წარმატებას მიაღწევთ, თუ გამოავლენთ იმპროვიზაციის უნარს, ხანდახან გადაუხვევთ წესებიდან და საკუთარ თავს ცოტა მეტ თავისუფლებას მიანიჭებთ. იყავით მეტად ამბიციური, მომართული საკუთარი სურვილების განხორციელებაზე.
ბიზნესი, სამსახური
მიზნების განხორციელებას შეძლებთ და ცოტა გარისკვაც მოგიწევთ. საუკეთესო ივლისი გელოდებათ ბიზნესმენ ნიშნებს, მენეჯერებსა და ორგანიზატორებს. კარგი დროა უძრავი ქონების, ავტომობილის ან კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ამ პერიოდში შეძენილი ნივთები დიდხანს გემსახურებათ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან, ნაცნობებთან; ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა. რაც უფრო კეთილგანწყობილი იქნებით, მით გაგიადვილდებათ წარმატების მიღწევა პროფესიულ სფეროში. ამასთან, დიპლომატიურად ჩამოიცილეთ ყველა ის ადამიანი, ვინც გიშლით ხელს წინსვლაში. ზოგიერთმა შეიძლება ძველი სამსახურის მიტოვება და საკუთარი თავის ახალ სფეროში მოსინჯვა გადაწყვიტოთ.
სიყვარული
შეცვალეთ ტაქტიკა, დაამსხვრიეთ ძველი იდეალები, განაახლეთ ურთიერთობა. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ საყვარელი ადამიანის ნაკლოვანებებს. რომანტიკული კავშირის გასაუმჯობესებლად ერთად დაისვენეთ, იმოგზაურეთ, იმხიარულეთ. თუ დაქორწინებას აპირებთ, კავშირი მხოლოდ სიყვარულზე უნდა იყოს დამყარებული, ანგარებით შექმნილი ოჯახი მალევე დაგენგრევათ. აგრეთვე არ გირჩევთ სასიყვარულო სამკუთხედის შექმნას. 13-19 ივლისის პერიოდი საუკეთესოა ნაცნობობისა და რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად. აგრეთვე საუკეთესო დროა ქორწინებისთვის, დაწყვილებისა და თანაცხოვრების დასაწყებად.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
უფრო ძლიერი გახდებით ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. მანდილოსნებმა შეიძლება შვილის გაჩენა გადაწყვიტოთ. კარგი იქნება სამედიცინო კვლევის ჩატარება. ჩაეწერეთ აუზზე, კარგ შედეგს მოგიტანთ წყლის პროცედურები, ზღვაზე დასვენება.
13 ივლისის შემდეგ გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. მოგინდებათ საიდუმლოებებში გარკვევა, განმარტოება. უნდა დაძლიოთ შიშები და საკუთარ თავს მეტად კომფორტული გარემო შეუქმნათ. გათავისუფლდით ნეგატივისგან; მოიცილეთ უსარგებლო ნივთები, ადამიანებიც... კონკრეტულად 13-ში არ დანიშნოთ პაემანი, საქმიანი შეხვედრა არ დაიწყოთ ახალი საქმე.
28 ივლისის შემდეგ მოხდება ძველის ახლით ჩანაცვლება. ის, რაც მყარ საფუძველზე არ დგას, დაინგრევა. ეს შეეხება საქმესაც, ურთიერთობებსაც. მოსალოდნელია მკვეთრი ცვლილებები და ეცადეთ, ფეხი აუწყოთ სიახლეებს. ნუ გექნებათ მწვავე რეაქცია კრიტიკაზე. უმჯობესია, დაფიქრდეთ და გამოასწოროთ.