ყველა ვალდებულებას იოლად გაუმკლავდებით, მთავარია, იყოთ საქმეების კურსში, მიაქციოთ ყურადღება მინიშნებებს. გააქტიურდებით საჭირო ინფორმაციების მოსაძიებლად. ნუ აღადგენთ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, ვინც ერთხელ უკვე გიღალატათ (ეს საქმესაც ეხება და პირად ურთიერთობასაც). ფული მხოლოდ სარფიან საქმეში დააბანდეთ, აქაც მოერიდეთ თაღლითურ სქემებს. იყავით დაკვირვებული და ეცადეთ, წინასწარ განჭვრიტოთ მოვლენები.
ბიზნესი, სამსახური
თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება საქმეები, მიიღებთ სასურველ სტატუსს, მფლობელობაში გადმოგეცემათ ის, რაც გსურდათ. გადაიფორმეთ უძრავი ქონება ან აღძარით სასამართლოში საქმე უძრავი ქონების მიღებაზე. თუ მოინდომებთ, გაიუმჯობესებთ შემოსავალს, მიიღებთ დამატებით წყაროს. განსაკუთრებით 17 ივლისის შემდეგ გამოგიჩნდებათ შანსები. რთულ საქმეებსაც კი იოლად მოაგვარებთ. შეიძლება მიიღოთ საიდუმლო ინფორმაცია (პარტნიორზე, კონკურენტზე, ხელმძღვანელობაზე), რაც მოქმედების შესაძლებლობას გაგიფართოებთ.
სიყვარული
ახალგაცნობილებთან გაფრთხილდით, ერთი ნახვით შეყვარება კარგს არაფერს მოგიტანთ. "სიყვარული რომ დაფრინავს" ამას დაქორწინებული თევზები იგრძნობენ. თუ ადამიანის ნაკლოვანება თვალში გხვდებათ, აღარ გააგრძელოთ ურთიერთობა. სხვათა შორის, უსიამოვნებით დაწყებული ურთიერთობა კი შეიძლება სიმპათიაში, ფლირტში და მერე რომანში გადაიზარდოს. ასევე იოლად გადააქცევთ მტერს მოყვრად. ამასთან, მოერიდეთ პარალელური სასიყვარულო ურთიერთობების გაბმას.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
მეტი დრო დაუთმეთ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გაუმჯობესებას. კარგი იქნება, თუ დაიკლებთ ზედმეტ კილოგრამებს. 13-27 ივლისის პერიოდში მოიცილეთ ყველაფერი ზედმეტი.
13 ივლისის შემდეგ უკეთ გაერკვევით სიტუაციაში, გარემოში. მიიღებთ საჭირო ცნობებს. თუ გსურთ, ჩახლართული სიტუაციებიდან გამოხვიდეთ, მოიხსენით "ვარდისფერი სათვალე". ნუ აყვებით ცდუნებას, ნუ დაუჯერებთ ტკბილ ტყუილს.
28 ივლისის შემდეგ მიიღებთ ყველა დაკეტილი კარის გასაღებს. ჩამოწერეთ მიზნები, რაც გსურთ, რომ აგისრულდეთ. გამონახეთ ერთგული პარტნიორი, ვისთან ერთადაც იმოქმედებთ. კარგი პერიოდი გექნებათ ხელოვან ნიშნებს, დაიწყეთ ახალი იდეების განხორციელება. ზოგადად, ივლისი საუკეთესო თვეა მივლინების, პროექტების განსახორციელებლად და საქმიანი შეხვედრებისთვის.