ივლისის ჯანმრთელობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: შემოქმედება და ჰობი შესანიშნავი საშუალებაა ფსიქოლოგიური სტრესის მოსახსნელად

ივლისის ჯანმრთელობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: შემოქმედება და ჰობი შესანიშნავი საშუალებაა ფსიქოლოგიური სტრესის მოსახსნელად

ივლისში უმეტესობა შვებულებაში გადის, ისვენებს, მაგრამ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დასვენების დროსაც აუცილებელია. გაეცანით ივლისის ჯანმრთელობის ასტროლოგიურ პროგნოზს, რათა დაიცვათ საკუთარი თავი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უსიამოვნებებისგან.

ვერძი

მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას, მეტი დაისვენოთ. თუ სპორტს მისდევთ, ფრთხილად იყავით, მოერიდეთ ტრავმულ ვარჯიშებს. აირჩიეთ სირბილი სუფთა ჰაერზე, ველოსიპედი, აერობიკა ან ცურვა.

უსიამოვნო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ვიზიტი, გამოკვლევა. სათანადო კვება და ფიზიკური აქტივობა ხელს შეუწყობს ენერგიისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. გახსოვდეთ, რომ თქვენი შრომისუნარიანობა, სხვა საკითხებთან ერთად, დამოკიდებულია თქვენს სტაბილურ ემოციურ მდგომარეობაზე: შეინარჩუნეთ პოზიტიური და მშვიდი დამოკიდებულება.

კურო

ივლისი კარგი თვეა მოგზაურობისთვის, ბავშვებთან მეტი დროის გასატარებლად, დასასვენებლად. ეს დაგეხმარებათ აივსოთ ენერგია, რომელიც დახარჯეთ მუშაობაზე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შაბათ-კვირას მაინც მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სანაპიროზე, აგარაკზე.

ამ თვეში ასევე დაკავებული იქნებით შემოქმედებით, ჰობით. ეს შესანიშნავი საშუალებაა ფსიქოლოგიური სტრესის მოსახსნელად. დასამშვიდებლად მნიშვნელოვანი იქნება სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია, იოგა.

ტყუპი

ივლისში კარგი იქნება, რომ ყურადღება მიაქციო ჯანმრთელობას, განსაკუთრებით, თუ დაღლილობას გრძნობთ, მაშინ საჭირო გამოკვლევები უნდა გაიაროთ. მნიშვნელოვანია იყოთ ყურადღებიანი თქვენი ენერგიის დახარჯვაზე და არ დახარჯოთ ის არასაჭირო ნივთებზე და ჯანმრთელობისთვის საზიანო ქმედებებზე.

საყოფაცხოვრებო სამუშაოები, ოჯახური, ყოველდღიური პრობლემები გაიძულებთ მეტი დრო დაუთმოთ მათ მოგვარებას. შესაძლოა, ზოგიერთს მოგიწიოთ რემონტის გაკეთებამ.

კარგი იქნება ვარჯიში, დარეგისტრირდით სპორტდარბაზში, ეს თქვენს კეთილდღეობაზე დადებითად აისახება. მაგრამ უფრთხილდით დაზიანებებს, გადატვირთვებს. ვინმეს მოუწევს ახლობლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი საავადმყოფოში მიყვანა.

კირჩხიბი

ივლისში თავს შესანიშნავად უნდა გრძნობდეთ. იქნება ბევრი ენერგია, ოპტიმიზმი, გადაადგილების სურვილი. სასიცოცხლო ძალების გაზრდილი ნაკადი საშუალებას მოგცემთ ბევრი რამ გააკეთოთ. შეგიძლიათ დაკავდეთ სპორტით, რაც უფრო მეტი აქტივობაა, მით უკეთესია თქვენი ჯანმრთელობა. გექნებათ ბევრი კომუნიკაცია, ნაცნობობა, მოგზაურობა.

მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ გადაიღალოთ და ხშირად დაისვენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთქმედებებისა და აქტივობის ასეთ გრაფიკს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. ხშირად დაისვენეთ, კარგია ცურვა, იოგა, მედიტაცია. იყავით უფრო ფრთხილად, თუ გაქვთ ფილტვების ქრონიკული დაავადებები.

ლომი

კარგი თვეა სპორტისთვის, ზედმეტი წონის დასაკლებად. გაქვთ გაზრდილი მოტივაცია და ენერგიის მაღალი დონე. იოლად მიაღწევთ თქვენს მიზანს, მიიღებთ სასურველ შედეგს. თუმცა, ნუ გადაიტვირთავთ თავს. აკონტროლეთ თქვენი კეთილდღეობა, შეეცადეთ შეინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა, მოერიდეთ სტრესს.

შინაგანი რესურსების რაციონალური გამოყენება, ძალების აღდგენა დაგეხმარებათ ენერგიისა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში. შეარჩიეთ თქვენი კომპანიისთვის ოპტიმისტი ადამიანები, მოერიდეთ კონფლიქტებს, უფრო მშვიდად შეხვდით იმას, რაც თქვენ გარშემო ხდება.

ქალწული

მარსი, რომელიც თქვენს ნიშანშია, შეგმატებთ ენერგიას, გაიძულებთ გააქტიურდეთ. მოგინდებათ ფიზიკური შრომა, ვარჯიში. ზოგიერთი მიიღებთ მონაწილეობას კონკურსებში, გამოიჩენთ მეტ ინიციატივას სამსახურში. თუმცა, უნდა მოერიდოთ ტრავმულ სპორტს, აკონტროლეთ ემოციები.

ყურადღება მიაქციეთ დაბალანსებულ და მრავალფეროვან კვებას, კარგ დასვენებას. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ენერგია და კეთილდღეობა ნებისმიერ ასაკში. ნუ უგულებელყოფთ უსიამოვნო სიმპტომებს. დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები.

სასწორი

ივლისში ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაგჭირდებათ. შესაძლოა ნაკლები ენერგია იყოს, დასუსტებულ ორგანიზმში კი ქრონიკულმა დაავადებებმა იჩინოს თავი. ან შეიძლება თავი ცუდად იგრძნოთ, მაგრამ ზუსტად ვერ გაიგოთ რა გაწუხებთ. კარგია სულიერი პრაქტიკები, იოგა, მედიტაცია, ცურვა, პილატესი. ეს ხელს შეუწყობს სტრესის, დაძაბულობის შემცირებას. ჯობია უარი თქვათ სერიოზულ ფიზიკურ აქტივობაზე და არ გადატვირთოთ სამსახურში.

ივლისში განმარტოება და ბუნებაში ყოფნა უფრო კარგია. ეს ხელს შეუწყობს ძალების აღდგენას, ენერგიის შევსებას.

მორიელი

კარგი დროა დინამიკისთვის, აქტიურობისთვის, გადაწყვეტთ სპორტით დაკავდეთ, მონაწილეობა მიიღოთ ჯგუფურ აქტივობებში, გუნდურ თამაშებში. ეს კარგ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ თქვენს კეთილდღეობაზე, არამედ აგიმაღლებთ განწყობას. დასუფთავებაში შეგიძლიათ ახლობელიც ჩართოთ, ან სთხოვოთ დახმარება მეგობარს. ეს ასევე კარგი თვეა სამოგზაუროდ წასასვლელად ან ქალაქში მეტი მოგზაურობისთვის. თუ ფეხის პრობლემები გაქვთ, უმჯობესია ექიმთან ვიზიტი, ექოსკოპიის გაკეთება.

უნდა გახსოვდეთ, რომ ზედმეტმა მუშაობამ შეიძლება გამოგფიტოთ. ამიტომ მიეცით საკუთარ თავს დრო დასვენებისთვის. ისეთი აქტივობები, როგორიცაა იოგა, მედიტაცია, პილატესი, ხელს შეუწყობს რელაქსაციას, როგორც ფიზიკურს, ასევე გონებრივს.

მშვილდოსანი

ენერგია, მოტივაცია და მონდომება მოგემატებათ. თუ აქტიურად ხართ დაკავებული სპორტით, მაშინ ივლისში შეძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას, დატვირთვის გაზრდას და წინა მიღწევების გაუმჯობესებას. თუმცა, ნუ გადატვირთავთ თავს: აირჩიეთ აერობიკა, აკონტროლეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა, რათა არ დაშავდეთ ან სტრესი არ მიიღოთ.

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გახსოვდეთ დასვენება და ყოველდღიური რუტინა. უფრო ხშირად მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, იხელმძღვანელეთ დაბალანსებული ჯანსაღი ცხოვრების წესით და იკვებეთ სწორად. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ძალა და შრომისუნარიანობა.

თხის რქა

ივლისში ენერგიის მატებას იგრძნობთ, მოგინდებათ სამოგზაუროდ წასვლა, საკუთარი თავისთვის ახალი სპორტული აქტივობების პოვნა, რაც თქვენს მსოფლმხედველობას გააფართოებს. ამ დროს ნებისმიერი სპორტული ღონისძიება მოგეწონებათ, გამძლე იქნებით. კარგია მონაწილეობის მიღება სპორტულ შეჯიბრებებში, გუნდურ თამაშებში. იზრუნეთ ამ დროს თეძოებზე, მენჯზე, თუ ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, უმჯობესია მიმართოთ ექიმს.

უარი თქვით ზედმეტ იმპულსურობაზე, რისკზე. მიეცით საკუთარ თავს დასვენების დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ზედმეტი მუშაობა და გადაღლილობა. თუ არ ისვენებთ და გამოუძინებელი ხართ, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებს. ასევე კარგია სულიერი პრაქტიკა, მედიტაცია სტრესის შესამცირებლად. დაიცავით ბალანსი და ზომიერება თქვენს ბევრ მოქმედებაში.

მერწყული

ივლისში აქტიური და ენერგიული იქნებით, მოგინდებათ სპორტით დაკავება. თუმცა, არსებობს შინაგანი დისკომფორტის შეგრძნებისა და გადაჭარბებული დატვირთვის ალბათობა. აკონტროლეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა, მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, შეინარჩუნეთ მშვიდი პოზიტიური დამოკიდებულება.

გირჩევთ, არ დაივიწყოთ დასვენება, ნუ ეცდებით რაიმეს მიღწევას ნებისმიერ ფასად. ახლა გაგიადვილდებათ მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება, ფიზიკური დატვირთვა, სიზარმაცის შეტევების წინააღმდეგ ბრძოლა. მოუსმინეთ თქვენს სხეულს უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად.

თევზები

ივლისში გაგიჩნდებათ ვარჯიშის სურვილი, მაგრამ ვინმესთან ერთად. რადგან ერთად ბევრად უფრო სახალისო და პროდუქტიული იქნება. კარგი დროა სირბილის დასაწყებად, მოიწვიეთ მეგობრები, რომლებიც თქვენთან ახლოს ცხოვრობენ. დაიცავით დიეტა, დარეგისტრირდით ფიტნესზე.

არ არის გამორიცხული, მოგიწიოთ პარტნიორის ჯანმრთელობაზე ზრუნვამ, საავადმყოფოში სიარულმა და მედიკამენტების ყიდვამ. კარგ ამინდში ისეირნეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. ეს დაგეხმარებათ გააძლიეროთ თქვენი იმუნური სისტემა, გააუმჯობესოთ თქვენი ჯანმრთელობა და შეამციროთ სტრესის დონე. პარტნიორთან ერთობლივი ველოსიპედით გასეირნება და წყვილში თამაში (ჩოგბურთი) სასარგებლო იქნება.