ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის "გამონახეთ დრო რომანტიკული შეხვედრებისთვის"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის "გამონახეთ დრო რომანტიკული შეხვედრებისთვის"

კარგად გააზრებული ნაბიჯები უნდა გადადგათ. სპონტანურობა და ჰაერში ფრენა კარგს არაფერს მოგიტანთ. გათვალეთ თითოეული დეტალი, რათა თავი დაიზღვიოთ შეცდომებისგან.

ბიზნესი, სამსახური

მოგინდებათ კარიერული წინსვლა, დაწინაურება და პროფესიული ამბიციების რეალიზება. იყავით ინფორმირებული. გონივრულად მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. საინტერესო შეტყობინებები და ზარები გელოდებათ. გახშირდება შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტელექტუალური საქმიანობა. ივლისში გაგიმართლებთ, თუ ხართ ჟურნალისტი, ბლოგერი, ფსიქოლოგი, მეწარმე, კონსულტანტი, თარჯიმანი. ივლისის დასაწყისში მოიმატებს კომუნიკაბელურობა. კარგ შედეგს მოგიტანთ კოლექტივში მუშაობა. მიიღებთ საჭირო თანხას, გააფორმებთ სარფიან ხელშეკრულებას. გირჩევთ, შემოსავალი გონივრულად გადაანაწილოთ. ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით, თუ მივლინება გელოდებათ. თვის ბოლოს მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ. შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ საქმეებს, პარტნიორებს და გაფრთხილდით, რომ არ დაუშვათ იგივე შეცდომები.

სიყვარული

საქმეებისა და ვალდებულებების გამო შეიძლება გაგიცივდეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. გირჩევთ, ერთად ჩაერთოთ რამე საქმეში, განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. რა საქმითაც არ უნდა იყოთ დაკავებული, გამონახეთ დრო რომანტიკული შეხვედრებისთვის. განსაკუთრებით თუ მეწყვილე ადრეც გადანაშაულებდათ მოუცლელობაში. 19 ივლისიდან მარტოხელა სასწორებს რომანტიული ნაცნობობის შანსი გეძლევათ. გააქტიურდით და ნუ მოგერიდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმა. ეცადეთ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ ადამიანის გარეგნობას, იმიჯს და მეტი - მის შინაგან სამყაროს. თუ ადამიანი პერიოდულად არაადეკვატური საქციელით გაოცებთ, მოერიდეთ მასთან დაახლოებას. უფრო მეტიც, შეგიძლიათ წერტილი დაუსვათ მასთან კავშირს. მის გამოსწორებას ვერ შეძლებთ, დროსა და ენერგიას კი დახარჯავთ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მეტად მოუფრთხილდით ნერვულ სისტემას. გამონახეთ თქვენთვის სასიამოვნო რელაქსაციის საშუალება. დაძაბულობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს კუჭზე, გაგიმძაფრდეთ გასტრიტი. მოერიდეთ მძაფრ სანელებლებს, პროდუქტებს, რომლებიც მჟავიანობას იწვევენ. მეტი დრო გაატარეთ სანაპიროზე, კარგ იქნება წყლის პროცედურები.

13 ივლისის შემდეგ მეტად სერიოზული და მიზანმიმართული გახდებით. შეიძლება მოიმატოს სიცივემ გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში ან თავად გაყინოთ ზოგიერთ ადამიანთან კავშირი. ამ დღეს ნუ დაგეგმავთ პაემანს, ნათესავებთან შეხვედრას. ამასთან ნუ გახდებით აფერისტების მსხვერპლი. განსაკუთრებით რომანტიკულ სფეროში.

28 ივლისის შემდეგ მოგინდებათ ფულის ხარჯვა ლამაზ ნივთებზე, გართობაზე. გახდებით მიმზიდველი საწინააღმდეგო სქესისთვის. ფლირტი დასაშვებია, მაგრამ ილუზიებს ნუ შეიქმნით. დაიწყეთ ახალი, შემოქმედებითი იდეების განხორციელება.