში, რომლებსაც უნდა მოერგოთ. უპირველეს ყოვლისა, ეს შეიძლება ეხებოდეს თქვენს ფინანსებს. ახლა ფულმა, რომელსაც მიიღებთ თქვენი კავშირებით, ოჯახიდან ან ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობით, შეიძლება თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს. შესაძლოა, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ან თქვენი ზოგიერთი მიზნის რეალიზაციისთვის, მოგიწევთ სესხის აღებამ. ივლისში იძულებული იქნებით მუდმივად იბრძოლოთ რაღაცისთვის, გადალახოთ გარკვეული დაბრკოლებები, მიაღწიოთ რაღაცას. შეეცადეთ ხშირად და საფუძვლიანად დაისვენოთ და შეეცადოთ თავი დააღწიოთ სტრესს, ყველაფერი თავისთავად გამოვა.

სამუშაო და ბიზნესი

11 ივლისამდე მერკური გააგრძელებს მოგზაურობას თქვენს მე-8 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია ექსტრემალურ სიტუაციებზე, სხვა ადამიანების ფულზე, საბანკო დეპოზიტებსა და მემკვიდრეობაზე. ტყუილსა და არაგულწრფელობას ივლისში ინტუიციურად იგრძნობთ. სხვებთან ურთიერთობა შეიძლება საკმაოდ პრობლემური გახდეს, როგორც ამ მიზეზით, ასევე იმის გამო, რომ თქვენ არ ხართ მიჩვეული აზრების დამალვას, ყოველთვის გამოხატავთ ყველაფერს, რასაც ფიქრობთ და ხშირად, შეულამაზებლად. შემდეგ მერკური გადავა თქვენი ჰოროსკოპის მე-9 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია სწავლაზე და შორ მანძილზე მოგზაურობაზე. იქნებით აქტიური ამ თემებში. ეცადეთ, ამ პერიოდში არ ჩაერთოთ უაზრო კამათში, მხოლოდ საკუთარი ერუდიციის დემონსტრირების სურვილით.

სიყვარული და ფული

ვენერა ივლისში თქვენ მე-9 სახლში იქნება, რომელიც პასუხისმგებელია სწავლასა და მოგზაურობაზე. მოსალოდნელია საბედისწერო შეხვედრა მოგზაურობისას, ან თქვენ დაიწყებთ კომუნიკაციას ინტერნეტში, უცხოელთან, საზღვარგარეთ მყოფ ადამიანთან. თუ კავშირი ქორწინებით არ დასრულდება, ეს იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. ზოგიერთი ხელახალ ქორწინებაზე დაფიქრდება, ან შეიძლება სასამართლო პროცესი აღძრათ განქორწინების მიზნით. თუმცა, 23 ივლისიდან ვენერა რეტროგრადული იქნება. ეს არ არის საუკეთესო დრო ახალი რომანების დასაწყებად ან სამუშაოს შეცვლისთვის. შესაძლოა თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდეს. შორ მანძილზე მგზავრობა შეიძლება შეფერხდეს, შეიძლება იყოს დაგვიანებები და ფორსმაჟორული მოვლენები.

ჯანმრთელობა და აქტივობა

10 ივლისს მარსი გადავა თქვენს მე-10 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია წარმატებასა და ამბიციებზე. ამ დღიდან მოგინდებათ წარმატების მიღწევა და გააქტიურდებით სასურველის მისაღწევად. არაა გამორიცხული, რომ სპორტულ შეჯიბრებაშიც ჩაერთოთ. იქნებით ორიენტირებული გამარჯვებაზე და თუ რამეს მოინდომებთ, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, იქნება ეს პროფესიულ საქმიანობა თუ სპორტი, სასურველს მიაღწევთ. უმეტესობა დაიწყებთ ვარჯიშს, უარს იტყვით მავნე ჩვევებზე. მთავარია, არ გაჩერდეთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი გახდეს თქვენი ახალი და სასარგებლო ჩვევა მთელი სიცოცხლის მანძილზე.

რაში გაუმართლებს მშვილდოსანს ივლისში

ივლისში შეგიძლიათ დატკბეთ ცხოვრებით და გაერთოთ. ასევე ამ დროს გექნებათ საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება. თუ დიდებაზე ოცნებობდით, ახლა სცენაზე გამოსვლის დროა. წარმატება გელით არაჩვეულებრივ და ნიჭიერ ადამიანებს. ფული შეიძლება მოვიდეს ბიზნესით ან შემოქმედებით.

3 ივლისის შემდეგ მოგებას მოგიტანთ ძველი და დასრულებული პროექტები. გადაიხადეთ გადასახადები და დაფარეთ სესხები. შოპინგის დროს კონტროლი გჭირდება, რომ არ დახარჯოთ მეტი. შეიძლება შეგიმცირდეთ შემოსავლის ზოგიერთი წყარო.

17 ივლისის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ მდგომარეობას, მაგრამ არა მხოლოდ საკუთარს, პარტნიორისასაც. უნდა აკონტროლოთ ფინანსები, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით. ან პარტნიორებთან ერთად მოაგვარეთ საერთო ბიუჯეტის საკითხები. ზოგიერთი საკუთარ ბიზნესს გახსნით და თუ სესხის აღებას აპირებთ, წინასწარ გაითვალისწინეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა მოულოდნელად გაუმჯობესდეს. დაიბრუნებთ ვალებს, ვიღაც კი მდიდარი მემკვიდრეობის მფლობელი გახდება.