ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის: სამსახურში შესაძლებელია გაუგებრობები კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან, შეფერხებები და დაბრკოლებები

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის: სამსახურში შესაძლებელია გაუგებრობები კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან, შეფერხებები და დაბრკოლებები

თვის ზოგადი ტენდენციები

თქვენი თანაგრძნობა და კრეატიულობა მოიზიდავს პოტენციურ პარტნიორებს, რომლებიც იზიარებენ თქვენს მგრძნობელობას და გრძელვადიანი ურთიერთობის სურვილს. მეგობრებთან კომუნიკაცია ან ხელოვნების ღონისძიებებზე დასწრება ახალი კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. ფოკუსირება მოახდინეთ ვინმეს პოვნაზე, რომელსაც შეუძლია გაიგოს თქვენი ღრმა გრძნობები და დააფასოს თქვენი შემოქმედებითი მიდრეკილებები.

მათთვის, ვინც უკვე ურთიერთობაშია, ივლისში შესაძლებელია თქვენი კავშირის გაძლიერება. დაგეგმეთ რომანტიკული უქმეები, გამოხატეთ თქვენი სიყვარული შემოქმედებითად და შექმენით უსაფრთხო სივრცე ღია კომუნიკაციისთვის. თქვენი უნარი გაიგოთ სხვისი ემოციური საჭიროებები და გააცოცხლოთ თქვენი ხედვა და შემოქმედება, ძალიან დაფასდება. კარგი თვეა მიმდინარე ბიუჯეტისა და ფულის ფლანგვის ჩვევების გადასახედად. განსაზღვრეთ სფეროები, სადაც შეგიძლიათ შეამციროთ ხარჯი და განიხილეთ გარკვეული თანხების გამოყოფა თქვენი შემოქმედებითი მცდელობების ან თქვენთვის მნიშვნელოვანი თემების მხარდასაჭერად.

სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი

ივლისში შეიძლება დატვირთული იყოთ სხვადასხვა ყოველდღიური, მიმდინარე საქმეებით და შეიძლება დატვირთვა ბევრი იყოს.

მზე ამ თვეში გადის თქვენი შემოქმედებისა და შთაგონების სახლს და შესაძლოა გაგიჭირდეთ ყოველდღიურ რუტინაზე კონცენტრირება, რამის შექმნა მოგინდებათ. მოგინდებათ საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების გამოვლენა. კარგი დროა თქვენი ჰობისთვის.

სამუშაო გრაფიკი და გუნდში ურთიერთობები შეიძლება შეიცვალოს. შესაძლებელია ყოველდღიურ სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ცვლილებებიც. ზოგიერთს მოგემატებათ პასუხისმგებლობა ან შეიცვლით სამუშაოს. ვიღაცას მოუწევს ახალი ადგილის ძებნა, რადგან ცვლილებები საერთოდ არ მოეწონება. ზოგიერთი კი მოიპოვებთ უფროსის კეთილგანწყობას და შეიძლება დაწინაურებაც მიიღოთ. შესაძლოა ვინმეს არ სურდეს დამატებითი პასუხისმგებლობის აღება.

ივლისში მნიშვნელოვანია ბალანსის პოვნა სამუშაო მოვალეობებს, საოჯახო საქმეებსა და დასვენებას შორის. თუ დიდხანს იმუშავებთ დასვენების გარეშე, ეს უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

18 ივლისიდან მერკური გადადის რეტროგრადულ სვლაში. თვის მესამე დეკადაში სამსახურში შესაძლებელია გაუგებრობები კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან, შეფერხებები და დაბრკოლებები. მოგიწევთ გადახედოთ ადრე დადებულ ხელშეკრულებას, დაუბრუნდეთ სამუშაოს, რომელიც ადრე გააკეთეთ. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ დოკუმენტების შედგენისას და მათი ხელმოწერისას. შესაძლოა ამ დროს სანერვიულო მოგემატოთ. დისკომფორტი გქონდეთ სამსახურში გადატვირთვის, შეცდომების გამო. ზოგიერთი გადაწყვეტთ შვებულების აღებას და მეტი დროის გატარებას ოჯახთან ერთად ან საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას.

არ უნდა დატოვოთ სამსახური, გადადგათ რაიმე მკვეთრი ნაბიჯი. შეგიძლიათ შეადგინოთ გეგმა, მაგრამ უმჯობესია მისი განხორციელება მხოლოდ მაშინ, როდესაც მერკური პირდაპირ დაიწყებს მოძრაობას, ანუ აგვისტოში. ეცადეთ იყოთ მომთმენი და კონცენტრირებული სამსახურში.

ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი

ივლისი გაიძულებთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ ოჯახურ საკითხებს, დაეხმაროთ ახლობლებს. შეგიძლიათ შეხვდეთ მონათესავე სულს. ადამიანი, ვისთან ერთადაც არა მარტო გაერთობით, არამედ პროდუქტიულ საქმეებსაც გააკეთებთ, იოცნებებთ. ზოგი დაიწყებთ ფიქრს, გეხმარებათ თუ არა თქვენი პოტენციური პარტნიორი, რა მდგომარეობაშია მისი ბინა, შეგიძლიათ თუ არა მას დაეყრდნოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. თქვენი სენსუალურობა, მაგნეტიზმი და იდუმალება საინტერესო პიროვნებას მიიზიდავს.

ივლისში შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად შეხვდეთ საინტერესო ადამიანს. ეს შეიძლება იყოს ონლაინ ნაცნობი ან მეგობარი, რომელიმე ნათესავის ნაცნობი. ეს შეიძლება მოხდეს რომელიმე დღესასწაულზე, სადაც თქვენი ნათესავებიც იქნებიან.

თუ გადაწყვეტთ ოჯახს ახალი მეგობარი გააცნოთ. ამის გაკეთება უმჯობესია 18-მდე, სანამ მერკური პირდაპირ მიდის.

იმ წყვილებს, რომლებიც დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ, შეუძლიათ გადაწყვიტონ ურთიერთობის გაოფიციალურება.

ვინც დიდი ხანია დაქორწინებულია, კარგი იქნება, მოსაწყენი ყოველდღიურობა არდადეგებით, ნათესავებთან, პოზიტიურ ადამიანებთან მხიარული შეხვედრებით გაახალისოთ. და ასევე, რომ მეტი დრო დაუთმოთ ერთმანეთს, მოაწყვეთ რომანტიკული საღამოები. ივლისში სახლი გახდება ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად იგრძნობთ თავს.

საოჯახო საქმეები იმაზე მეტ დროს წაგართმევთ, ვიდრე ადრე. შესაძლოა, ზოგიერთს რემონტის გაკეთებამაც კი მოგიწიოთ.

18-ის შემდეგ ოჯახურ ურთიერთობებში შესაძლებელია გაუგებრობა. საოჯახო საქმეები უფრო იმატებს და უხალისოდ შესრულდება და ყველაფერი, რაც დაგეგმილი იყო, არ დასრულდება თავის დროზე. მაგრამ ამ დროს კარგია იმ საქმეებთან დაბრუნება, რასაც დიდი ხანია ვერ ასრულებდით.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ივლისში გაგიჩნდებათ ვარჯიშის სურვილი, მაგრამ ვინმესთან ერთად. რადგან ერთად ბევრად უფრო სახალისო და პროდუქტიული იქნება. კარგი დროა სირბილის დასაწყებად, მოიწვიეთ მეგობრები, რომლებიც თქვენთან ახლოს ცხოვრობენ. დაიცავით დიეტა, დარეგისტრირდით ფიტნესზე.

არ არის გამორიცხული, მოგიწიოთ პარტნიორის ჯანმრთელობაზე ზრუნვამ, საავადმყოფოში სიარულმა და მედიკამენტების ყიდვამ. კარგ ამინდში ისეირნეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. ეს დაგეხმარებათ გააძლიეროთ თქვენი იმუნური სისტემა, გააუმჯობესოთ თქვენი ჯანმრთელობა და შეამციროთ სტრესის დონე. პარტნიორთან ერთობლივი ველოსიპედით გასეირნება და წყვილში თამაში (ჩოგბურთი) სასარგებლო იქნება.