ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის: “მოიცილეთ ყველაფერი, რაც ხელს გიშლით იყოთ ბედნიერი და ოპტიმისტური“

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის: “მოიცილეთ ყველაფერი, რაც ხელს გიშლით იყოთ ბედნიერი და ოპტიმისტური“

ივლისის მთავარი მოვლენები

ამ თვეში მზე დასახლდება თქვენი ფულადი სახსრებისა და ქონების სექტორში. გააქტიურდებით მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა, ნუ ჩაერთვებით ფულისთვის ბრძოლაში, თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენს ძალებში, იმედგაცრუება შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს. წინასწარ იფიქრეთ არა მხოლოდ თქვენს ქმედებებზე, არამედ იმ შედეგებზეც, რაც შეიძლება გამოიწვიოთ. ამ თვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ შეიძლება ძალიან ბევრი მოისურვოთ, თქვენი პრეტენზიები გადაჭარბებული იქნება, მაგრამ ის ფაქტი, რომ მოგიწევთ გადალახოთ მნიშვნელოვანი რაოდენობის სირთულეები და დაბრკოლებები, მათ შორის ადამიანებთან ურთიერთობაში, ადვილი არ იქნება.

სამუშაო და ბიზნესი

11 ივლისამდე მერკური გააგრძელებს მოგზაურობას თქვენი შემოსავლისა და ქონების სახლში. თქვენ მიდრეკილი ხართ, აკონტროლოთ შემოსავლები და ხარჯები. 12 ივლისიდან მერკური გადავა თქვენი ნათესავების და ინფორმაციის სექტორში, სადაც დარჩება 28 ივლისამდე. ამ პერიოდში შეიძლება იყოთ განსაკუთრებით მჭევრმეტყველი და გამოავლენოთ თანდაყოლილი ლიდერის ბევრი თვისება. შეძლებთ უხელმძღვანელოთ ახალ პროექტებს. დაიწყოთ ახალი საქმეები, გააფორმოთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები. არ გირჩევთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ ყველასთან ლაპარაკს.

სიყვარული და ფული

ვენერა დაგეხმარებათ, ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაში გამოავლინოთ დიპლომატიის სასწაულები, იქნებით გამორჩეულად მეგობრული, გულწრფელ ინტერესს გამოიჩენენ ახლობლების, მაგრამ განსაკუთრებით სასიყვარულო პარტნიორის მიმართ. რაც თქვენს ურთიერთობა უკეთესობისკენ შეცვლის. მაგრამ 23 ივლისიდან ვენერა რეტროგრადული იქნება. შესაძლოა გაგახსენდეთ წარსულის წარუმატებელი რომანი და იმედგაცრუება, რომელიც მას მოჰყვა. გირჩევთ, წარსული წარსულში დატოვოთ. რაც შეეხება ფულს, ზოგადად, ამ სფეროში სიურპრიზები მოსალოდინი არ არის, თუმცა თვის ბოლოს თქვენი შემოსავალი შეიძლება შემცირდეს.

ჯანმრთელობა და აქტივობა

2023 წლის 10 ივლისს მარსი გადავა თქვენი მშობლებისა და სახლის სექტორში. ამ თვეში უკიდურესად ისწრაფვით თქვენი პიროვნული თავისუფლებისაკენ, რამაც შესაძლოა ოჯახის წევრებთან და განსაკუთრებით მშობლებთან ჩხუბი გამოიწვიოს. არ უნდა დახარჯოთ ენერგია კონფლიქტებზე, უმჯობესია ის სპორტდარბაზში გამოიყენოთ. დილაობით დაიწყეთ სირბილი ან ვარჯიში სპორტდარბაზში, რაც ეფექტური იქნება ზედმეტი წონის დასაკლებად. ივლისში დიდ დროს დაუთმობთ თქვენს ოჯახს და შვილებს, შესაძლოა დააინტერესოთ ისინი სპორტით.

რაში გაუმართლებს ტყუპს ივლისში

ივლისში განსაკუთრებით მოგინდებათ თავისუფლება და ცვლილებები. ამ დროს გაგიმართლებთ მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, რომლებიც მხარს დაგიჭერენ ყველა საქმეში. ახლა თქვენ შეგიძლიათ წარმატების მიღწევა ქსელურ ბიზნესში, კოლექტიურ პროექტებში, სამეცნიერო საქმიანობაში. შეიძენთ გავლენიან მფარველებს.

3 ივლისის შემდეგ თუ ნამდვილად გსურთ თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა, შესაფერისი დრო დაგიდგათ. მოიცილეთ ყველაფერი, რაც ხელს გიშლით იყოთ ბედნიერი და ოპტიმისტური. ეს შეიძლება იყოს ადამიანები, ნივთები ან უსარგებლო პროექტები. არ არის გამორიცხული, მოგიწიოთ იმ ადამიანების ფინანსური პრობლემების მოგვარება, რომლებსაც ნაკლებად იცნობთ.

17 ივლისის შემდეგ რთული, მაგრამ ნაყოფიერი პერიოდი გეწყებათ. მატერიალური სფერო შესანიშნავი იქნება, შემოსავალი გაიზრდება. მაგრამ ნუ დახარჯავთ ფულს სისულელეებზე. სანამ რამეს იყიდით ასჯერ დაფიქრდით, გჭირდებათ ეს ნივთი? არ არის შესაფერისი პერიოდი ქაოტური ქმედებებისა და სპონტანურობისთვის. პირიქით, ყველაფერი უნდა აკონტროლოთ და განსაკუთრებით ფინანსები.