ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის: “იძულებული იქნებით ვინმეს მიმართოთ ფინანსური დახმარებისთვის“

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის: “იძულებული იქნებით ვინმეს მიმართოთ ფინანსური დახმარებისთვის“

ივლისის მთავარი მოვლენები

ივლისის დაწყებისთანავე, მზე იქნება თქვენი პროფესიული წარმატებისა და კარიერის სექტორში. თუ ამ დროს ბევრს ურჩევნია შვებულებაში წასვლა, თქვენ მოგიწევთ კარიერული ვალდებულებების შესრულება. ახლა გაქვთ ყველა შანსი, შეცვალოთ სიტუაცია პროფესიულ სფეროში თქვენს სასიკეთოდ. მზე ამბიციითა და მზადყოფნით დაგაჯილდოებთ, თავდაუზოგავად მუშაობა მოგიწევთ. სავსე იქნებით ამბიციებითა და კარიერულ კიბეზე კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმის სურვილით. აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას, თუ მოინდომებთ და არ იზარმაცებთ. თუმცა, პროფესიული ზრდის საკითხებზე გადაჭარბებულმა ფიქსაციამ შეიძლება გაგიფუჭოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

სამუშაო და ბიზნესი

11 ივლისამდე მერკური გააგრძელებს მოგზაურობას თქვენი კარიერისა და მიღწევების სახლში. თუ ბიზნესში ხართ, მაშინ ამ თვეში უნდა ეწვიოთ მარეგულირებელ ორგანოს, რათა მიიღოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტი. სავარაუდოა გახშირდება მივლინებები და ახალი კონტრაქტების გაფორმება. ბევრი სასწორი იპოვის ახალ სამსახურს. შემდეგ მერკური გადავა თქვენი სოციალური ცხოვრების სახლში. აქტიურად მიიღებთ ინფორმაციას და გაუზიარებთ სხვებს. ამ პერიოდში შეგიძლიათ გაიგოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც საშუალებას მოგცემთ იყოთ ყურადღების ცენტრში.

სიყვარული და ფული

ვენერა ივლისში კვლავაც იქნება თქვენი მეგობრების, კეთილისმყოფელების, სპონსორებისა და სოციალური ცხოვრების სახლში. თვის დასაწყისში შეგიძლიათ დადოთ ძალიან კარგი გარიგება, რომელიც ფინანსურ დამოუკიდებლობით დიდი ხნით უზრუნველგყოფთ. მაგრამ ივლისის მეორე ნახევარში ჯობია მეგობრებსა და ნათესავებს ფული არ ასესხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ თვითონ იძულებული იქნებით ვინმეს მიმართოთ ფინანსური დახმარებისთვის, რადგან 23 ივლისიდან ვენერა რეტროგრადული გახდება. ეს არ არის საუკეთესო დრო ახალი რომანებისთვის. თუმცა, გამორიცხული არაა, ზოგიერთი ძველ ურთიერთობას დაუბრუნდეს. მაგალითად, თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ დაშორდით. თქვენ გადაწყვეტთ ყველაფრის თავიდან დაწყებას.

ჯანმრთელობა და აქტივობა

2023 წლის 10 ივლისს მარსი გადავა თქვენი მარტოობის სახლში. სიმართლე გითხრათ, ეს არ არის საუკეთესო ადგილი მარსისთვის, ამიტომ ივლისში სავარაუდოდ შეამცირებთ ფიზიკურ აქტივობას. ახლა მეტად მოგინდებათ დასვენება და სულიერი განვითარება. თუ ზოგადად ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, მაშინ ამ თვეში თავი უნდა აარიდოთ სტრესს და გადაღლილობას.

რაში გაუმართლებს სასწორს ივლისში

ამ თვეში განსაკუთრებით ბედნიერი იქნებით პარტნიორულ ურთიერთობებში. კოლეგებთან, მეუღლეებთან ან მეგობრებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თქვენი ოცნების რეალიზებას. სასამართლო პროცესი ამ დროს შესაძლოა თქვენს სასარგებლოდ დასრულდეს. ფულის მიღება შეგიძლიათ კონსულტაციების, ხელოვნების სფეროში აქტივობების, ნებისმიერი თანაავტორობითა და თანამშრომლობით.

3 ივლისის შემდეგ გააუმჯობესეთ ნათესავებთან კავშირი. მეტად იზრუნეთ მათზე, მოუსმინეთ ოჯახის წევრების სურვილებს. იქნება დასვენების, განტვირთვისა და ყოველდღიური სამუშაოს აბსტრაქციის შესაძლებლობა. კარგი იქნება უქმეებზე ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გამგაზვრება და დასვენება.

17 ივლისის შემდეგ კარგი პერიოდია ახალი მიზნების განსახორციელებლად, რეპუტაციისა და პროფესიონალიზმის შესანარჩუნებლად. შესაძლებელია მოგიწიოთ სხვადასხვა ავტორიტეტებთან ან მაღალი რანგის პიროვნებებთან ურთიერთობა. ბევრს მოუწევს ბიზნესში აქტიურად ჩართვა, გეგმების შედგენა და ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაცია. დაისახეთ მიზნები, რომლებსაც უახლოეს მომავალში მიაღწევთ. ივლისში შესაძლოა დაგნიშნონ მსხვილი პროექტის ხელმძღვანელად.