ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის: საყვარელი ჰობი შეიძლება გახდეს საქმიანობის ნაწილი ან შემოსავლის ახალი წყარო

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის: საყვარელი ჰობი შეიძლება გახდეს საქმიანობის ნაწილი ან შემოსავლის ახალი წყარო

თვის ზოგადი ტენდენციები

ივლისის პირველ სამ კვირაში პასუხისმგებლობა უნდა გამოავლინოთ სახლსა და ოჯახზე. შეიძლება ბევრი ენერგია დახარჯოთ საოჯახო საქმეებზე. სასურველია, რომ საქმეები წინასწარ დაგეგმოთ, იმის გათვალისწინებით, რომ მოგიწევთ დიდი დრო დაუთმოთ ახლობლებზე ზრუნვას. ზოგიერთს მოგინდებათ ნათესავებთან შერიგება, საყვარელი ადამიანების გაერთიანება. შესაძლებლობა გექნებათ მსოფლმხედველობის გაფართოების, შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც გახდება თქვენი მენტორი, მრჩეველი ზოგიერთ საკითხში. ოღონდ ფრთხილად, მთავარია „მასწავლებელი“ მატყუარა არ აღმოჩნდეს.

თვის ბოლოსკენ სცენაზე გამოდის სიყვარულის, სიხარულის, სიამოვნების, ბავშვების, შემოქმედების თემები. კარგი დროა დასვენებისთვის, ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად. თუ შვებულებაში წასვლას ვერ ახერხებთ, შაბათ-კვირას მაინც მოაწყვეთ გასვლები ბუნებაში (პიკნიკი, ექსკურსია).

სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი

ივლისის პირველ ნახევარში მერკური გააძლიერებს თქვენს შემოქმედებით შესაძლებლობებს, გამოავლენს ფარულ ნიჭს ან მიდრეკილებებს, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით. ზოგიერთისთვის საყვარელი ჰობი შეიძლება გახდეს საქმიანობის ნაწილი და შემოსავლის ახალი წყარო. ზოგიერთი ჰობის მონეტიზებას შეძლებთ ან პროფესიად გადააქცევთ.

გაიზრდება თქვენი ინტუიცია, უფრო ხშირად გამოიყენებთ არაჩვეულებრივ მეთოდებს თქვენს საქმიანობაში, ექსპერიმენტებს, სცადეთ რაიმე ახალი. ამოცანები, რომლებიც შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს, უფრო სწრაფად და წარმატებით გადაიჭრება. არსებობს შესაძლებლობა, რომ გაზარდოთ თქვენი ფინანსური შემოსავალი ხელოვნებასთან დაკავშირებულ რაიმე საინტერესო პროექტში მონაწილეობით.

კარგი დროა ახალი ბიზნეს პარტნიორების მოსაძებნად, სასარგებლო კავშირების დასამყარებლად, პრეზენტაციებისა და მოლაპარაკებებისთვის. არ მოგერიდოთ თქვენს გეგმებზე საუბარი, ინოვაციური იდეების გაზიარება, თქვენი შესაძლებლობების რეკლამირება. შეიძლება ვინმე დაინტერესდეს ამით და შემოგთავაზოთ მომგებიანი თანამშრომლობა ან სპონსორობა.

მერკური რეტროგრადულ მოძრაობას 18 ივლისს დაიწყებს. იქნება დაგვიანება, მოულოდნელი მცირე უსიამოვნებები. 18-დან არაფერი ახალი არ უნდა დაიწყოთ. შესაძლოა თქვენი ემოციური მდგომარეობაც არასტაბილური იყოს: ნებისმიერი კომენტარი ან კრიტიკა შეიძლება ძალიან მკვეთრად აღიქვათ და ჩხუბის მიზეზი გახდეს. ზოგი ძალიან მომთხოვნი გახდება საკუთარი თავის მიმართ, უკმაყოფილო იქნება შესრულებული სამუშაოს ხარისხით.

ივლისის ბოლოს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენს გადადებულ პროექტებს, ძველ საკითხებსა თუ საქმეებს. კარგი იქნება, თუ მოიცილებთ იმ საქმეს, რომელიც აღარ არის თქვენთვის საინტერესო. ზოგიერთი სამოგზაუროდ წახვალთ საყვარელ ადგილას.

ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი

კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის და განსაკუთრებული ვინმეს მოსაძებნად. მარტოხელა ვერძი შეიძლება იყოს კომუნიკაბელური, მხიარული, ხშირად იფლირტაოს და სხვები კომპლიმენტებით გაანებივროს.

ნუ მოგერიდებათ სიმპათიის გამოხატვა ან საუბრის დაწყება. პოტენციური პარტნიორის პოვნა შესაძლებელია ხალხმრავალ წვეულებებზე, კონცერტებზე, გასართობ შოუებზე. უფრო ხშირად გადით გარეთ, იყავით უფრო მეგობრული გარშემო მყოფებთან, გამოიჩინეთ ინტერესი ადამიანის მიმართ.

არ უნდა უგულებელყოთ ონლაინ ნაცნობობა. არ არის გამორიცხული, ერთმა მეგობარმა ან კოლეგამ, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ, დაიწყოს თქვენდამი სიმპათიის გამოვლენა, მოინდომოს უფრო ახლო ურთიერთობა.

მნიშვნელოვანი შეხვედრა შეიძლება მოხდეს მოგზაურობისას, შვებულებაში, დასასვენებელ სახლში. ნუ იტყვით უარს მოწვევებზე: დადებითი ემოციები გარანტირებულია. მაგრამ გახსოვდეთ, რომ 18 ივლისს მერკური რეტროსვლაში გადადის და ყველასთან საერთო ენას ვერ იპოვით.

კარგი თვეა მათთვის, ვინც უკვე იპოვა თავისი მეორე ნახევარი. ივლისის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება დაოჯახებულებისთვის. პარტნიორი ყველაფერში დაგეხმარებათ, გესიამოვნებათ ერთად დროის გატარება, სხვადასხვა თემაზე საუბარი. მოსალოდნელია საინტერესო ერთობლივი მოგზაურობები, შეხვედრები მეგობრებთან და ნათესავებთან და ხშირი მოგზაურობა.

18 ივლისიდან მერკური რეტროგრადულია თქვენს მე-5 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია სიყვარულზე. თუ ურთიერთობაში რაიმე დაძაბული მომენტი გქონდათ, მაშინ, ახლა შესაფერისი დროა ყველა საკითხის გასარკვევად და პრობლემების გადასაჭრელად. სასარგებლოა რომანტიკული ადგილების მონახულება, პირველი პაემნების გახსენება და შაბათ-კვირის განმარტოებით გატარება.

მეტი დრო დაუთმეთ ბავშვების აღზრდას, მათთვის საჭირო ნივთების შეძენას.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას, მეტი დაისვენოთ. თუ სპორტს მისდევთ, ფრთხილად იყავით, მოერიდეთ ტრავმულ ვარჯიშებს. აირჩიეთ სირბილი სუფთა ჰაერზე, ველოსიპედი, აერობიკა ან ცურვა.

უსიამოვნო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ვიზიტი, გამოკვლევა. სათანადო კვება და ფიზიკური აქტივობა ხელს შეუწყობს ენერგიისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. გახსოვდეთ, რომ თქვენი შრომისუნარიანობა, სხვა საკითხებთან ერთად, დამოკიდებულია თქვენს სტაბილურ ემოციურ მდგომარეობაზე: შეინარჩუნეთ პოზიტიური და მშვიდი დამოკიდებულება.